ირაკლი გვარამაძე სხვდადასხვა სფეროში და სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ერთ-ერთ ქართულ კომპანიაში საკმაოდ საპასუხისმგებლო განყოფილებას ხელმძღვანელობს. პარალელურად ინტერიერის დიზაინით არის დაინტერესებული. საკუთარი სახლის ინტერიერი იმდენად საინტერესო და დახვეწილი გამოუვიდა, გადაწყვიტა, სხვა პროექტებიც განეხორციელებინა. მისმა ბინამ სოციალურ ქსელში, "რემონტის" ჯგუფში დიდი მოწონება დაიმსახურა და ჩვენი ინტერესიც გამოიწვია.
- იმის მიუხედავად, რომ ჩემი სფერო - ფინანსები საკმაოდ საინტერესო სფეროა, მაინც სულ მქონდა ნაკლებობა, რაიმე ისეთის გაკეთება მსურდა, რაც ხელშესახები იქნებოდა, სადაც შედეგს ფიზიკური ფორმა ექნებოდა, ვინაიდან ფინანსები მაინც ვირტუალური
სფეროა. ალბათ ამიტომ აღმოვაჩინე ეს ჰობი, ინტერიერის დიზაინი, რომელიც საკმაოდ მაბედნიერებს.
- პირველად როდის გქონდათ ინტერიერის დიზაინთან შეხება და რამდენად საინტერესო იყო ეს პროცესი თქვენთვის?
- პირველად სამი წლის წინ გადავწყვიტე, რომ მინდოდა კერძო სახლში ცხოვრება და სახლის საკუთარი გემოვნებით გაკეთება. ამიტომ გავყიდე ბინა, რომელშიც ვცხოვრობდი და დავიწყე კერძო სახლზე ფიქრი, თუმცა სამწუხაროდ, იდეის რეალიზება ვერ შევძელი. ამ პერიოდში იმდენს ვფიქრობდი დიზაინზე და არქიტექტურაზე, რომ ვირტუალურად იმხელა გამოცდილება შევიძინე, მივხვდი, რაღაცაში უნდა დამეხარჯა და რეალიზება მომეხდინა. იმდენად მინდოდა რამე პროექტის გაკეთება, რომ კერძო სახლის იდეა დროებით გადავდე და ისევ კორპუსის ბინის გაკეთება გადავწყვიტე. სწორედ ასე გაჩნდა ჩემი პირველი პროექტი, რომელშიც მთელი ჩემი ვირტუალური გამოცდილება და ფიქრები ჩავდე. პროცესი კი იმდენად საინტერესო იყო, რომ რეალურად მართლა დავფიქრდი, ხომ არ მეცადა ბედი ამ სფეროში, თუმცა რატომღაც აღარ გავყევი, დროის სიმცირის გამო.
არანაირი განათლება არ მაქვს არც დიზაინში და არც მსგავს სფეროში, პატარა ონლაინ კურსიც კი არ მაქვს გავლილი. პლიუს ამას არც ხატვა მეხერხება და არც ხაზვა, თუმცა აღმოვაჩინე, რომ საოცარი წარმოსახვის უნარი მაქვს. ასე რომ, შემიძლია ფიქრის საშუალებით შევიმუშავო კონკრეტული სივრცის დიზაინი. ჩემთვის გამოცდილება ინტერნეტში დათვალიერებული ფოტოებიდან მოდის, პლუს ბევრსაც ვმოგზაურობ და მუდმივად ვცდილობ დეტალებს დავაკვირდე ბევრ ლოკაციაზე, ფილმებსაც რომ ვუყურებ, საკმაოდ ხშირად შინაარსზე მეტად ვიზუალურ გარემოს ვაკვირდები. ბოლოს ამ ყველაფერს ემატება ჩემი წარმოსახვის უნარი და ასე იქმნება პროექტი.
- ახლახან დაასრულეთ სახლის რემონტი. რამდენ ხანს გაგრძელდა პროცესი და შედეგით რამდენად კმაყოფილი ხართ?
- ახლახან რომელი ბინაც დავასრულე, ის ჩემი მეგობრებისაა. ისინი საზღვარგარეთ ცხოვრობენ და თბილისში ბინა ჰქონდათ გასარემონტებელი. ეძებდნენ დიზაინერს, სარემონტო კომპანიას და ჩემთან სახლში სტუმრობის მერე, იმდენად მოეწონათ ჩემი ბინა, რომ შემომთავაზეს, მე გამეკეთებინა. სრულად მენდნენ, როგორც დიზაინში, ასევე რემონტის პროცესში. პროცესი საკმაოდ მარტივად წარიმართა, ვინაიდან მენდობოდნენ და მეც ისე ვაკეთებდი, როგორც ჩემსას გავაკეთებდი. ძირითად დეტალებს მესენჯერით ვათანხმებდით. ზოგადად ვთვლი, რომ ყველა ბინა ისეთი სიყვარულით და მონდომებით უნდა გააკეთო, თითქოს შენია, სწორედ ამ შემთხვევაში გამოვა ბინა კარგი.
ჩემი წინა პროექტი კი ჩემი ბინაა, რომელიც ორთაჭალაში მდებარეობს. ფართი 95 კვადრატული მეტრია. ორი წლის წინ ვიყიდე და ეს ის ბინაა, სადაც პირველად განვახორციელე ჩემი გეგმები. თუმცა ორწლიანი ცხოვრების მერე, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ქალაქში ცხოვრება არ არის ჩემი სტილი და იმის მიუხედავად, რომ ძალიან მიყვარს ეს ბინა, ახლახან გავყიდე. ახლა ქალაქგარეთ ვაშენებ სახლს, თბილისთან ახლოს, ტყეში. შეიძლება ითქვას ჩემი ოცნების სახლს, სადაც მსურს, რომ მუდმივად ვიცხოვრო, სუფთა ჰაერზე და მშვიდ გარემოში. პროექტს რამდენიმე თვეში დავასრულებ და აუცილებლად გაგიზიარებთ.
- როგორი დიზაინი მოგწონთ?
- არ მაქვს გამოკვეთილი კონკრეტული მიმდინარეობა, რომელიც მომწონს. მთავარია, ინტერიერი იყოს გემოვნებიანი. კლასიკური ინტერიერიც კი შეიძლება მომეწონოს. თუმცა დიზაინში უფრო რეტრო სტილი მიზიდავს, ასევე მომწონს არტ-დეკოს ელემენტები, ლოფტი. თუმცა როგორც კოქტეილს არ აქვს 100%-ით მკაცრად გაწერილი რეცეპტი, არც ინტერიერს არ აქვს ჩემთვის გაწერილი რეცეპტი, რომ კონკტრეულად ასე უნდა იყოს მოწყობილი. რაც მეტი თავისუფლებაა დიზაინში და ნაკლები შეზღუდვებია, ის უფრო მგონია კარგი დიზაინი.
- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირად რა პრობლემებია ამ სფეროში? თქვენ რა გიქმნიდათ დისკომფორტს და როგორ აგვარებდით ამ პრობლემებს?
- დისკომფორტს დიდად არაფერი მიქმნიდა. მნიშვნელოვანი დისკომფორტი რომ შეექმნა რამეს, ალბათ ამ პროცესში არც ჩავებმებოდი. ჩემთვის ინტერიერის შექმნა და რემონტი სიამოვნებაა, ასე რომ, დისკომფორტებს ვერ შევეგუები. ხელოსნებსაც ყოველთვის დაკვირვებით ვარჩევ და შესაბამისად ყოველთვის მიმართლებს. თუმცა რაც მიმარტივებს რეალურად რემონტის პროცესს, არის ის, რომ ტექნიკურად საკმაოდ კარგად ვერკვევი რემონტის ყველა დეტალში. დიზაინზე მუშაობის დროს, მის ტექნიკურ მხარესაც ვაანალიზებ. ეს მეხმარება ყველაფერი სასიამოვნოდ და უპრობლემოდ გაკეთდეს რემონტის დროს.
- ბოლო პერიოდში ბინებში იმატა ფერადმა ტონებმა. რამდენად მნიშვნელოვანია ფერების სწორად შერევა და ყველა ფერი უხდება თუ არა ერთმანეთს?
- არა, ყველა ფერი არ უხდება ნამდვილად ერთმანეთს. საშინლად ვერ ვიტან წითელ ფერს ინტერიერში. ჩემი აზრით, ინტერიერში ამაზე საშინელება არაფერია. დიდად არც ყვითელი მომწონს. უპირატესობას ვანიჭებ მოცისფრო-მოლურჯო ფერებს, ასევე მწვანე ტონალობებს. საინტერესოა ვარდისფერი და კრემისფერი ფერების ტანდემი.
ფერების გარდა ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ გამოყენებული მასალების ხარისხს. ყოველთვის ვცდილობ ნებისმიერი მასალა იყოს ნამდვილი. მაგალითად ნამდვილი აგური და არა აგურის იმიტაცია, ნამდვილი ხე, და არა ლამინატი. ხელოვნური მასალები ძალიან აკნინებს ინტერიერის სილამაზეს.
- სამომავლოდ აპირებთ ამ სფეროში საქმიანობის გაგრძელებას?
- ჯერჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი, რამდენად გავყვები ამ საქმიანობას, ვინაიდან სამსახურის პარალელურად ჩემი სახლის, ჩემი ძმის სახლის და ჩემი მეგობრის სახლის დიზაინზე ვმუშაობ. ასე რომ,ჯერჯერობით დაკავებული ვარ და როცა დავასრულებ ალბათ მერე დავფიქრდები ამ საკითხზე.
მერი ბლიაძე

კომენტარები