თანამდეროვე ინტერიერი დღითიდღე გვაოცებს თავისი მრავალფეროვნებით. თუმცა ყველაფერი პრაქტიკული და კომფორტული როდია. მოდით, განვიხილოთ ვარიანტები, რომლებზეც ჯობია უარი ვთქვათ და რემონტის დროს არ დავუშვათ სერიოზული შეცდომა.
1. კედელზე მიბჯენილი კარადა
სამზარეულოს ავეჯის ყიდვის ან შეკვეთის დროს აუცილებლად გაითვალისწინეთ, კარადა რამდენად ახლოს იქნება კედელთან. თუ ის მიბჯენილი იქნება კედელზე, მაშინ კარის გაღება პრობლემასთან იქნება დაკავშირებული, ამ შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ სპეციალური მექანიზმი, რომელიც აღნიშნულ პრობლემას მოგიგვარებთ.
2. სწორად შერჩეული სკამის სიმაღლე
არსებობს სკამის სამი სახეობა: სტანდარტული, ნახევრად ბარის და ბარის. ისინი ერთმანეთისგან
პირველ რიგში სიმაღლით განსხვავდებიან, შემდეგ კი ვიზუალით. ძალიან მნიშნელოვანია, რომ სამზარეულოს სკამი, რომელსაც შეარჩევთ, იყოს სათანადო სიმაღლის და მაქსიმალურად კომფორტული.
3. გაღების მექანიზმი
აღნიშნული მექანიზმი ძალიან ტრენდულია თანამედროვე ინტერიერში, ძალიან მოთხოვნადია. თუმცა დიზაინერები გვირჩევენ, რომ ამ მექანიზმის არჩევამდე კარგად დაფიქრდნენ. სპეციალისტების აზრით, უმჯობესია სამზარეულოს ქვედა ფასადისთვის სხვა ტიპის მექანიზმი შეირჩეს, რათა შემთხვევითმა შეხებამ კარადის გაღება არ გამოიწვიოს.
4. სათანადო მასალა სამუშაო ზედაპირისთვის
დიზაინის თანამედროვე ტრენდები სამზარეულოს სამუშაო ზედაპირისთვის ბევრ სხვადასხვა მასალას გვთავაზობს. თუმცა ყველა პრაქტიკული და გამძლე როდი არის. მაგალითად, ხის და მეტალის ზედაპირი ძალიან ეფექტურად გამოიყურება, თუცა მალე იკაწრება და არც ისე პრაქტიკულია. ძალიან გავრცელებულია აკრილის და ხელოვნური ქვის ზედაპირებიც, თუმცა ვისაც ამის გამოცდილება აქვს დაგვეთანხმება, რომ ამის გაკეთება არ ღირს, რადგან მასში გადახდილი თანხა არ მოდის შესაბამისობაში მის ხარისხთან.
გამოცდილი დიზაინერები ზედაპირისთვის კვარცს გვირჩევენ, ეს მყარი, სანდო და გამძლე მასალაა, რომელიც დიდხანს და ერთგულად მოგემსახურებათ, თან ვიზუალურადაც საკმაოდ კარგად გამოიყურება.
5. პლინტუსი სამზარეულოში
სამზარეულოს ზედაპირსა და კედელს შორის, როგორც წესი, არსებობს ხოლმე გარკვეული სივრცე, რომელიც,რა თქმა უნდა, რამენაირად უნდა დაიფაროს, რათა მივიღოთ დასრულებული, სრულყოფილი დიზაინი და თან მოვსპოთ ჭუჭყის დაგროვების ადგილი. საამისოდ ყველაზე გავრცელებული ვარიანტი პლინტუსია. ის შეიძლება იყოს პლასტმასის ან ხელოვნური ქვის. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რისგან არის დამზადებული თავად სამუშაო ზედაპირი, თუმცა დიზაინერები გვირჩევენ არ მივმართოთ ამ ხერხს, ყველაზე გამართლებულია სამუშაო ზედაპირს გაუკეთოთ ე.წ. წინსაფარი და არ მივაბათ ზედაპირი ე.წ. წინსაფარს. ასე სივრცე აღარ დარჩება და პლინტუსის გაკეთების აუცილებლობა აღარ იარსებებს.
6. შესაბამისი ნიჟარა
თანამედროვე ტრენდები გვთავაზობენ სხვადასხვა ტიპის ნიჟარას ხელოვნური ქვისგან, თუმცა ეს არც ისე პრაქტიკულია. იმისათვის, რომ არ იყიდოთ ძალიან ძვირიანი ნიჟარა, გირჩევთ უპირატესობა მიანიჭოთ უჟანგავ მასალას.
7. განათება სამუშაო ზედაპირისთვის
დიოდურ განათებას, როგორც წესი, ზედა კარადების ქვედა ნაწილზე ამაგრებენ ხოლმე. თუმცა ეს გამართლებული არ არის. იმისათვის, რომ შეიქმნათ ოპტიმალური განათება საკვების მომზადების დროს, ჯობია ნათურები ქვედა კარადების თავზე, ცენტრში განათავსოთ, კედლისგან მოშორებით.