ამ პარიზულ ბინაში ყველაფერი გასაოცარია. თეთრი კედელი ირეკლავს შუქს და ამავდროულად თეთრი აგურის ეფექტი ძალან საინტერესოდ გამოიყურება. შესაძლოა ეს კლინკერის ფილები იყოს, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
საწოლთან ცისფერი კედელი კი ადამიანს საოცნებო განწყობას უქმნის.
სტუდიოს ტიპის ბინაში გამოყენებულია ჩვენთვის კარგად ნაცნობი ერთი შეხედვით მოძველებული მეთოდები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამო ინტერიერი ძველმოდური ან ნაკლებად საინტერესოა.
საწოლი მაღალ პოდიუმზეა მოთავსებული. ამ შემთხვევაში პოდიუმი გამოყენებულია როგორც საკმაოდ ტევადი შესანახი სისტემა.
მისაღებსა და საძინებელს შორის ზონირების სისტემად გამოყენებულია
სტელაჟი, რომელიც ვიზუალურად შირმას წააგავს.
სასადილო ზონა ძალიან მცირე ზომის არის, თუმცა ერთი ადამიანისთვის აბსოლუტურად საკმარისია.
დიზაინის ავტორებმა ძალიან კარგად იმუშავეს ფერებთან. დამატებითი ფერები ძალიან ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ისე, რომ არ არის თვალშისაცემი.
ყურადღებას იქცევს ასევე სამზარეულო. ის ძალიან ლამაზ და სადა ფერებშია შესრულებული.