12 რჩევა მას, ვინც არ იცის სად წაიღოს ფეხსაცმელები

ზაფხული უკვე დაიწყო, დიასახლისებს კი საფიქრალი დაემატათ, მაგალითად, მათ არ იციან რა მოუხერხონ ზამთრის ფეხსაცმელებს, სად მოათავსონ ისე, რომ ხელი არ შეუშალოს და ფეხსაცმელიც კარგად შეინახოს. საამისოდ რაციონალური გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო, რაშიც, როგორც ყოველთვის, ჩვენ დაგეხმარებით.

1. საკიდი

მაღალყელიანი ჩექმების შესანახად ეს ვარიანტი ძალიან გამართლებული და მოსახერხებელია. კარადის ქვედა განყოფილება საამისოდ იდეალურია.

2. საქაღალდე

ზაფხულის, პლაჟის ფეხსაცმელი არც ისე გაბარიტულია, როგორც ზამთრის, თუმცა ადგილს მაინც ითხოვს. აბა, ამ ფოტოს დაუკვირდით, ვფიქრობთ, მშვენიერი იდეაა. ერთ ასეთ საქაღალდეში ორ წყვილს თავიუსფლად მოათავსებთ.

3. პადონის უჯრა

ჩვეულებრივი პადონისგან აი, ასეთი უჯრის მსგავსი მოწყობილობის გაკეთებაა შესაძლებელი, რომელსაც საწოლის ქვეშ მოათავსებთ. საამისოდ პადონს ბორბლები უნდა დაუმაგროთ.

4. ბიუჯეტური სტელაჟი

ტექნიკის ცარიელი ყუთების გადაგდებას ნუ იჩქარებთ, ნურც ცარიელს მიაგდებთ სადმე, მათ შესაძლოა პრაქტიკული დანიშნულება მიანიჭოთ. მართალია, ასეთი სტელაჟი ვიზუალურად არც ისე ლამაზად გამოიყურება, თუმცა ის შეგიძლიათ მიმალოთ კარების უკან, არ გამოჩნდება და პრობლემასაც მოგიგვარებთ.

5. თვითნაკეთი ორგანაიზერი

ცარიელი კარადა და რამდენიმე ცარიელი ხუთლიტრიანი პლასტმასის ქილა სრულიად საკმარისია ორგანაიზერის გასაკეთებლად. საამისოდ ქილები უნდა გაჭრათ დაახლოებით შუაზე და უკანა ნაწილით მიამაგროთ კარადის კედელს.

6. პუფი

სეზონური ფეხსაცმლის შესანახად ასევე გამოგადგებათ ნებისმიეი ავეჯი, რომელსაც აქვს თავსახური, მაგალითად პუფი.

7. მარკირებული ყუთები


ბანალურია, მაგრამ ფეხსაცმლის შესანახად ყველაზე კარგი ვარიანტი ყუთებია, თუმცა აქაც შეიძლება კრეატიულობის გამოვლენა. ეცადეთ შეაგროვოთ ერთი ზომის ყუთები, გადაუღეთ და დაბეჭდეთ იმ ფეხსაცმელების ფოტოები, რომლებიც ამ ყუთებში უნდა მოათავსოთ. ჩაალაგეთ ფეხსაცმელი ყუთებში და დაუმაგრეთ ყუთს შესაბამისი ფოტო. ასე საჭიროების შემთხვევაში სასურველ ფეხსაცმელს უმარტივესად მიაგნებთ.

8. საყოფაცხოვრებო ორგანაიზერი


თუ ძალიან პატარა სახლი გაქვთ და ფეხსაცმლის შესანახი ადგილი მართლა არა გაქვთ საამისოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ საწოლის ჩარჩო და საყოფაცხოვრებო ორგანაიზერი, რომელსაც მიამაგრებთ საწოლის ჩარჩოს და მასში მოათავსებთ ფეხსაცმელებს.

9. გამოსაწევი სათავსო


საწოლის ქვეშ ასევე შესაძლებელია გამოსაწევი სათავსოს გაკთეება. მსგავსი კონსტრუქციის ასაწყობად გამოგადგებათ ძველი კარადის უჯრები ან სამზარეულოს კონტეინერები.

10. ფეხსაცმელების თარო

მსგავსი თარო ფეხსაცმლის შესანახად ყველაზე მარტივი და ლოგიკური გადაწყვეტილებაა.

11. ქისა

თუ ფეხსაცმლის შენახვა ყუთებში არ მოგწონთ შეგიძლიათ ისინი ლამაზ ტომსიკებში, მოათავსოთ. ტომსიკები კი საკუთარი გემოვნებით შეგიძლიათ შეკეროთ და გააფორმოთ.

12. კარადის უჯრები

ნებისმიერი კარადის უჯრა შეგიძლიათ გამოიყენოთ ფეხსაცმელებისთვის. საამისოდ განსაკუთრებული ძალისხმევა არ დაგჭირდებათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები