ზონა სტუმრებისთვის და საწოლი ფარდის მიღმა - პატარა სახლების მოწყობის ყველაზე პრაქტიკული ხერხები

პატარა სახლი სასჯელი როდია, ეს უფრო გასაქანია შემოქმედებითი ნიჭისთვის. დიახ, პატარა სახლი შეიძლება იყოს ნათელი და დახვეწილი. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მსგავსი შედეგი მივიღოთ?

1. შეუმჩნეველი შესანახი სისტემა


როდესაც სივრცე შეზღუდულია, თითოეულ კვადრატულ მეტრს ოქროს ფასი აქვს. არადა, შესანახი სისტემა ზედმეტი არასდროს არის. ჰოდა, ამ დროს უნდა გამოვიყენოთ შეფარული შესანახი სისტემა, დახვეწილი და თანამედროვე გადაწყვეტილება.

2.ზონა სტუმრებისთვის



თუ თქვენ ხშირად გიწევთ სტუმრების მასპინძლობა, სტუმრის მისაღები ზონაც უნდა მოაწყოთ.

3. საძინებელი ფარდის მიღმა


ზონირების დროს ხანდახან ტექსტილი ძალიან პრაქტიკული და მარტივი
გადაწყვეტილებაა, თუნდაც ასეთი, ფარდით გამოყოფილი საძინებელი ნამდვილად ლამაზად გამოიყურება.

4. დამატებითი განათება


პატარა ბინის მოწყობის დროს ყურადღებას ვუთმობთ ავეჯს, ტექსტილს, კედლების ფერს, თუმცა განათება ხშირად გვავიწყდება ხოლმე, არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ძირითად განათებასთან ერთად დამატებითი განათება სახლს სიმყუდროვეს და სითბოს ანიჭებს.

5. ფანჯრის რაფა


როდესაც სახლში ადგილები შეზღუდულია, ფანტაზიის გააქტიურებაა საჭირო. სწორედ ამ შემთხვევაშია მართებულ ფანჯრის რაფების ათვისებაც კი.

6. კუთხე სამზარეულოში


ასეთი სტილიც ძალიან ხელსაყრელია პატარა ზომის სამზარეულოში, ლამაზიც არის, პრაქტიკულიც და დახვეწილიც.

7. მინის ტიხარი


ბოლო დროის ტრენდი, რომელიც სივრცეს ადიდებს და ძალიან ტრენდულად გამოიყურება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები