რითი ჩავანაცვლოთ ჩვეულებრივი კარი - საინტერესო იდეები

მოდით მოვიხმოთ ფანტაზია, შთაგონება და წარმოვიდგინოთ, რითი შეიძლება ჩავანცვლოთ ოთახშორისი კარები, რომ შევქმნათ განსხვავებული, ორიგინალური დიზაინის ინტერიერი.
შევთანხმდეთ იმაზეც, რომ კარები სახლის ის ელემენტია, რომელიც უნდა იყოს არა მარტო ვიზუალურად ლამაზი, არამედ პრაქტიკულიც. ჩვენ, რა თქმა უნდა, პროფესიონალთა რჩევების გათვალისწინებით, შემოგთავაზებთ იმ ვარიანტებს, რომელთა თავისუფლად გამოყენებაც შეიძლება ინტერიერში, იქნება დახვეწილი და ამავე დროს მაქსიმალურად კომფორტული.

გასაწევი კარი

ნუ შეგეშინდებათ იმის, რომ კარი შედის კედელში, ის იქ არ გაიჭედება. ნურც ის შეგაშინებთ, რომ მსგავსი კარის დასამონტაჟებლად კედელს სერიოზული ტრანსფორმაცია დასჭირდება. ასეთი
კარი მონტაჟდება სპეციალური პანელის მეშვეობით, რომელიც კედელთან მაგრდება. ასეთი კარი ზალიან კომფორტულია, რადგან ამ შემთხვევაში არ მოგიწევთ იმ 70-80 სმ თავისუფალი სივრცის განსაზღვრა, რომელიც სტანდარტული კარის გაღებისთვისაა საჭირო. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ გასაწევი კარის კონსტრუქცია, მიუხედავად იმისა, რომ არ ჩანს, საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს.


დასაკეცი კარი

ოთახშორისი კარის კიდევ ერთი სახეობა. სად უფრო ღირს მსგავსი კონსტრუქციის გამოყენება? ვიწრო ადგილებში, სადაც თითო კვადრატულ მეტრს მართლაც ოქროს ფასი აქვს, მაგალითად აბაზანაში, საკუჭნაოში და ა.შ.

არ გეგონოთ, რომ ასეთი დასაკეცი კარი მხოლოდ ვოწრო სივრცეს ერგება კარგად, მსგავსი კონსტრუქციით ზონებს აწყობენ, მით უმეტეს, რომ სესაძლოა კონსტრუქცია მრგვალიც იყოს.


კარი გორგოლაჭებზე
ეს კი კარია რელსებზე. სად მიგორავს კარი და როგორ? მთავარი ამ დროს არის ის, რომ მექანიზმი, ე.წ. რელსი, დამონტაჟებულია ზევით, ასე რომ იატაკის საფარს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

კარის ამ ტიპის მთავარი ხიბლი მისი მონტაჟის უბრალოებასა და სიმარტივეშია.




თაღი

იქნებ დაფიქრდეთ და გადაწყვიტოთ, რომ საკითხის მოგვარება კარდინალურადაც არის შესაძლებელი, ანუ აბსოლუტურად კარის გარეშე. რა თქმა უნა, მსგავსი გადაწყვეტილება ყოველთვის გამართლებული არ არის, თუმცა არსებობს ისეთი ინტერიერი, რომელიც თაღით ბევრად ეფექტური და ლამაზი იქნება.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები