რა უნდა იცოდეთ იმ შემთხვევაში, თუ კარადის გადაღებვა გადაწყვიტეთ

სამზარეულოს გარნიტურის, გადრერობის ან სხვა ნებისმიერი კარადის გადაღებვა მშვენიერი იდეაა, ეს ხომ ინტერიერის განახლების ერთი-ერთი ყველაზე იაფი საშუალებაა, თუმცა საქმე არც ისე მარტივად არის, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. პროცესში შესაძლოა ბევრმა ისეთმა დეტალმა იჩინოს თავი, რომლის შესახებაც უმჯობესია წინასწარ იცოდეთ.

მცდარია მოსაზრება, რომ შესაღებად დაგჭირდებათ რამდენიმე წუთი და ფუნჯი. რეალურად, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც დიდი დრო და ენერგია სჭირდება. თუ არ ხართ დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებსა და ძალებში, ასევე არ გაქვთ სათანადო ნებისყოფა, უმჯობესია საქმე პროფესიონალებს მიანდოთ.

თუ გადაწყვიტეთ,
რომ თავად ღებავთ, ალბათ გაგიჩნდეთ შეკითხვა, რით სჯობს შეღებვა, ფუნჯით თუ აეროზოლიანი საღებავით. პასუხი გახლავთ ფუნჯი, აეროზოლიანი საღებავით შეღებვას სჭირდება სათანადო აპარატურა და საკმაოდ დიდი გამოცდილება. გარდა ამისა, ფუნჯით შეღებვის შემთხვევაში საღებავი უფრო საიმედოდ რჩება ნივთზე.

აუცილებელია, რომ კარადებს დახსნათ აბსოლუტურად ყველა კარები, ისე წარმოუდგენელია სასურველი შედეგის მიღება და ასევე პროცესიც ბევრად უფრო რთულად წარიმართება. ასე რომ, კარები უნდა დახსნათ და ასევე კარგად უნდა დაიმახსოვროთ, სად რა იყო დამაგრებული.
ასევე მნიშვნელოვანია საღებავის დატანამდე ზედაპირის გაშალაშინება და შესაბამისად დამუშავება, რათა შემდეგ საღებავი მყარად და თანაბრად გადანაწილდეს ზედაპირზე.

რაც შეეხება თავად საღებავს, გირჩევთ გამოიყენოთ ცარცის საღებავი, რომელიც შედარებით სქელი შემადგენლობის არის და შესანიშნავად ჯდება ნებისმიერ ზედაპირზე, ლამინატზეც კი. იმისათვის, რომ საღებავი იყოს მდგრადი, უნდა გააკეთოთ სამი მნიშვნელოვანი რამ: შესაბამისად დაამუშაოთ ზედაპირი შეღებვამდე, დაგრუნტოთ და გადაუსვათ დამატებითი ფენა.




კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები