არქიტექტორს, ურბანისტს და დიზაინერს გიორგი ვარდანაშვილს საკმაოდ ბევრი საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამასთან, გიორგი გახლავთ პედაგოგი და საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი. მისი პროექტები სტილისტურად მრავალფეროვანი და გამორჩეულია. არქიტექტორი არაერთ საინტერესო საკითხზე გვესაუბრა და სასარგებლო რჩევებიც გაგვიზიარა.
- ჩემი არქიტექტურისადმი ინტერესი დაიწყო ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში. გამომდინარე იქიდან, რომ მამა არქიტექტორია, ხშირად მიწევდა მის სამუშაო პროცესზე დაკვირვება. იმ დროს ჩასახული ცნობისმოყვარეობა უმოკლეს დროში ჩემთვის გარდაისახა ცხოვრებისეულ ინტერესად. არქიტექტურის განხრით განათლება მივიღე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.
ამის პარალელურად მაგისტრატურის კურსის ფარგლებში სწავლა გავაგრძელე ლიხტენშტეინის უნივერსიტეტში. არქიტექტურა საკმაოდ მრავალპროფილური პროფესიაა და მისი ღრმა ასპექტების შესწავლა საჭიროებს ადრეულ პრაქტიკულ ჩართულობას. 2011 წლიდან სწავლის პარალელურად ვმუშაობდი არაერთ, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ კომპანიაში. ამასთან ერთად, მოწვეული პედაგოგის სტატუსით, ვმუშაობდი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.
- როგორია თქვენი ხედვა და რა პრინციპებს ეფუძნება თქვენი სტილი?
- ჩემი აზრით, არქიტექტურა, როგორც დარგი ერთ-ერთი ყველაზე რთული სფეროა, რადგან ის მოიცავს როგორც მხატვრულ, აგრეთვე ტექნიკურ მხარეებს. ის იქმნება დროსა და სივრცეში. შედეგად საჭიროებს დრეკად და მოქნილ პრინციპებს, იმისათვის, რომ წარმატებით გაუძღვეს თან მიმავალ წლებსა და ცვალებად გარემოს. არქიტექტურა და მათ შორის არქიტექტორიც უნდა იყოს მუდმივად ცვალებადი და წარმოადგენდეს რაციონალური სიახლეებისა და ცვლილებებისაკენ მიმართულ ერთიანობას. 21-ე საუკუნის პროგრესი გვთავაზობს უაღრესად დიდ ტექნოლოგიურ ინსტრუმენტთა ასორტიმენტს, რაც ერთის მხრივ აძლიერებს შემოქმედის ასპარეზის არეალს. სტილი კი მხოლოდ აფერხებს არქიტექტორის საქმიანობის ჯანსაღ პროცესს და აქცევს მას გარკვეულ ჩარჩოებში.
- უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობთ. როგორ ახერხებთ უცხო ქვეყნებში პროექტების განხორციელებას და რა განსხვავებაა უცხოელ და ქართველ დამკვეთებს შორის?
- ამჟამად ვმუშაობ უცხოურ კომპანიაში, რომელიც ახორციელებს საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს საუდის არაბეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონის სხვა ქვეყნებში. პროექტირების ნაწილი სრულად იქმნება თბილისში, ხოლო ჩვენი კოლეგების მეშვეობით საუდის არაბეთში ხორციელდება დასრულებული პროექტების შეთანხმება და შემდგომი მშენებლობა. კომპანიის მასშტაბურობითა და მისი კრეატიული გუნდის წევრების დამსახურებით გვეძლევა საშუალება განვახორციელოთ მრავალფეროვანი პროექტები არქიტექტურის, ინტერიერის, ლანდშაფტის, ქალაქგეგმარებისა და მარკეტინგის სფეროებში.
ამ შემთხვევაში სხვაობა საკმაოდ დიდია, რადგან საქმე გვაქვს სრულად განსხვავებული კულტურისა და რელიგიის მქონე ხალხთან. თუმცა დამკვეთების მოთხოვნათა საბაზისო კრებული მეტწილად ერთი და იგივეა, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში საქმიანობს არქიტექტორი.
- რამდენად ხშირად მიმართავენ არქიტექტორებს პროექტის შესაქმნელად საქართველოში?
- საქართველოში არქიტექტორის პროფესიას წლიდან წლამდე საგრძნობლად ემატება პოპულარობა. ინდივიდუალური პროექტის მსურველი ქართველი დამკვეთები ხშირად მიმართავენ როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ არქიტექტორებსა და დიზაინერებს, რათა მიიღონ კვალიფიციური რჩევები და ტექნიკურად გამართული პროექტი. ბოლო წლებში არქიტექტორების ხშირ მოთხოვნას აგრეთვე წინ უძღვოდა ადგილობრივი კანონმდებლობის შემოღება. ამით სახელმწიფომ დამკვეთი ვალდებული გახადა მიმართოს აღნიშნულ დარგში მომუშავე პირს, რომელიც თავის მხრივ ადგილობრივ კანონმდებლობასა და სტანდარტებზე დაყრდნობით შეუქმნის პროექტს. ჩემი გამოცდილებით, დამკვეთების უმეტესობა ვერ აღიქვამს სამუშაო პროცესის სირთულესა და გარკვეულ ტექნიკურ მახასიათებლებს. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში, არქიტექტურის დარგში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასთან ერთად დამკვეთები ცდილობენ ნაკლებად ჩაერთონ პროექტირების მიკრო პროცესში და საქმე ანდონ აღნიშნულ დარგში მომუშავე პროფესიონალებს.
- ტექნიკური თვალსაზრისით, პროექტირების პროცესში რა ეტაპების გავლა გიწევთ? რა ხერხებს მიმართავთ იმისათვის, რომ შენობა-ნაგებობა იყოს ფუნქციური, დახვეწილი და აკმაყოფილებდეს თანამედროვე მდგრადობის სტანდარტებს?
- ზოგადად, პროექტირება საკმაოდ რთული და მრავალეტაპიანი პროცესია, დაწყებული პირველი სასტარტო საპროექტო წინადადებით, დასრულებული შეთანხმებული დეტალური პროექტით. როგორც წესი, პროექტირების ეტაპი იწყება ტექნიკური დავალების შემუშავებით, რომელიც მოიცავს შენობა-ნაგებობის შემადგენელ ნაწილებს, მის ფართობებსა და სხვა ტექნიკურ მოთხოვნებს. ამასთან ერთად, ხორციელდება საპროექტო ტერიტორიის კვლევა და მასზე წინასწარ გაწერილი საპროექტო ნორმატივების მოძიება. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არქიტექტორი ამუშავებს პროექტს. პროექტირების პროცესში, როგორც წესი, ჩართულია ამ სფეროში მომუშავე უამრავი სხვა სპეციალისტი. თავდაპირველ ეტაპზე არანაკლებ მნიშვნელოვანია დამკვეთის ჩართულობა, რათა დროულად იქნეს დასახული საბოლოო მიზნები. როგორც უკვე აღვნიშნე, არქიტექტურა ძალიან ფართო მასშტაბის მქონე სფეროა, და მისი უპირველესი დანიშნულებაა დააკმაყოფილოს მასზე დაკისრებული ფუნქცია. ცნობილი ამერიკელი არქიტექტორის - ფრენკ ლოიდ რაიტის თქმით „ფორმა მისდევს ფუნქციას“, რასაც მე სრულიად ვეთანხმები და ხშირად ვიზიარებ ჩემს პროფესიულ პრაქტიკაში. შედეგად ვთვლი, რომ ფუნქციურად გამართული არქიტექტურა ყოველთვის ესთეტიური და დახვეწილია, მიუხედავად იმასა თუ რა სტილშია იგი შესრულებული. ამასთან ერთად 21-ე საუკუნის გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე, აუცილებელია უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭოს შენობა-ნაგებობის მდგრადობასა და მის როლს, როგორც ქალაქის შემადგენელ ცოცხალ ელემენტს. მეტი სიმწვანე, ენერგოეფექტურობა, ნახშირბადის ნაკლები ნაკვალევი და სუფთა სამშენებლო ტექნოლოგიების გამოყენება უნდა გახდეს თანამედროვე არქიტექტურის განუწყვეტელი ნაწილი.
- როგორია თანამედროვე არქიტექტურული დიზაინი და რა არის დღეს ტრენდული?
- თანამედროვე არქიტექტურა და დიზაინი დღეს დიდი ცვლილებების წინაშე დგას. ტენდენციების ფორმირებაში უაღრესად დიდ როლს თამაშობს ახალი სამშენებლო მასალების ნაირსახეობა. არანაკლებად მნიშვნელოვან როლს თამაშობს გლობალური კლიმატის ცვლილება და სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯების ზრდა. საქმეში შემოდის სტილი, ესთეტიკა და ახალი გლობალური ხედვები. ამავდროულად, ტრენდულია ისეთი დიზაინ გადაწყვეტები, რომლებიც წარმოადგენენ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კარგად დავიწყებული ძველის სინთეზს.
- იმისათვის, რომ სახლი მაქსიმალურად იყოს მორგებული დამკვეთზე, სასურველია ახლოს იცნობდეთ მას, იცოდეთ მისი გემოვნება და ხასიათი?
- რა თქმა უნდა. იდეალურ შემთხვევაში, ნებისმიერი შენობა მისი მეპატრონის ხასიათისა და ხედვის მატარებელია. არქიტექტორის პირდაპირი მოვალეობაა შეისწავლოს დამკვეთის ცხოვრების სტილი, ყოველდღიური რუტინა და შექმნას მისთვის ინდივიდუალურად მორგებული პროექტი. ყველა ადამიანი განსხვავდება საკუთარი გემოვნებით, ჩვევებითა და შეხედულებებით. პროექტი უნდა გარდაიქმნას ერთგვარ გარსად, რომელშიც ეს ყველაფერი ჰარმონიულად იქნება გაერთიანებული. მხოლოდ მაშინ მიიღებს დამკვეთი სასურველ შედეგს არქიტექტორისაგან.
- ვფიქრობ, არქიტექტურის მომსახურებას დღეს კონკრეტული საბაზრო ღირებულება არ გააჩნია. მიახლოებით მაინც თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რამდენად ძვირი სიამოვნებაა არქიტექტორის მომსახურება და რის მიხედვით განისაზღვრება თანხა?
- მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, არქიტექტორის მომსახურების ანაზღაურებას განსაზღვრავს უამრავი ფაქტორი. ერთის მხრივ, ფასის განმსაზღვრელია არქიტექტორის პროფესიონალიზმი, გამოცდილება-კვალიფიკაცია, მისი შესაძლებლობა, თუ რაოდენ დროულად და ხარისხიანად შეუძლია მას წარადგინოს შესრულებული სამუშაო დამკვეთის წინაშე. მეორეს მხრივ ფასის არანაკლებ განმსაზღვრელი ფაქტორია თვით დამკვეთის მოთხოვნები. კერძოდ კი, თუ რა სახის პროექტს ითხოვს იგი. რით უფრო რთულია მოთხოვნა, მით უფრო მეტი სამუშაო იქნება გაწეული პროექტზე, რაც პირდაპირ კავშირშია პროექტის საბოლოო ღირებულებასთან.
- ალბათ როგორც ბევრ არქიტექტორს, თქვენც გსმენიათ ფრაზა - ესკიზი გაგვიკეთეთ ჯერ და მერე ჩვენ გადავწყვეტთ, გვინდა თუ არა. ეს დამოკიდებულება რამდენად გაუმართლებელია დამკვეთის მხრიდან და რა ძალისხმევასთან არის დაკავშირებული ესკიზის შექმნა?
- ასეთი სახის მოთხოვნებს მე პირადად მეტწილად გავუტოლებდი ბრჭყალებში - „საკონკურსო წინადადებას“, რომელშიც ჟიურის წევრად თვით დამკვეთი წარმოგვიდგება. მე მივესალმები ისეთ წინადადებას, სადაც კონკურსი საჯაროა, ყველა მონაწილე თანაბარუფლებიანია და კონკურსის საუკეთესო მონაწილე ჯილდოვდება ფულადი პრემიით. მაგრამ, არ მივესალმები შემოთავაზებებს, სადაც შეკვეთა კერძო ხასიათის მატარებელია. სამწუხაროდ საქართველოში მსგავსი შემოთავაზებების უმეტესობა სრულდება დამკვეთის მიერ ყველანაირი პირობის დარღვევით. შედეგად ვღებულობთ დამკვეთს, რომელმაც მიიღო - საუკეთესო შემთხვევაში კრეატიული იდეა სრულიად უფასოდ, ხოლო მეორე მხრივ, ანაზღაურების გარეშე დარჩენილ არქიტექტორს. მე ვთვლი, რომ ორივე მხარე მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს აღნიშნულ საკითხს და შესაბამისად დამკვეთიც სათანადოდ აფასებდეს არქიტექტურის სფეროსა და მასში მომუშავე პროფესიონალ პირებს.
- პროექტის განხორციელებისას, რამდენად მნიშვნელოვანია, არქიტექტორმა მშენებელთან ერთად გაიაროს ყველა ნახაზი და აქტიურად იყოს ჩართული მშენებლობის პროცესში?
- ჩემი აზრით, პროექტის წარმატებით განხორციელება უპირობოდ საჭიროებს არქიტექტორის მიერ პროექტის მშენებლობის ყველა სტადიაზე ჩატარებულ გეგმიურ და დეტალურ ზედამხედველობის სამუშაოებს. გამომდინარე იქიდან, რომ მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს ფიზიკურ სამყაროში, მას ხშირად მოყვება უამრავი გაუთვალისწინებელი სიტუაციები, რომელიც ითხოვს როგორც მშენებლის, ასევე არქიტექტორის მყისიერ ჩართულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი აქვს უზუსტობებს შეთანხმებულ პროექტთან მიმართებაში. ამასთან, ხშირია „ადამიანური ფაქტორის“ პრეცედენტები, რომელიც საჭიროებს გადამოწმებასა და გადახედვებს.
- იმისათვის, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს, რა აუცილებელი კრიტერიუმებია შესასრულებელი?
- დაწყებული პროექტის განხორციელების იდეით, დამთავრებული რეალიზებული შენობა-ნაგებობით, ესკიზი გადის უამრავ სხვადასხვა სტადიას არაერთი ადამიანისა და საკანონმდებლო ინსტანციის ხელში. მე ვთვლი, რომ პროფესიონალ არქიტექტორთა და ინჟინერთა გუნდი, გემოვნებიანი და შეძლებული დამკვეთი, წინასწარ გაწერილი ბიუჯეტი, მართებული კანონმდებლობა და პროექტისათვის გაწერილი რელევანტური სამუშაო პერიოდი - წარმოადგენს პროექტის წარმატებით დასრულების მთავარ კრიტერიუმებს.
მერი ბლიაძე