სამზარეულო ნებისმიერი სახლის უმნიშვნელოვანესი ადგილია, ამიტომ მის გაფორმებას უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ტერიტორიაზე სისუფთავე და სიმყუდროვე სუფევდეს.
აი, რის გაკეთებას არ გირჩევთ, თუ გინდათ, რომ თქვენი სასადილო ზონა გემოვნებიანად გამოიყურებოდეს.
1. სასადილო მაგიდაზე ცელოფნის სუფრა
ნებისმიერი მაგიდისთვის გირჩევთ ყოველთვის მხოლოდ ნაჭრის სუფრა გამოიყენოთ.
2. ტელევიზორი სამზარეულოში
მიუხედავად იმისა, რომ დიასახლისებს გონიათ, რომ ამით თავს გაიხალისებენ, ჩვენ გადაგარწმუნებთ და გეტყვით, რომ სამზარეულოში ტელევიზორის ადგილი ნამდვილად არ არის, სამზარეულო ის ადგილია, სადაც ახლობელმა ადმიანებმა ერთმანეთთან კონტაქტი უნდა დაამყარონ.
ხის დაფის გამოყენებას გირჩევთ პურის და ისეთი პროდუქტების საჭრელად, რომელიც არ გამოყოფს წვენს, სითხეს. რადგან ხე კარგად იწოვს სითხეს, მასში ბაქტერიები ადვილად მრავლდება და მისი გარეცხვა არ არის ადვილი. ხორცის, თევზის და ბოსტნეულის საჭრელად კი გირჩევთ გამოიყენოთ მინის, ქვის ან პლასტმასის დაფები.
4. მაცივარი გათბობასთან
არ გირჩევთ სამზარეულოს ასეთი სქემით დაგეგმარებას, ასე თქვენ საფრთხეს შეუქმნით მაცივარს და პროდუქტებს და ასევე არაკომფორტულს გახდით სამზარეულოში ფუსფუსის პროცესს.
5. გაბზარული ჭურჭელი
ეცადეთ მაქსიმალურად მოიშოროთ თავიდან გაბზარული, გატეხილი ჭურჭელი. გარდა იმისა, რომ არაესთეტიურად გამოიყურება ხასიათზეც უარყოფითად მოქმედებს.
6. განათების ერთი წყარო
იმისათვის, რომ სამზარეულოში ტრიალი უფრო მოსახერხებელი იყოს გირჩევთ გამოიყენოთ განათების რამდენიმე წყარო.
7. ავეჯი ორიგინალური სახლურებით
სამზარეულო უნდა იყოს პრაქტიკული და სადა, თავი შეიკავეთ ისეთი ავეჯისგან, რომელსაც ექნება დიდი ზომის ორიგინალური სახელურები. გახსოვდეთ, სისადავე ყოველთვის მომგებიანია.