ყველა ადამიანს თავისი საოცნებო სახლი აქვს, თუმცა მის ასაშენებლად, თუ შესაძენად შესაბამისი ფინანსები სჭირდება. AMBEBI.GE დაინტერესდა, რა უფრო იაფი დაგიჯდებათ თბილისში - სახლის აშენება თუ ბინის ყიდვა.
განცხადებების საიტის Saqme.ge-ს დახმარებით, მცირე ექსპერიმენტი ჩავატარეთ. მოცემულობად ავიღეთ: 80 კვ.მეტრის თეთრი კარკასის ბინა და ამავე ფართის სახლი, რომელიც დაახლოებით 200 კვ. მეტრი მიწის ფართობზე უნდა აშენდეს (ამ შემთხვევაში დავითვალეთ მიწის ნაკვეთის ფასიც).
"Saqme.ge-ს მონაცემებს თუ დავეყრდნობით, საბურთალოზე, მაგალითად ვაჟა-ფშაველას გამზირზე ახალაშენებულ ბინაში, თეთრი კარკასის ფასი 750-800 დოლარამდე მერყეობს, რაც 80 კვ.მეტრის შემთხვევაში,
რაც შეეხება ქავთარაძეს, აქ ფასები ოდნავ განსხვავებულია. კვ.მ. მაქსიმუმ 700 დოლარამდე ღირს, ამ შემთხვევაში, ზემოთ მოცემული კვადრატულობის ბინის ფასი 55 ათას დოლარზე მეტი გამოდის. ქავთარაძესთან შედარებით ვაჟა-ფშაველაზე ბინები უფრო ძვირია.
ისანში და სანზონაში ბინების ფასი, რა თქმა უნდა, უფრო იაფია. მაგალითად, ისანში თეთრი კარკასის კვ.მ დაახლობით 600 დოლარამდე ღირს, ასეთ შემთხვევაში 80 კვ.მეტრის ფართის ღირებულება 50 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება სანზონას, კვ.მ-ის ფასი 400-450 დოლარია, ბინის ფასი კი საშუალოდ 35 ათასის ფარგლებში გამოდის", - ამბობს Saqme.ge-ს რედაქტორი ლელა არაბული.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, სხვადასხვა უბანში 80 კვ.მ თეთრი კარკასის ფასი გამოდის:
ვაჟა-ფშაველა - 64 ათასი დოლარი
ქავთარაძე - 56 ათასი დოლარი
ისანი - 48 ათასი დოლარი
სანზონა - 36 ათასი დოლარის ფარგლებში
რაც შეეხება მიწის ნაკვეთებს, როგორც Saqme.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით ვარკვევთ, დიდ დიღომში მიწის ფართი 12 დოლარიდან 100 დოლარამდე მერყეობს. ივერთუბანი, რომელიც ლოტკინთან ახლოს მდებარეობს, ერთ-ერთი ახალი უბანია და ბოლო პერიოდში აქ მასობრივად შენდება საცხოვრებელი სახლები. აქ მიწის ფასი 60 დოლარიდან იწყება და 100 დოლარამდე მერყეობს. რაც შეეხება სანზონას, იქ საშუალოდ 80 დოლარი ღირს. განაგრძეთ კითხვა
კომენტარები