კომფორტული, ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა - ეს სამი მოთხოვნა ნებისმიერი ნივთის მიმართ აქვთ ადამიანებს, მით უმეტეს, ამ ბოლო წლებში, როცა ხარისხიც და ეკოლოგიურობაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ძირითადად ამ სამი კრიტერიუმით აფასებს მომხმარებელი ავეჯს, რომელიც სურს, თავის სახლში დადგას და დიდხანს, კომფორტულად ემსახუროს. თუმცა დაგვეთანხმებით, არც ისე ძნელია ასეთი სრულყოფილი ნაწარმის პოვნა.
ამჯერად გიამბობთ კომპანია Ashley HomeStore-ზე, რომელიც მსოფლიოში ავეჯის მწარმოებელ ნომერ პირველ კომპანიად არის აღიარებული და მისი პირველი შოურუმის ხილვა უკვე საქართველოშიც შეგვიძლია, ამერიკული ხარისხითა და კომფორტით სარგებლობა კი -
ჩვენს საკუთარ სახლებშიც.
გვესაუბრება კომპანიის წარმომადგენელი გენერალური მენეჯერი გიორგი დაბრუნდაშვილი:
- თავდაპირველად იქნებ გვიამბოთ კომპანიის შესახებ - როდის დაიწყო მისი აღმასვლა?
- ყველაფერი 1945 წელს დაიწყო, როდესაც ჩიკაგოში მასიური ხის ავეჯის დასამზადებელი ოჯახური ბიზნესი Ashley Furniture გაიხსნა. გახსნის პირველი დღიდან ვანეკების ოჯახი ყოველდღიურად ეძებდა გზებს ეწარმოებინა უფრო კომფორტული და უკეთესი ავეჯი.დღეს Ashley HomeStore-ს1000-ზე მეტი ოფიციალური შოურუმი აქვს, რომელსაც 1,2 მილიონ კვ.მ.-ზე გაშლილი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოო ხაზები ემსახურება.
- რა გამოარჩევს ამ კომპანიას სხვებისგან, რით დაიმკვიდრა ადგილი ლიდერთა შორის?
- Ashley HomeStore-ის კონცეფციაა, შექმნას განსხვავებული დიზაინი და ავეჯი აწარმოოს მხოლოდდამხოლოდ საუკეთესო ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა მასალებით. Ashley HomeStore-ის კოლექციები იწარმოება მასიური ხისა და საუკეთესო ხარისხის ხის ანათალისგან. ყველა პროდუქტი, რომელიც წარმოდგენილია ოფიციალურ შოურუმებში, შემოწმებულია ლაბორატორიულად კონსტრუქციის სიმყარეზე, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულზე და ფლობს შესაბამის AFHA სერტიფიკატს.
ასევე, როგორც ავეჯის ყველაზე დიდი მწარმოებელი მსოფლიოში,Ashley Homestore ქმნის ავეჯს განსხვავებული გემოვნების მომხმარებლებისა და განსხვავებული ინტერიერებისთვის. შეგიძლიათ შეარჩიოთ ასორტიმენტი ინდუსტრიული კოლექციებიდან კლასიკური კოლექციების ჩათვლით. ვინტაჟური კოლექციის ელემენტები შეგიძლიათ შეუხამოთ თანამედროვე კოლექციის დეტალებს.
- გარდა ინტერიერის კოლექციებისა, როგორც ცნობილია, კომპანიას სხვა ტიპის კოლექციებიც აქვს...
- დიახ,ცალკე აღსანიშნავია გარე ავეჯის, საბავშვო ავეჯისა და მატრასების კოლექციები. მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა ოთახში შეიტანოს განსხვავებული სტილის ავეჯი და იგრძნოს, რას ნიშნავს ამერიკული კომფორტი.
- რა შეგიძლიათ გვითხრათ ავეჯის ქსოვილზე, რამდენად ადვილია მისი მოვლა და რამდენად გამძლეა ეს ავეჯი?
- Ashley HomeStore-ის რბილი ავეჯის კოლექცია გამოირჩევა მოხერხებულობითა და მრავალფეროვნებით. ყველა ქსოვილი, რომელიც გამოიყენება წარმოებაში, ლაბორატორიულად შემოწმებულია, გათვლილია იმაზე, რომ ნაკლებად მიიზიდოს მტვერი და მარტივად იწმინდებოდეს. ავეჯის წარმოების ამერიკული სტანდარტი ასევე ითვალისწინებს დიზაინის, ეკოლოგიურად მეგობრული, მაღალი გამძლეობის, საუკეთესო კომფორტისა და პრაქტიკულობის ერთობლიობას.
- მიუხედავად ამ კრიტერიუმებისა და იმისა, რომ კომპანია პირველობას ინარჩუნებს წლებია, მას ასევე გამოარჩევს ხელმისაწვდომი ფასი. როგორ ახერხებთ ფასის შენარჩუნებას?
- Ashley HomeStore-ის ფასის საიდუმლო მის ტექნოლოგიებსა და წარმოების დიდ მოცულობაშია, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას, ქართველ მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი და ხარისხი მისაღებ ფასად შესთავაზოს. საქართველოში პირველად და ოფიციალურად Ashley HomeStore-ი წარმოდგენილია 2000 კვ.მ. სივრცეში და მომხმარებელს სთავაზობს ავეჯისა და სახლის დეკორაციების სრულ სპექტრს - საძინებლებითა და რბილი ავეჯით დაწყებული, სასადილო ოთახების, განათებისა და სახლის დეკორაციების ჩათვლით.
ასევე დავძენ, რომ Ashley HomeStore ქართველ მომხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად ამერიკულ ავეჯს, არამედ მომსახურების სრულ სპექტრს საცხოვრებელი სივრცის აზომვისა და დაგეგმარების ჩათვლით.
ამერიკული კომფორტის მისამართია თორნიკე ერისთავის #2.

კომენტარები