გინახავთ ასეთი "ხრუშჩოვკა"? - რა შეძლო დიზაინერმა


ეს სახლი 1961 წელს არის აშენებული. მეპატრონემ გადაწყვიტა, ფრანგულ სტილში მოეწყო. ამ ამოცანის შესასრულებლად დიზაინერი დაიქირავა. ვნახოთ, რა გამოუვიდა.
რა ვიცით სახლის პატრონო შესახებ? ის, რომ განათლების სფეროში მუშაობს, ძალიან უყვარს ცხენები, უსმენს ალტერნატიულ მუსიკას, სრულყოფილად ფლობს ინგლისურ ენას, უყვარს ყველაფერი ფრანგული და კითხულობს წელიწადში 100 წიგნს.

დიზაინერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ბინას სრულად აესახა დიასახლისის შინაგანი სამყარო და რაც მთავარია, შეექმნა პარიზული ატმოსფერო.



პარიზი კი, დიასახლისის წარმოსახვით, არის ფერადი, კაშკაშა, თავისუფალი, ცოტა თვითირონიული.
იყო პრაქტიკული დაკვეთებიც, მაგალითად გარდერობის ოთახი, ბიბლიოთეკა, აბაზანა,
სრულფასოვანი საძინებელი და სამრეცხაო ზონა. საინტერესოა ის, რომ სახლი იყო ე.წ. "ხრუშჩოვკის" პროექტის - პატარ სამზარეულო, კიდევ უფრო პატარ აბაზანა, ორი ოთახი, ერთ-ერთ მათგანი გამავალი.


დიზაინერმა მოახერხა სივრცის ისე დაპროექტება, რომ დიასახლისის ყველა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა.
სამზარეულოს შესასვლელი გაკეთდა ოთახიდან, სივრცე კი დიდი მინის ტიხრით გაიყო.


სამზარეულო შესასვლელის მოპირდაპირედ საძინებელია, რომელიც ასევე ტიხრით არის გაყოფილი.
საძინებლის ნაწილი გაკეთდა გარდერობად, სადაც სასტუმრო ოთახიდანაც მოხვდებით. კორიდორის ნაწილი აბაზანას მიუმატეს, ნაწილი კი ჩაშენებულ მაცივარს დაუთმეს.

მოსაპირკეთებლად გამოიყენეს ისეთი მასალა, რომელიც ფრანგულ სულს შექმნიდა, გამოიყენეს კედლის საღებავი, ასევე შპალერი.

საძინებელში დახატეს გეომეტრიული ფიგურები პასტელის ფერებში.
სამზარეულოში გამოყენებულია ღია ფერები, კედლებზე კერამიკული ფილები და მარმარილო, ასევე აბაზანაში, ლურჯი ფილები და თეთრი მარმარილო.

შემოსავლელშიც დაგებულია კერამიკული ფილები.
გარდერობის ოთახი 6 კვ.მ.-ს მოიცავს. წიგნების სტელაჟი სასტუმრო ოთახის კედლებზე განთავსდა.
სასტუმრო ოთახში აქცენტად გამოყენებულია ყვითელი დივანი. მის მოპირდაპირედ მოთავსებულია კომოდი ტელევიზორით.




სასადილო ზონა სამზარეულოსთან არის მიერთებული. ავეჯი კლასიკურ სტილში შეირჩა.
წიგნების შესანახი ადგილი გათვალისწინებულია საძინებელშიც.
რაც შეეხება განათებას, ძირითადად ტრადიციული, ჭერის განათებაა სანათებითა და ბრებით.


კომენტარები

123-ს 2023-01-26 14:52
არ მოგწონს? გაიარე. რატომ იბოღმები? ჩვენ მოგვწონს და დაგვანებე თავი. რამ დაგბოღმათ ასე?
მარინე 2023-01-11 19:59
მშვენიერია, მაგარია!
Mari 2023-01-11 19:30
ძალიან მომეწონა
გაგა 2023-01-11 13:22
გემოვნებით და არასტანდარტულადაა გაკეთებული, რის საშუალებაც პატარა სივრცე იძლევა
თამო 2023-01-11 02:02
123-ს
შენი ნეგატიური კომენტარით თუ ვიმსჯელებ მაგარი შურიანი, ბოღმიანი და უბედური ადამიანი ხარ.

კომენტარის დამატება