ჩინური მოტივები - აქტუალური სტილის 5 ცნობილი ელემენტი ინტერიერში

კლასიკისა და აღმოსავლური მოტივების ნაზავი, ეკზოტიკური პრინტები, ზღაპრული, არარეალური ატმოსფერო. გინდათ შექმნათ მსგავსი, შინუაზრის სტილის ინტერიერი? მაშინ მოგვყევით.
გსმენიათ რამე შინუაზრის სტილის შესახებ? ახლა ის ძალიან მოდაშია და ძირითადად მოსაპირკეთებლად გამოიყენება.
ეს გახლავთ ჩინური სტილი შერწყმული ევროპულთან.
აი, ამ სტილის ყველაზე მკაფიო ელემენტები, რომელიც აქტუალურად გამოიყენება თანამედროვე ინტერიერში.

1. ჩინური შირმა



ეს ელემენტი ნებისმიერ ინტერიერს მიანიჭებს აღმოსავლურ ეკზოტიკასა და ხიბლს.

2. ლურჯ-თეთრი ფაიფური



ჩინური სტილის ერთ-ერთ მთავარ ელემენტად ითვლება ჩინური ფაიფური ლურჯ და თეთრ ფერებში.

3. ხელით მოხატული აბრეშუმის შპალერი



მსგავსი ტიპის ხელით მოხატული აბრეშუმის შპალერი მართლაც რომ ხელოვნების ნიმუშია.

4. ავეჯი ჩიპენდეილი





დამატებით კოლორიტს სძენს აღნიშნულს სტილს ჩინური სტილის ავეჯი ბუნების მოტივებითა და გეომეტრიული ორნამენტებით.

5. აღმოსავლური აქცენტები



სტილის დამგვირგვინებელი შტრიხი კი ქანდაკებებია აღმოსავლურ მოტივებზე, მაგალითად დრაკონი, სპილო და სხვადასხვა მითოლოგიური პერსონაჟი.

კომენტარის დამატება