რატომ "დარბის" სარეცხის მანქანა? - რა არის მიზეზი და რა შეიძლება გააკეთოთ


თუ სარეცხის მანქანას აღენიშნება ძლიერი ვიბრაცია, ხტუნვა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას რაღაც პრობლემა აქვს ან უბრალოდ, კარგად არ არის დამონტაჟებული. რაც არ უნდა იყოს, იგნორირება არ ღირს. გირჩევთ, დროულად გაამახვილოთ ყურადღება და აღმოფხვრათ ხარვეზი. შესაძლოა სერიოზული ერთი შეხედვით არაფერია, თუმცა შედეგი ნამდვილად უსიამოვნო იქნება.
თუ მოხდა ისე, რომ მხოლოდ მონტაჟის ბრალია, შესაძლოა ბევრი მოძრაობის შემდეგ რეცხვის დროს წყლის შემშვები მილი მოძვრეს მანქანას და რაც მოხდება, თავად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. თუ საქმე კიდევ უფრო რთულად არის, ხელოსნის სერიოზული დახმარება, ან სულაც
მანქანის გამოცვლა შეიძლება დაგჭირდეთ.


სარცხის მანქანის ზედმეტი ვიბრაცია შეიძლება გამოიწვიოს:
  • სატრანსპორტო ჭანჭიკების არმოხსნამ მონტაჟის დროს
  • არასწორმა მონტაჟმა
  • სარეცხის დისბალანსმა
  • სარეცხის მანქანის ამორტიზატორის, ზამბარების, წონის მაკონტროლებლის ან სხვა რომელიმე ნაწილის მწყობრიდან გამოსვლამ
  • არათანაბარმა იატაკმა
  • წონაზე მეტი სარეცხის შეყრამ

თუ სარეცხის მანქანა ახალი ნაყიდი გაქვთ, პირველ რიგში ტრანსპორტირების ჭანჭიკები უნდა შეამოწმოთ.
ამის შემდეგ დარწმუნდით, რომ მანქანა სწორად დგას და სწორად არის მიერთებული. შესაძლოა პრობლემა მხოლოდ არასწორმა რეგულირებამ გამოიწვია და ამის გამოსწორება ძალიან მარტივია.
ძლიერი ვიბრაცია შესაძლოა დაფიქსირდეს წურვის რეჟიმის დროს და ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს მანქანაში ზომაზე მეტი სარეცხის არსებობთ. ამ დროს უნდა გააჩეროთ მანქანა, შეამციროთ სარეცხი ან ხელით გადაანაწილოთ სიმძიმე.
თუ ყველაფერი შეამოწმეთ ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ მანქანა განაგრძობს ძლიერ ვიბრაციას, მაშინ ეტყობა პრობლემა ზამბარებსა და ამორტიზატორებს აქვს და გირჩევთ დროულად მიმართოთ ხელოსანს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები