როგორი ფარდები იქნება მოდური 2021 წელს - ყველაზე აქტუალური ტენდენციები

ზოგჯერ სახლის ინტერიერის სრულიად შესაცვლელად სულაც არ არის საჭირო კაპიტალური რემონტის გაკეთება. საკმარისია რამდენიმე ახალი დეტალის დამატება და ინტერიერის მთელი დიზაინი იცვლება. ფარდები ოთახის მხოლოდ მზისგან დამცავი საშუალება არ გახლავთ. ფარდის ფერის, სტილის და სტრუქტურის სწორად შერჩევის შემთხვევაში ოთახის მთელი დიზაინი იცვლება. ხშირ შემთხვევაში ის დეკორის დახვეწილ ელემენტად იქცევა ხოლმე.

მაინც, როგორი ფარდებია აქტუალური 2021 წლისთვის?

დიზაინერები ირწმუნებიან, რომ დღესდღეობით აქტუალურია და მოდურია დეკორის ისეთი ელემენტები, რომელიც პირველ რიგში გამოირჩევა პრაქტიკულობით და მეორე რიგში ესთეტიურად ეხამება ინტერიერის სხვა ელემენტებს. გამოაკლისი
არც ფარდებია, ამიტომ ოთახში უნდა გქონდეთ ისეთ ფარდები, რომელიც მოგანიჭებთ სიამოვნებას, იქნება ეს ესთეტიკური თუ კომფორტის თვალსაზრისით. თანამედროვე მოდის დიზაინერები გვთავაზობენ ძალიან ბევრ ვარიანტს, რომელიც ამ ორივე ფუნქციას წარმატებით შეითავსებს.
გასულ წლებში ფარდები სულ რამდენიმე ვარიანტს გვთავაზობდნენ ხოლმე, რადგან არჩევანი არც ისე დიდი იყო, თუმცა დღესდღეობით ამის პრობლემა ნამდვილად არ არსებობს.

არსებობს რომაული, იაპონური, ავსტრიული სტილის ფარდები. ამ სტილის ფარდები გამოირჩევა თავისი უბრალოებითა და ორიგინალურობით.
რთული კონსტრუქციის ფარდები, მაგალითად მრავალფენიანი, ნაკეცებიანი და ა.შ დიდი ხანი გადავიდა მოდიდან. რა თქმა უნდა, თუ დიზაინი ითხოვს ასეთ სტილს, უარს ვერავინ გეტყვით, თუმცა თანამედროვე ტენდენციები მაინც სისადავეს გულისხმობს.

სტილი კაფე

ბოლო დროს ძალიან აქტუალურია ფარდების სტილი, რომელსაც "კაფე"-ს უწოდებენ. რთული მისახვედრი არ არის, რომ ამ სტილის ინსპირაცია კვების ობიექტი გახლდათ, ისეთი, როგორიც არის კაფე ან ბისტრო. ასეთ ფარდებს მსგავს დაწესებულებებში მეტი სიმყუდროვისთვის კიდებდნენ.

როგორც წესი, ასეთი ფარდები ფანჯრის შუაში იკიდება. ზედა ნაწილი ღიაა, ხოლო ქვედა ნაწილი დაფარული.

მსგავსი ტიპის ფარდას არცთუ ბევრი მოთხოვნა აქვს, ნაჭერი უნდა იყოს მსუბუქი და ნახევრად გამჭვირვალე. ფერია ღია, პასტელის და დასაშვებია სადა პრინტი, ასევე გეომეტრიული ფიგურები.

ფრანგული სტილი

ეს ცოტა უფრო გადატვირთული და სერიოზული სტილი გახლავთ. ძალიან კარგი შემცვლელია მრავალიარუსიანი ფარდებისა, რომელიც ცოტა ხნის წინ დიდი აქტუალობით სარგებლობდა. ასეთი ფარდები მდიდრულად და ლაკონურად გამოიყურება.
მსგავსი სტილისთვის ყველაზე ხშირად გამოიყენება აბრეშუმი, ატლასი, წული და ა.შ. უხდება ღია ფერი და დიდი ოთახი.

რომაული ფარდები

2020-21 წლის ყველაზე მოდური ფარდების ჩამონათვალში საპატიო ადგილი უკავია რომაულ ფარდებს. სახელწოდებიდანაც ნათლად ჩანს, რომ ამ ტიპის ფარდები პირველად ძველ რომში გამოჩნდა. როგორც წესი, ის უფრო სქელი და მყარი ნაჭრისგან მზადდება, რომელიც საიმედოდ დაგიცავთ შემომავალი მზის სხივებისგან.

ავსტრიული ფარდები

ეს გახლავთ ფრანგულსა და რომაულს შორის გარდამავალი კონსტრუქცია. ფრანგული ანალოგისგან განსხვავებით ამ სტილის ფარდებს ნაკეცები მხოლოდ ფარდის აწევის დროს უჩნდება.


პორტიერი

ფრანგულად ეს სიტყვა კარს ნიშნავს. ცნობილია, რომ კარი არსებობს ერთფრთიანი და ორფრთიანი. ფარდის შემთხვევაშიც იგივე მეორდება, თქვენ შეგიძლიათ დაკიდოთ ორი პატარა ან ერთი დიდი ზომის ფარდა.

მასალა შეიძლება იყოს ხავერდი, ტილო, აბრეშუმი და ა.შ.


იაპონური ფარდები

ინტერიერის გაფორმების აღმოსავლური მოტივები დიდი ხანია დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამიტომ მოდური ტენდენციები იაპონური ფარდების გარეშე წარმოუდგენელია. მსგავსი სტილი ერთი შეხედვით შირმას წააგავს. ის გამოირჩევა მინიმალიზმითა და ლაკონურობით.


ახლა კი გთავაზობთ 2021 წლის ფარდების ყველაზე აქტუალურ ფერებსა და მოდელებს.
















კომენტარები

... 2020-12-20 15:04
ქართული ფარდები როგორია ?დაწერეთ სიმართლე ! მინდა შემზღუდველი იყოს ყოველთვის ჩამონათვალში ნახსენები. თუ ძლიერი სახელმწიფო არ არის, ერი ხომ ვართ ყველაზე მაგრები!

კომენტარის დამატება