როგორ დავკიდოთ ფარდები - 5 ყველაზე გავრცელებული ვარიანტი

ფარდის დაკიდება ძნელი არ არის, მთავარი კითხვა არის - როგორ?

როდესაც საუბარია ფარდაზე, ძირითადად მის დიზაინსა და ქსოვილზე ვფიქრობთ ხოლმე, ტექნიკური დეტალები კი ან საერთოდ არ გვახსენდება, ან ძალიან გვიან გვახსენდება ხოლმე. თუმცა ის, თუ როგორ არის დამაგრებული ფარდა კარნიზზე, საკმაოდ მნიშვნელოვანი დიზაინერული საკითხია.
ყველაზე ხშირად გამოიყენება ხოლმე პროფილური და მრგვალი, ე.წ. შტანგა კარნიზები.
პროფილურ კარნიზზე ფარდა პატარა სამაგრებით მაგრდება, რომელიც ფარდის უკანდ საერთოდ არ ჩანს. რაც შეეხება მრგვალ ტიპს, აქ შედარებით ბევრი ვარიანტია.

რგოლები


ეს ფარდების დამაგრების ყველაზე ადვილი
ვარიანტია. სამაგრი რგოლები ადვილად მაგრდება ფარდის ლენტაზე და ადვილად მოძრაობს კარნიზზე.

პეტლი



ამ დროს ფარდას აქვს დეკორატიული პეტლი, რომელიც შეიძლება იხსნებოდეს და არც იხსნებოდეს. ასევე შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომისა და ფორმის, ყველაფერი ინტერიერის დიზაინზეა დამოკიდებული.

კულისი



ფარდის ზედა ნაწილზე არსებობს პატარა დაფარული ჯიბე, რომელიც წამოეცმევა კარნიზს და უხმაუროდ და ძალიან მარტივად გადაადგილდება. არის ძალიან ლამაზი და ასევე კომფორტული და სადა ვარიანტი.

ლუვერსი



ფარდის ზედა ნაწილში ჩაკერებული სპეციალური ლითონის ან პლასტმასის რგოლები, სწორედ ეს გახლავთ ლუვერსი. მსგავსი სამაგრი ძალიან უხდება მინიმალისტურ სტილს. ასე დაკიდებული ფარდა გამოიყურება მკაცრად და მოკრძალებულად. ამ შემთხვევაში უმჯობესია გამოიყენოთ შედარებით სქელი და მდგრადი ქსოვილი.

თასმა



ამ ტიპის ფარდის დამზადება ნებისმიერი ქსოვილისგან არის შესაძლებელი, რომელიც კარნიზზე სპეციალური თასმით დამაგრდება. ფარდის დამაგრების ეს სტილი იდეალურია თხელი, ჰაეროვანი, ღია ფერის ქსოვილისთვის, ინტერიერს სიმსუბუქეს სძენს და ძალიან უხდება სამზარეულოსა და ბავშვის ოთახს.

კომენტარები

2023-05-02 09:40
არ ადრაკებდეთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები