ეკლექტიკა ინტერიერში - რა უნდა იცოდეთ ყველაზე მოდურ სტილზე

თანამედროვე ეკლექტიკა – ეს არის სტილი შეუზღუდავი შესაძლებლობებით. თუ თქვენ გადაწყვიტეთ ამ სტილის გამოყენება, გირჩევთ ამ საკითხს დიდი სერიოზულობით მოეკიდოთ და გარწმუნებთ, თქვენ მიიღებთ შესანიშნავ შედეგს დახვეწილ, ორიგინალურ და ექსკლუზიურ ინტერიერს.  არ უნდა დაივიწყოთ ერთი რამ, არ გამოიყენოთ ერთდროულად არა უმეტეს 2-3 სტილისა.

ეკლექტიკა წარმოადგენს ერთმანეთის მსგავსი რამედნიმე, კერძოდ, 2-3 სტილის ნაზავს, მაგალითად, როგორებიც არის კლასიციზმი, ამპირი, ბაროკო და მოდერნი. თუმცა ყველაზე მომხიბვლელად ეს სტილი იმის გამო მიიჩნევა, რომ აქვს არაჩვეულებრივი უნარი ჰარმონიულად გააერთიანოს ერთმანეთში ახალი და ძველი, აღმოსავლური და დასავლური

სტილი. შედეგად მივიღეთ, მაგალითად ეთნიკური სტილისა და ჰაი ტეკის ანაც არტ-დეკოს ნაზავი.

ძირითადი მახასიათებლები

სხვადასხვა სტილისტური ელემენტი ერთმანეთს უნდა ეხამებოდეს ფაქტურით, ფერითა და დიზაინის საერთო სტილით.
კომფორტი და ფუნქციონალობა, რომელიც გამოიხატება თანამედროვე და ძველი ნივთების შერწყმით.
ავეჯზე ზიგზაგის ან ზოლების არსებობა.
ფიგურული ან ზოლებიანი შპალერი, პარკეტი, კერამიკული ფილები, ხის კარ-ფანჯარა.
ვერტიკალური ზოლები, ნიშები, მომრგვალებული კუთხეები.
აღმოსავლური გადასაფარებლები, ფერად-ფერადი დეკორატიული ბალიშები.
დეკორატული დეტალები.

როგორ შევქმნათ ეკლექტიკა
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ სტლს ირჩევენ ადამიანები, რომელთაც ყველაფერში განსხვავებული და განსაკუთრებული ხედვა აქვთ. ასეთ ადამიანებს, როგორც წესი, უყვართ მოგზაურობა,  რაღა თქმა უნდა, პატივს მიაგებენ ეკლექტიკურ სტილს.
თუ ამ ყველფრის თქმა თქვენზეც შეიძლება და არჩევანი ამ სტილზე შეაჩერეთ, ვეცდებით დაგეხმაროთ სახლის მოწყობაში.

სხვადასხვა სტილის ავეჯი
ეკლექტიკურ სტილში ავეჯი უმთავრეს როლს თამაშობს, დანარჩენ სივრცეს კი მეორეხარისხოვანი ნივთები ავსებენ. სავარძელი და დივანი აუცილებლად დიდი ზომის და მოხერხებული შეარჩიეთ, რომელსაც ექნება ხის, გამოყვანილი ფეხები.
აუცილებელია სხვადასხვა სტილის ავეჯის გამოყენება, მაგალითად დიზაინერული სავარძელი შეიძლება დაამშვენოს ძველმა, ანტიკვარულმა მაგიდამ.
ამ დროს საჭიროა ზომიერების დაცვა. ხშირად სხვადასხვა სტილის შეხამების დროს ადამანები აჭარბებენ და გადადიან ზღვარს, რომლის იქით იწყება არაკომფორტული, უგემოვნო ეკლექტიკა. ასეთი შედეგის თავდან ასაცილებლად, როგორც ზემოთ გირჩიეთ, აუცილებელია ფერის და ფაქტურის გათვალისწინება და მათი ერთმანეთთან ჰარმონიულად შერწყმა.

ფერი
ეკლექტიკა, როგორც სტილი, უპირატესობას ანიჭებს ინტერიერში რაც შეიძლება ბუნებრივი ფერების გამოყენებას. ეს ფერები შეგიძლიათ საკუთარი გემოვნებით შეარჩიოთ, თუმცა, აქაც შეგახსენებთ, რომ ფერთა გამა ერთმანეთს ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს. ფერები შეიძლება იყოს მკვეთრი და პასტელის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში უნდა იყოს მოსაწყენი.
იმ ოთახში, სადაც ძირითადად გიწევთ ყოფნა, გირჩევთ მშვიდი, შედარებით ნაზი ფერების გამოყენებას, რომელთაც გადაახალისებთ დეკორაციების , დეკორატიული ბალიშების, სავარძლის გადასაფარებლის ან სხვა აქსესუარების ხარჯზე. მაგალითად, ბეჟი ფერის დივანი შეგიძლიათ გაახალისოთ ფერადი ბალიშებით და პუფებით.

კედლები და იატაკი
ამ სტილისთვის დამახასიათებელია პარკეტის იატაკი ან კერამიკული ფილები. იატაკზე შეგიძლიათ დააფინოთ ხალიჩა, რომელიც შეიძლება იყოს როგორც თანამედროვე სტილის, ისე ძველებური, ორნამენტებიანი. კედლებზე გირჩევთ აბრეშუმის ტექსტურის და ორნამენტებიანი შპალერის გაკვრას.

 

ეფექტური იქნება კედლების მხატვრულად მოხატვაც. ხელით მოხატული კედლები ძალიან კარგად ჯდება ეკლექტიკის სტილში.
ამ სტილს ძალიან უხდება ჩვენთვის ასე ძვირფასი, თუნდაც მემკვიდრეობით გადმოცემული ნივთები. თუ თქვენ არ გაქვთ მსგავსი ნივთები, მათი შეძენა თავისუფლად შეგიძლიათ ანტიკვარულ მაღაზიებში ან თუნდაც „მშრალ ხიდზე“.

ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ რომ ესა თუ ის ნივთი არაფრით მოერგება თქვენს ინტერიერს, თუმცა სწორედ ეკლექტიკის წყალობით შეიძლება თქვენი ინტერიერი ძალიან საინტერესოდ და ექსკლუზიურად აქციოთ.
ნუ მოაშორებთ სახლიდან ძველებურ ხის კარადას, რომელშიც კაბებს ჯერ კიდევ თქვენი ბებია ინახავდა. ის თავისუფლად შეიძლება იქცეს თქვენი საძინებლის მთავარ ღირსებად. ძველებურ ბროლის ჭაღს კი ვერც ერთი თანამედროვე მოდელი შეცვლის. გირჩევთ ჭაღი ოთახის შუაგულში დაკიდოთ და შეიძინოთ 50-60 წლებისთვის დამახასიათებელი, რეტრო სტილის სავარძლები.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები