თვითნასწავლი ხელოვანი მაია ბუდაღაშვილი ბავშვობიდან ხატავს. ხელოვნებას მის ცხოვრებაში ყოველთვის დიდი ადგილი ეკავა. ხატვის გარეშე დიდხანს ვერ ძლებს, ამბობს, რომ ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ქალბატონ მაიას უზომოდ უყვარს ყვავილები, სწორედ ამიტომ კორპუსის მეშვიდე სართულზე ულამაზი ყვავილნარი მოაწყო. როგორც თავად ამბობს, სახლში თავისი პატარა სამოთხე მაქვს.
- დავიბადე და გავიზარდე სოფელ წალასყურში. დედას ძალიან უყვარდა ყვავილები და გვქონდა ლამაზი ეზო. ყველა ფერის უამრავი ვარდი, ქრიზანთემები, გეორგინები, მოკლედ ძალიან ლამაზ ატმოსფეროში ვიზრდებოდი, ამან კი დიდი გავლენა იქონია ჩემზე. სკოლის დამთავრების
შემდეგ ვსწავლობდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ენერგეტიკის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვმუშაობდი თბილ სრესში გენერატორის დაცვის ჯგუფში ინჟინრად. გავთხოვდი და შემეძინა სამი შვილი. ამის მერე იძულებული გავხდი მიმეტოვებინა სამუშაო და გამეზარდა შვილები. დღეს ჩემს ცხოვრებას ყვავილებით ვალამაზებ. მაქვს ბევრი ქოთნის მცენარე, დაახლოებით 200 ძირი. მრავალსართულიანი კორპუსის მეშვიდე სართულზე ჩემი პატარა სამოთხე მაქვს.
- რა ადგილი უკავია ხელოვნებას და როდის შემოვიდა ის თქვენს ცხოვრებაში?
- ყოველთვის მიყვარდა და მიზიდავდა ხელსაქმე. რასაც დავინახავდი და მომეწონებოდა, ვცდილობდი მესწავლა. ვისწავლე ჩხირებით და ყაისნაღით ქსოვა, ირლანდიული სტილით ქსოვა, მაკრამე. ჟურნალში ვნახე ჯვრებით მოქარგული სურათი და ესეც ვისწავლე. ჩემი მცენარეებისთვის ვაკეთებდი ლამაზ ქოთნებს. მძივებით ვაკეთებდი ლამაზ ნივთებს. ხელსაქმით ყოველთვის ვიყავი დაკავებული. ასე რომ, ჩემი ცხოვრების გზაზე ხელოვნება ყოველთვის იყო მცირე დოზით.
შვილები გაიზარდნენ, უფრო მეტი თავისუფალი დრო გამომიჩნდა და დავიწყე მძივებით ბონსაის გაკეთება. უკვე ოთხი ბონსაი გავაკეთე. ასევე შევისწავლე „პეიპ-არტი“. ფეხსაცმლის ყუთით გავაკეთე ზარდახშა. მასალად გამოვიყენე ქაღალდი, მძივი, თასმა, გილი. დავეუფლე ცივი ფაიფურის დამზადების ტექნიკას.
ჩემი ფინანსებით ყველა ჩემს სურათს ვერ ვუყიდე ჩარჩო. ამიტომ გადავწყვიტე, ჩარჩოს გაკეთებაც მესწავლა. ინტერნეტში ვეძებდი იდეებს. კარგი რამაა ინტერნეტი, მისი საშუალებით ყველაფერს ისწავლი. მივაგენი იდეას, რომელის საშუალებითაც ვისწავლე მუყაოს ჩარჩოების დამზადება. რამდენიმე ჩარჩო სწორედ მუყაოთი მაქვს გაკეთებული.
- რამდენად სასიამოვნოა ეს პროცესი თქვენთვის? რას გრძნობთ ნივთების შექმნის დროს?
- რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა. ასე რომ არ იყოს, ვერაფერს შევქმნიდი. ეს ჩემთვის განტვირთვის საშუალებაა, რომელიც მამშვიდებს და კარგ განწყობას მიქმნის. ძალიან სასიამოვნოა, როცა შენი შრომის შედეგს ხედავ და გარშემო მყოფებსაც მოსწონთ. როცა რაიმეს ვაკეთებ ან ვხატავ, მავიწყდება ყველაფერი.
- ძალიან ბევრი ნამუშევარი გაქვთ, რომელმა მათგანმა დაგიტოვათ განსაკუთრებული ემოცია?
- ყველა ნამუშევარი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და თითოეული რაღაც ემოციას გამოხატავს, თუმცა ყველაზე ძალიან მიყვარს ჩემი პირველი ნამუშევარი, ქალი შლაპით. ალბათ პირველი სიხარული და შედეგით მიღებული ბედნიერება განსაკუთრებით დასამახსოვრებელია.
- თქვენს ნამუშევრებში ძირითადად ყვავილებს აცოცხლებთ...
- როგორც გითხარით, ძალიან მიყვარს ყვავილები. ჩემს ნამუშევრებშიც დიდი ადგილი უკავიათ მათ. ქალიც რომ დავხატო, იქ ყვავილის ადგილს მაინც ვიპოვი.
- ყვავილების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული საიდან იღებს სათავეს?
- როცა მომიწია სამუშაოს მიტოვება და სახლში ყოფნა, შინაგანად რაღაც მაკლდა. ეს სიცარიელე ყვავილებმა შემივსეს. ამასჩემი ხელნაკეთი ნივთები და ნახატებიცდაემატა. ჩემს გარშემო პატარა სამყარო შევქმენი, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. კარგია ჩემი ოჯახის წევრები არ ბრაზობენ და არ ეჭვიანობენ ამდენ ყვავილზე.
- არჩევანის წინაშე რომ დადგეთ, ყვავილები თუ ხელოვნება?
- ერთმანეთისგან ვერ გამოვარჩევ. ორივე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის.
- როგორ ფიქრობთ, ხელოვნებამ, მცენარეებმა, რომელიც ასე ძალიან გიყვართ, შეგცვალათ?
- არ მგონია, ან მცენარეების სიყვარული, ან ხელსაქმის სიყვარული ადამიანს ცვლიდეს. მე ისევ ის მაია ვარ. 53 წლის ასაკშიც კი სულ რაღაცას ვსწავლობ. ახლა მძივებით ყვავილების გაკეთება ვისწავლე და ყვავილების თაიგულს ვაკეთებ. იმედია, ლამაზი გამოვა. ხატვასთან შედარებით მეტად შრომატევადია.
მერი ბლიაძე

კომენტარები