სახლის ინტერიერი პატრონის შინაგანი სამყაროს გამოხატულებაა. ევროპული სახლები რატომღაც უფრო მყუდრო და კომფორტულია. ჩვენთან კი ისე ხდება, რომ სახლებს მაინც ძველმოდურად ვაწყობთ, ძველი ტრადიციებით. ამ დროს კი თანამედროვე ინტერიერის სამყაროში სულ ახალ-ახალი იდეები შემოდის. აღსანიშნავია, რომ ეს ახალი იდეები არა მარტო ალამაზებს გარემოს, არამედ ადამიანებს ცხოვრებას უმარტივებს და კომფორტს მატებს.
შემოგთავაზებთ 2020-21 წლის უახლეს ტრენდებს ინტერიერში, რომლის გადმოღებასაც ბევრი ჩვენგანი ვერ ბედავს. აბა, კარგად გაეცანით და საბოლოო გადაწყვეტილება შემდეგ მიიღეთ, იქნებ ღირს სიახლეების მიღება?
ევროპული ინტერიერი
მონოქრომული ინტერიერი ღია ფერებში
ყველაზე ხშირად ევროპულ სახლებში ინტერიერში თეთრი ფერი გვხვდება, იქნება ეს თეთრად შეღებილი ქაღალდი თუ დეკორატიული ბათქაში. აქ არ აქვთ პრობლემა ყველა კედლის ერთ ფერად შეღებვასთან დაკავშირებით და სულაც არ მიიჩნევენ, რომ თეთრი კედლები საავადმყოფოს ჰგავს. ეს სტერეოტიპი ევროპაში არ არსებობს. თეთრ ფერს პატივს სცემს და ემეგობრება მცირეგაბარიტიანი სახლის ყველა მფლობელი, რადგან ამ ფერს გააჩნია არაჩვეულებრივი უნარი ვიზუალურად გაზარდოს სივრცე. ევროპაში არა მარტო თეთრ კედლებს, არამედ ავეჯსაც თეთრს ირჩევენ.
დეკორი
ფერის დამატება ყოველთვის შეიძლება, - გვამშვიდებენ დიზაინერები. ინტერიერი გახდება ფერადი კედელზე თუნდაც ერთი ფერადი სურათის დამატებით. თეთრ ინტერიერში საკმარისია ერთი ფერადი სავარძელიც კი, ან ფერადი ბალიშები და მყუდრო და თბილი გარემო გარანტრებული გექნებათ.
ფუნქციონალური ავეჯი
ფუნქციონალური ავეჯით მოახერხებთ ადგილის მნიშვნელოვან ეკონომიას. არ ღირს პატარა სივრცის მასიური ავეჯით გადატვირთვა. სანამ რემონტის დაწყებას გადაწყვეტთ გირჩევთ ჯერ უსარგებლო ნივთები და ავეჯი მოიშოროთ თავიდან.
ანტიკვარული ავეჯი
უნდა შეგეძლოთ ჯართისა და ანტიკვარის ერთმანეთისგან გარჩევა, ერთმა დახვეწილმა ძველებურმა ხის სკამმა შესაძლოა მთლიანად შეცვალოს ინტერიერი და მას განსკუთრებული ხიბლი შესძინოს. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, ბევრი ძველებური ნივთი ერთად უკვე მუზეუმია, საამისოდ საჭიროა დიდი სივრცე.
დაგეგმარება
ჭკვიანურად დაგეგმვა, აი, რა არის საჭირო სრული ბედნიერებისთვის. მნიშვნელოვანია არა ოთხი ოთახი, რომელიც მუდმივ დალაგებას საჭიროებს, არამედ ადგილი, სადაც მოამზადებთ სადილს, სადაც დაისვენებთ და სადაც დაიძინებთ. აი, რა არის მთავარი. ერთმანეთში გამავალი ოთახები ნამდვილად მოუხერხებელია. ეს კომუნალურ ხარჯებსაც ზრდის. კარგად დაიმახსოვრეთ, მნიშნელოვანია არა ზომა, არამედ ჭკვიანურად დაგეგმვა.
თანამედროვე სამყარო მიისწრაფის სიმარტივისკენ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ თავი იგრძნოთ მაქსიმალურად კომფორტულად. რატომაც არა, იქნებ გესინჯათ საკუთარი ინტერიერის შეცვლა?