დღესდღეობით, დიზაინერების წყალობით, ბევრი რჩევა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვათავსოთ ავეჯი მცირეგაბარიტიან სივრცეში ისე, რომ მაქსიმალურად მოგებულები დავრჩეთ, ფუნქციონალურად დავტვირთოთ თითოეული სანტიმეტრი.
სად მოვათავსოთ საწოლი
იმისათვის, რომ საკუთარი საცხოვრებელი უფრო მყუდრო და მოხერხებული გახადონ, სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ. ცოტა მეტი ძალისხმევის გაღება უხდებათ საამისოდ სტუდიოს ტიპის ბინის მეპატრონეებს. მსგავს სივრცეში კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს საწოლის განთავსების პრობლემა. რა იდეები არსებობს?
1. საწოლი ნიშაში
ასეთი დაგეგმარების დროს ნამდვილად მოახერხებთ საწოლის საიმედოდ მიმალვას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსგავსი სქემა რემონტის
დროს არ გქონიათ დაგეგმილი, ამის გაკეთება კარადის ან ფარდის მეშვეობით საკმაოდ მარტივად არის შესაძლებელი. ასე დილით აულაგებელი ლოგინი საერთოდ აღარ შეგიქმნით დისკომფორტს.
2. საწოლი პოდიუმზე
თუ გსურთ აქცენტი საწოლზე გააკეთოთ ან გინდათ ის ვიზუალურად გამოყოთ, მაშინ ეს ვარიანტი ზუსტად სათქვენო ყოფილა. შეზღუდულ სივრცეში პოდიუმის გაკეთება მომგებიანია იმ მხრივაც, რომ დამატებითი შესანახი სისტემა გექნებათ.
3. საწოლი პოდიუმში
პოდიუმი არა მარტო ლამაზი, არამედ ფუნქციურიც არის. მასში არა მარტო საწოლის ჩაშენება არის შესაძლებელი, არამედ თავად საწოლისაც. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ სახლს ჰქონდეს მაღალი ჭერი და ამ სქემის განხორციელება წარმატებით მოხერხდეს და ეს მექანიზმი ოჯახის ყველა წევრისთვის მოსახერხებელი იყოს.
4. საწოლი-სხვენი
საკმაოდ რადიკალური ხერხია ჭერქვეშა სივრცის დასაძინებლად მოსაწყობად. ამავდროულად მის ქვეშ არსებული სივრცე სხვადასხვა დანიშნულებისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ. აქ შეიძლება განათავსოთ კარადა, ტელევიზორი ან დივანი.
5. საწოლი ფარდის უკან
უბრალო, თუმცა საკმაოდ ეფექტური მეთოდი საწოლის ზონირებისთვის. თუ სქელ ფარდებს შეარჩევთ, ეს არა მარტო სინათლისგან, არამედ ხმაურისა და უსიამოვნო სუნებისგანაც დაგიცავთ. სურვილის შემთხვევაში ფარდები ყოველთვის შეგიძლიათ შეცვალოთ შუშის ტიხრით.
6. საწოლი ტიხრის უკან
ეს ტიხარი იმ დიასახლისებისთვის იქნება მისაღები, ვისაც კი უნდა საწოლი ზონის იზოლირება, თუმცა ამ სივრცეში სინათლე და სუფთა ჰაერიც უნდა.
7. ტიხარი + ვიზუალური ზონირება
იმისათვის, რომ შეიქმნას სრულფასოვანი საძინებლის ეფექტი, შესაძლოა ტიხარს თან დაურთოთ დანარჩენი ფართისთის ატიპიური ფერი. ასე საწოლისთვის გამოყოფილი ადგილი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება.