თანამედროვე მაცივარი ნამდვილი კომფორტია, თუმცა არის წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვათ და არსებობს საფრთხეები, რაც უნდა იცოდეთ.
მაგალითად, მაცივრის გაწმენდას ერთი შეხედვით არავითარი წესი არ სჭირდება. გაალღვე და გაასუფთავე - მეტი რა არის საჭირო. თუმცა არსებობს ნიუანსები, რომლებიც ამ დროს უნდა გაითვალისწინოთ. ყოველ შემთხვევაში, გამოცდილი დიასახლისები რამდენიმე რჩევას გიზიარებენ.
1. მაცივრის წმენდისას არ გამოიყენოთ კაუსტიკური და ზედმეტად აგრესიული სარეცხი საშუალებები. ძმარი, საჭმელი სოდა და ლიმონის წვენი გაცილებით უკეთესია.
2. ჩაასხით თასში თბილი წყალი, დაამატეთ რამდენიმე კოვზი ძმარი (მაგ. 3 ლიტრზე 2
3. ძმარზე არანაკლებ ეფექტურია ლომონის წვენი. წყალში
შეიძლება მთელი ნაყოფი ჩაწუროთ და დოზის გადაჭარბების არ შეგეშინდეთ.
4. უფრო სწრაფად რომ გალღვეს, დენის წყაროდან გამორთვის შემდეგ საყინულეში ცხელი სათბურის დადებაც შეიძლება, ან სულაც მდუღარე წყლით სავსე თავმოხდილი ქვაბის დადგმა. ორთქლი ყინულს სწრაფად გაადნობს.
5. არ შეიძლება ყინულის ფენის ძალდატანებით მოცილება, მით უმეტეს ბასრი ხელსაწყოთი. თანამედროვე მასალები, რითაც მაცივრებია დამზადებული, არც ისე მდგრადია და ძალიან მარტივად შეიძლება, საყინულე კამერა დააზიანოთ.
6. უკვე გაწმენდილ მაცივარს 2 საათით გამოშრობა აცადეთ. როცა ჩართავთ და პროდუქტით გაავსებთ, თაროზე 5 აბი აქტივირებული ნახშირი ან 3 ნაჭერი შავი პური ან გაჭრილი ლიმონი დადეთ. ეს პროდუქტებს უფრო დიდხანს და ხარისხიანად შეინახავს. აქტივირებული ნახშირი მაცივარში ყოველგვარ უსიამოვნო სუნს გააქრობს. ერთხელ დაწყობილი აბები შეგიძლიათ 3 თვეში ერთხელ გამოცვალოთ.
რაც შეეხება მაცივრის სუსტ წერტილებს. ამაზე ჟურნალისტ თორნიკე ყაჯრიშვილის ერთ პატარა რეპორტაჟს გთავაზობთ (იხილეთ სრულად): "ჩემმა ოთხი წლის წინ განვადებით ნაყიდმა მაცივარმა რამდენიმე დღის წინ განუტევა სული. საგარანტიო ვადა მხოლოდ ორი წელი ჰქონდა, ამიტომ გადავწყვიტე, ხელოსანი ელიავას ბაზრობიდან მომეყვანა, მაგრამ ახლობელმა ნაცნობი ხელოსნის ნომერი მომცა, - დაურეკე და მაშინვე შენთან გაჩნდებაო. დარეკილი არ მქონდა, რომ ხელოსანი უკვე ჩემი სახლის კართან იდგა...
ხელოსანმა გაფუჭებულ მაცივარს რომ შეხედა, დიაგნოზი დასვა: "ფრეონი აქვს გაშვებული, დატენი და ისევ ისე იმუშავებს, როგორც აქამდე!" რაკი ახალი მაცივრის ყიდვა აღარ მომიწევდა, მომსახურების 20 ლარისა და 60 ლარის "ფრეონის" შეძენაზე უარი არ მითქვამს. 80 ლარის გადახდიდან დაახლოებით ერთ საათში ხელოსანი უკვე ფრეონით ტენიდა ჩემს მაცივარს. მეგონა, მეშველა, მაგრამ ჩემმა ახლად დატენილმა მაცივარმა ჩართვიდან ერთ საათში შეწყვიტასუნთქვა... ხელოსანმა მომსახურების თანხა უკან დამიბრუნა, მაგრამ ფრეონის საფასურის დაბრუნებაზე უარი მითხრა... გულგასივებულმა "გუგლში" სიტყვა "მაცივარი" ავკრიფე და "საქართველოს მემაცივრეთა ასოციაციის" საიტს წავაწყდი, მეორე დღეს მითითებულ მისამართს მივადექი.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს მემაცივრეთა ასოციაცია" 1999 წელს დაფუძნდა, მოგვიანებით სახელი შეიცვალა და დღეს "სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაცია" ჰქვია. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორ სულხან სულაძესთან ჩემს გასაჭირზე დაწყებული დიალოგი ზოგადსაკაცობრიო თემებზე საუბრით გაგრძელდა.
- ეს ასოციაცია მაშინ შეიქმნა, როცა საქართველო მონრეალის ოქმის წევრი გახდა. მონრეალის ოქმი გვავალდებულებდა, ხმარებიდან ამოგვეღო ყველაზე საშიში ოზონდამშლელი ნივთიერება ქლორფტორნახშირბადი, რომელიც საბჭოური წარმოების მაცივრებში იყო გამოყენებული. 1996 წელს ამ ნივთიერების იმპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - საბაჟოზე 22 ტონა შემოვიდა.
შემდეგ იკლო იმპორტმა და 2008 წელს - საერთოდ გაქრა.
კარგად მომუშავე მაცივარი და კონდიციონერი საშიში არ არის, იქიდან არაფერი ჟონავს, მაგრამ თუ მაგალითად, კონდიციონერის დემონტაჟს ახდენთ, ან მაცივრის ძრავა გადაიწვა და სისტემა უნდა გაიხსნას, ეს ნივთიერება აუცილებლად ატმოსფეროში გაიბნევა... ბაზრობაზე დიდია იმის საშიშროებაც, რომ ფალსიფიცირებული ნივთიერება შემოგაჩეჩონ. ცოტა ხნის წინ ფალსიფიცირებულ "ფრეონში ისეთი მინარევი აღმოვაჩინეთ, რომელიც ალუმინს შლის. თუ ასეთი ნივთიერებით დაატენინებთ თქვენს ტექნიკას, ისე დააზიანებს, ძალიან მალე გამოცვლა აუცილებელი გახდება.ამიტომ აუცილებლად სანდო ადამიანებს უნდა მიმართოთ ასეთ დროს".
კომენტარები