დღესდღეობით ინტერიერის მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ცხელ ტრენდად თამამად შეგვიძლია დავასახელოთ გლობალ-შიკი. ეს ეგზოტიკური სტილი სხვადსხვა ქვეყნის კულტურების ერთგვარი ნაერთია, რაც ავეჯის, ტექსტილისა და დეკორის ელემენტებით არის გამოხატული. ერთგვარი ეკლექტიკაა, რომელზეც სხვადსხვა ხალხების კულტურა ახდენს გავლენას. თუმცა არ იფიქროთ, რომ სახლის ამ სტილში მოსაწყობად საკმარისია სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი სუვენირების გამოფენა. მოდით, გავეცნოთ ამ სტილის ძირითად მახასიათებლებს.
1.გამომწვევი ფერთა გამა
გლობალ-შიკი ყურადღებას იქცევს გამომწვევი, უჩვეულო ფერთა გამით. ნუ შეუშინდებით ფერებს, იყავით თამამები. ბროწეულისფერი, ლიმონისფერი, ჟოლოსფერი, შაბიამნისფერი - აი, ფერები, რომელიც ახასიათებს ამ
თუ არ ხართ მზად მსგავსი თამამი ექსპერიმენტებისთვის გამოიყენეთ ნეიტრალური ფერები, მაგრამ აქცენტებად დაამატეთ სუნელების ფერი. ეს შედარებით თავდაჭერილი ვარიანტი იქნება იმ საოცარი ეკზოტიკისა.
2. ეთნიკური შტრიხების მიქსი
თუ გლობალ-შიკთან მიახლოება გადაწყვიტეთ სხვადასხვა ეთნიკურ სტილს თავს ვერ აარიდებთ. ყველაზე ხშირად შუა აზიის ელემენტები გამოიყენება ხოლმე.
3. ცხოველური თემატიკა
ასევე ძალიან აქტუალურია ცხოველური პრინტების თემატიკა, ინდური და აზიური სიმბოლოები.
4. ხის ავეჯი
ეკლექტიკაში, რომელიც წარმატებით აერთიანებს სხვადასხვა ეთნიკურ სტილს, ხის ნატურალური ავეჯი ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით კარგად გამოყურება ეგზოტიკური ჯიშის ხეების ავეჯი.
5. მაქსიმალური მზის სინათლე
ამ სტილისთვის უმნიშვნელოვანესია დღის განათება და ის უნდა იყოს მაქსიმალურად კარგი. დიდი ფანჯრები, რომაული ფარდები, ბევრი მზე და გლობალ-შიკი თქვენს სახლშია.
6. აუთენტური ხალიჩა
იატაკი უმჯობესია, არ იყოს შიშველი და ყველაზე მეტად აუთენტური, ამა თუ იმ ქვეყნის დამახასიათებელი ხალიჩა დააფინოთ.
7. ეგზოტიკური კოლექცია
ამა თუ იმ ატმოსფეროს ყველაზე კარგად გადმოცემა ეგზოტიკური ნივთებითაა შესაძლებელი,
რომელიც სხვადასხვა ქვეყნების კულტურას წარმოგიდგენთ.
8. მნიშვნელოვანი წვრილმანები
გლობალ-შიკი თავს იწონებს სხვადასხვა დეკორატიული ელემენტებით და ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს ელემენტები შესაძლოა ერწყმოდეს ერთმანეთს ეთნიკური თვალსაზრისით. მაგალითად, მაროკოულ ჭაღს მშვენივრად შეიძლება შეუხამოთ ჩინური ლარნაკი და ა.შ