ხის პალეტებისაგან დამზადებული პრაქტიკული მაგიდები, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს მოუხდება

თანამედროვე დიზაინერული ტენდენციების თანახმად, უკანა პლანზე გადადის დიდი, მასიური, ძვირფასი აქსესუარები და ავეჯი და ადგილს იმკვიდრებს უბრალო, პრაქტიკული ნივთები. ადამიანები სულ უფრო ხშირად ანიჭებენ უპირატესობას საკუთარი ხელით შექმნილ ნივთებს, რომლისთვისაც იყენებენ მეორად მასალას. განსაკუთრებით აქტუალურია ამ მხრივ ხის პალეტები, რომლისგანაც ძალიან ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი.




ამ მასალისგან შექმნილი სახლის თუ აგარაკის ავეჯი, თუნდაც საბავშვო, გარემოს განსაკუთრებულ სითბოსა და სიმყუდროვეს მატებს.




ამჯერად შემოგთავაზებთ ხის პალეტებისგან გაკეთებულ სხვადასხვა სახის მაგიდებს, არჩევანი კი თავად გააკეთეთ.




მაგიდა ნებისმიერი ოჯახისთვის და სახლისთვის აუცილებელი და ყველაზე
მოთხოვნადი ნივთია, რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვა ფუნქციის მატარებელი.




ეს ხის პადონისგან დამზადებული უმარტივესი ფორმის უბრალო მაგიდაა, თუმცა ძალიან ელეგანტური. აღნიშნული მაგიდი კონსტრუქცია უმარტივესია, თუმცა ეს სირთულე აბსოლუტურად თქვნს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

თუ უფრო დახვეწილი დიზაინაი გნებავთ შეგიძლიათ ხე გააშალაშინოთ და დაფაროთ ლაქით. ლაქით დაფარული ხე უფრო პრაქტიკული და უსაფრთხოა.




საკუთარი სურვილის მიხედვით ხე შეგიძლიათ შეღებოთ. ნუ შეშინდებით და მიმართეთ ექსპერიმენტებს, ასეთი ავეჯის გადაღებვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

თუ გამჭვირვალე ზედაპირი გიზიდავთ, შეგიძლიათ ხის პალეტს თავზე სქელი შუშა დაადოთ.




ასევე შეგიძლიათ მაგიდას გაუკეთოთ ფეხები. ფეხებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველაფერი, რაც მოიგეპოვებათ, ბორბლები, ხის ნარჩენები და ა.შ.

ზომიდან და ტევადობიდან გამომდინარე შეგიძლიათ გააკეთოთ ასეევ თაროები და უჯრები.




სამზარეულოში კი შეგიძლიათ ნიჟარაც ჩაამონტაჟოთ.

პადონების ნაცვლად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მანქანის საბურავები, ეს ყველაფერი თქვენს ფანატზიასა და კრეატიულობაზე ადამოკიდებული. ასე რომ, სანამ ძველ ნივთებს გადაყრიდეთ, კარგად დაფიქრდით, მართლა არაფერში გჭირდებათ?







როგორ შეიძლება მოაწყოთ აივანი ან სახლის ბაღი ძველი ყუთებით და პალეტებით

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები