ჯერ არ გადაგიწყვეტიათ რა მოუხერხოთ ცარიელ აივანს? გადააქციეთ ის საზაფხულო ვერანდად, მყუდრო და მოსახერხებელ ადგილად, ამაში ჩვენ დაგეხმარებით, თუმცა მზად იყავით იმისთვისაც, რომ ამის შემდეგ სტუმრებს ვეღარ აუხვალთ.
რითი დავიწყოთ?
ვაკეთებთ მყარ საყრდენს
თუ თქვენს აივანს უკვე აქვს ამოშენებული კედელი, ბეტონის ან აგურის, ხელს ნუ ახლებთ, უბრალოდ გადაღებეთ ის სასურველ ფერად. გაითავლისწინეთ, რომ ასეთი კედელი დიდ ადგილს იკავებს და არ უშვებს სინათლესა და ჰაერს. ასე რომ, თუ საყრდენი უნდა გააკეთოთ უპირატესობა გისოსებს მიანიჭეთ, ეს უფრო მარტივი და მსუბუქი კონსტრუქციაა და
შუქსაც და ჰაერსაც კარგად ატარებს, არც დიდ ადგილს იკავებს, მთავარია, მყარი და სანდო იყოს.
მოაჯირი
მოაჯირი უნდა იყოს განიერი, უმჯობესია ხის, რომელიც შეგიძლიათ ან თავად გააკეთოთ ან შეკვეთით დაამზადებინოთ. რ დაგავიწყდეთ, მთავარია მოაჯირი იყოს განიერი, რათა შეიძლებოდეს მასზე კოქტეილიანი ჭიქების ან ქოთნის ყვავილების დადგმა.
მოაჯირი კარგად დაამუშვეთ და შეღებეთ. გაითავლისწინეთ, რომ ღია ფერები ბევრად ესთეტიურად გამოიყურება და კონსტრუქციას მეტ სიმსუბუქეს სძენს.
ავეჯი
ავეჯი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ბაღის და უმჯობესია ბუნებრივი მასალის, რათა კარგად გაუძლოს ტემპერატურის ცვალებადობას.
ფარდაგი და ტექსტილი
ნებისმიერ ინტერიერს უფრო მეტ სიმყუდროვეს სძენს ხალიჩა ან ფარდაგი და ტექსტილის სხვადსხვა ელემენტები.
განათება
სანთლები, გერლიანდები თქვენს აივანს რომანტიულ ელფერს შესძენს. აივნისთვის დიდი განათება არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს და არც მეზობლებს შეაწუხებთ.
ყვავილები და მცენარეები
და რაც მთავარია, რაც შეიძლება მეტი გამწვანება, იქნება ეს ყვავილები თუ სხვა მცენარეები, სიმწვანე ნებისმიერ ინტერიერს უხდება, ამით გარემოს ვერ გააფუჭებთ და ნუ შეშინდებით, რომ ზედმეტი მოგივათ.

კომენტარები