ბოლოს ეს სახლი 30 წლის წინ გაარემონტეს – სხვაობა თავად შეაფასეთ

ამ სახლში რემონტი 30 წლის წინ გაკეთდა და იმ დროისთვის საკმაოდ კარგ რემონტად ითვლებოდა - ხის პარკეტი, კარ-ფანჯარა და ა.შ. თუმცა, დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა და სახლმაც დაკარგა პირვანდელი ხიბლი. ახალმა დიაახლისმა გადაწყვიტა, არ გაერისკა და დასახმარებლად პროფესიონალ დიზაინერს მიმართა. სწორადაც მოიქცა, შედეგით ნამდვილად გაოცებული დარჩებით.



სახლის რემონტის დროს ყველაზე რთული სამუშაოები კომუნიკაციებთან იყო დაკავშირებული, ის აბსოლუტურად შესაცვლელი გახდა.
დიზაინერის რჩევით, მოხდა შიდა კედლების სრული დემონტაჟი, მის ნაცვლად ააშენეს ახალი. დაამონტაჟეს შეკიდული ჭერი.
ასე გამოიყურეოდა კორიდორი რემონტამდე, სადაც საბოლოოდ დიდი
ჰოლი გაკეთდა.


თეთრი-რძისფერი ფასადი შესასვლელში ძალიან ეფექტურად გამოიყურება.

შერჩეული ავეჯი და სამშენებლო თუ მოსაპირკეთებელი მასალა ეკოლოგიურად სუფთაა.
ეს კი მისაღებია რემონტამდე.


ავეჯი სახლში თეთრი ფერის არის რაც ინტერიერს სიმსუბუქის და სუსუფთავის ელფერს სძენს.

რემონტამდე სამზარეულო პატარა და მუქი ჩანდა, თუმცა რემონტის შემდეგ ის საფუძვლიანად შეიცვალა. ის სასადილო ზონას შეუერთეს და ეს ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო.
სამზარეულო რემონტამდე.

სასადილო ზონაში მოათავსეს მრგვალი მაგიდა კლასიკური სტილის სკამებით.

ნიჟარა ფანჯარასთან არის გადატანილი.

მისაღებთან მდებარეობს საკმაოდ დიდი ზომის ლოჯია. იმისათვის, რომ ზამთარშიც შეძლებოდათ მისი გამოყენება დიზაინერის რჩევით ის დაათბეს.

კლასიკურ სტილში გააფორმეს საძინებელიც.


კაბინეტი ხშირად ასრულებს სტუმრის მისაღები ოთახის ფუნქციას და ეს ფაქტორიც გათვალისწინებულია.

ეს კი აბაზანაა რემონტის მიმდინარეობის დროს. ძნელი წარმოსადგენია, რომ საბოლოოდ ასეთი შედეგი მიიღეს.




კომენტარები

teo 2020-02-04 13:09
ძალიან კარგია, ალბათ საკმაოდ ძვირი დაჯდა!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები