მწერალი არჩილ სულაკაური და მისი შემოქმედი ვაჟები - ლაშა და გიგი სულაკაურები... ეს ოჯახი ბევრისთვის არის ნაცნობი, კოლორიტული და უაღრესად საინტერესო. ოჯახი, სადაც ამდენი შემოქმედებითად დამუხტული ადამიანი ცხოვრობდა, ქმნიდა დიდ ხელოვნებას... დღეს ისინი აღარ არიან ჩვენ გვერდით... სულ ბოლოს, 2014 წელს ლაშა სულაკაური გარდაიცვალა - მის საყვარელ ზღვაში შეწყდა მისი სიცოცხლე... თუმცა დარჩა დიდი მოგონებები, აღიარება, საოცარი ნახატები, ილუსტრაციები და ფრესკები, მისი საყვარელი ნივთებით და ნამუშევრებით მსუნთქავი სახლი, რომელსაც სათუთად უვლის მისი მეუღლე - ქალბატონი თეა მდივნიშვილი. ამ სახლში სულაკაურების
შემოქმედებითი სული იგრძნობა, აქ ყველაფერი ძალიან ცოცხალია, ექსპრესიული და სახლის ინტერიერიც კი თითქოს უხმოდ გიამბობთ მის მცხოვრებლებზე...
ქალბატონმა თეამ გულთბილად გვიმასპინძლა მისი და ლაშა სულაკაურის საყვარელ ბინაში, რომელშიც მათი ცხოვრების საუკეთესო წლებმა გაიარა. მათი ქალიშვილები საზღვარგარეთ მოღვაწეობენ - უფროსი, ნინო ლონდონში ცხოვრობს, ხოლო უმცროსი - მატასი სულაკაური, რომელსაც ცნობილმა პაპამ დაარქვა ეს საინტერესო სახელი, მოსკოვშია. მამის კვალს გაჰყვა - ისიც ხელოვანია, მხატვარ-დიზაინერი და ამჟამად რუსეთში ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის არტდირექტორია.
ქალბატონი თეა სახლში ძირითადად მარტოა, მოგონებებთან, საყვარელ ნივთებთან, მეუღლის საყვარელ წიგნებთან და ნახატებთან, მამამთილის მიერ დატოვებულ ბიბლიოთეკასთან და მისი და მისი მეუღლის პატარ-პატარა კოლექციებთან, თანაცხოვრების პერიოდში რომ შეაგროვეს.
ჩვენც ვიმოგზაუროთ სულაკაურების ბინაში და თან ქალბატონი თეას მიერ ნაამბობ სულაკაურების ამბებს მივყვეთ:
არჩილი
- სულაკაურების გვარი პატარაა. წარმოშობით თუშები არიან. პირიქითი თუშეთის - ფარსმის უძველესი მკვიდრნი ყოფილან. ფარსმის თავში არსებული ტყის კორომს დღემდე სულაკაურთ ტყეს ეძახიან. აქ არსებული ოთხი ციხე-კოშკიდან ერთ-ერთი, ყველაზე ლამაზი და მკვიდრად ნაგები, სულაკაურების ციხეა. სოფელს მდინარეც ჩამოუდის, სახელწოდებით “სულაკი”. სოფლის უხუცეს მკვიდრთა მეხსიერებას ჯერ კიდევ ახსოვს არჩილის პაპა - მიხეილი, ძალიან ნაკითხი ადამიანი, ტყავის ყდაში ჩასმული ვახუშტი ბაგრატიონის “საქართველოს ისტორიის” წიგნით ხელში.
ასევე კოლორიტული იყო არჩილის მამა, სამსონ სულაკაური, სცენარისტი, რომლის სცენარების მიხედვით შეიქმნა ფილმები: “შეხვედრა”, “ქალი ხიდობნიდან”, “ორი ოჯახი”. სამსონ სულაკაური ქართული საბჭოთა კინოდრამატურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელთაგანი იყო.
1939 წელს ცნობილი საბჭოთა რეპრესიების პერიოდში, პოლიტიკური მუხლით დააკავეს და ციმბირში გადაასახლეს. 15 წლის შემდეგ დაბრუნდა თბილისში.
როდესაც მამა დაუჭირეს, არჩილი მე-7 კლასში იქნებოდა. ყმაწვილი “კაგებე”-ში წაიყვანეს და ნაწამები, დასისხლიანებული მამა აჩვენეს... ეს ალბათ იმიტომ, რომ მამასაც გახეთქოდა გული შვილის სულიერი ტკივილის შემხედვარეს და შვილსაც აღარასოდეს გაებედა ფიქრი სამშობლოზე, თავისუფლებაზე... ერთადერთს მიაღწიეს: სამუდამოდ შეიძულა ბავშვმა ოფიციალური სტრუქტურები, “კაგებე”...
არჩილ სულაკაური, ცნობილი, ყველასთვის საყვარელი მწერალი და პოეტი, მამისეულ სახლში, ძველი თბილისის ერთ-ერთ კოლორიტულ უბანში - ჩუღურეთში ცხოვრობდა.
როდესაც არჩილმა თავისი მომავალი მეუღლე, რუსული ფილოლოგიის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი - მერი გაიცნო, უკვე პოპულარული პოეტი იყო, ასპირანტურაში სწავლობდა. მერი და არჩილი 1953 წელს დაქორწინდნენ. შვილებიც შეეძინათ - გიგი და ლაშა. მერი, მეუღლის თანამოაზრე, განათლებული და ჭკვიანი ქალი იყო. მთელი სიცოცხლე ეტრფოდა ქმარს და იზიარებდა მის შეხედულებებს. მუშაობდა რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად, შემდგომ ხალხთა მეგობრობის და გიორგი ლეონიძის სახელობის სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმებში.
ამ ერთ პატარა, ძველთბილისურ ოჯახში იმთავითვე თავს იყრიდა ქალაქის კულტურული ფენის საუკეთესო ნაწილი. მწერლების, პოეტების, მხატვრების, მუსიკოსების, კრიტიკოსების, ისტორიკოსების თუ ფილოსოფოსების სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები: ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, ედიშერ ყიფიანი, ოტია პაჭკორია, ნოდარ დუმბაძე, თამაზ ჩხენკელი, რამაზ პატარიძე, გურამ ასათიანი, პორფირე იაშვილი, სიმონ ჩიქოვანი, ედმონდ კალანდაძე, დიმა ერისთავი, ზურაბ ნიჟარაძე, გოგი ცაბაძე, რევაზ ლაღიძე აკაკი ბაქრაძე, დავით მუსხელიშვილი და სხვანი. აქ მსჯელობდნენ და საუბრობდნენ, ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე, აქ კითხულობდნენ ჯერ გამოუქვეყნებელ პირველ ლექსებსა და პროზას, ფართო დისკუსია და პოლემიკა იმართებოდა ფილოსოფიის, პოეზიისა და მწერლობის საკითხებზე, ლიტერატურულ მიმდინარეობებზე.
არჩილ სულაკაურს მუდამ თავისი ქვეყნის მაჯისცემაზე ეჭირა ხელი. მისი ცხოვრებისა და შემოქმედების უპირველესი სალოცავი სამშობლო, ერი და მშვენიერება იყო. ერთი სისუსტე სჭირდა მხოლოდ: ძლიერ უყვარდა “თავისი ბიჭები” - გიგი და ლაშა. განათლებისა და წიგნიერების საკითხი ერთგვარი ოჯახური ტრადიცია იყო. ამიტომ, როდესაც წამოიზარდნენ, მამა ხშირად უკითხავდა მათ ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ ლექსებს, პროზასა თუ ესსეს; გაზეთისთვის თუ ჟურნალისთვის მომზადებულ პუბლიკაციას საზოგადოებრივი პრობლემების ამა თუ იმ საკითხის შესახებ. ისმენდა მათ აზრს, პოზიციას, ხედვას. მსჯელობდნენ და კამათობდნენ კიდეც...
არჩილ სულაკაური 1997 წლის 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მისი პირადი არქივი დაცულია გიორგი ლეონიძის სახელობის სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა ფონდებში.
ერთ უცნაურ ამბავს მოვყვები: შარშან, 2017 წ. 24 სექტემბერს, როდესაც ორი წელი სრულდებოდა ლაშას წასვლიდან, დავიწყე ფიქრი, რა გამეკეთებინა, ან როგორ აღმენიშნა ეს თარიღი. ცხადია, ყველა საგამოფენო სივრცე უკვე წინასწარ დაკავებული იყო. ის, რაც თავისუფალი გახლდათ, ძალიან ძვირი ღირდა. ამიტომ ვიფიქრე, ლაშას სახელზე პატარა მემორიალური დაფა გამეკეთებინა ჩვენი სახლის შესასვლელთან. საკონსულტაციოდ მანანა დუმბაძეს მივაკითხე. სრულიად შემთხვევით, საუბარში მანანამ მითხრა, მოდი რა, მწერალთა სახლში ერთი კარგი საღამო გავაკეთოთ და იქ შევიყაროთო. “საღამოო”, რომ თქვა, ისეთი სითბო ამოჰყვა მის სიტყვას, რაღაც, სხვანაირად შემეხო. თვალწინ წარმომიდგა პაპა და გიგი, მათი სამეგობრო, მწერლები, ერთად გატარებული საღამოები. რაღა თქმა უნდა, მივხვდი, რომ მწერალთა სახლში მხოლოდ ლაშას საღამოს თუ გამოფენას ვერ გავაკეთებდი. მით უმეტეს, რომ ეს წელი პაპასთვის საიუბილეო იყო. თებერვალში, როდესაც არჩილ სულაკაურს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა, უფროსი თაობის არაერთმა მწერალმა დამირეკა. მირეკავდნენ მობოდიშებით და სინანულით, იმის გამო, რომ ვერ შეძლეს ამ თარიღის შესაბამისად აღნიშვნა. ვერ მიაგეს პატივი მწერალს, რომლსგანაც ასე დავალებულია ქართული მწერლობა.
დიდი იმედი არ გვქონდა, მაგრამ მაინც დავრეკეთ მწერალთა სახლში. ჰოდა აქ მოხდა რაღაც მისტიკური ამბავი: ზუსტად სექტემბრის 24 რიცხვი აღმოჩნდა თავისუფალი. სიამოვნებით და უსასყიდლოდ დაგვითმეს სივრცე და დახმარებაც გაგვიწიეს (უღრმესი მადლობა ნინო ბექიშვილს და დირექტორს - ანა ლომოურს).
და მართლაც, მიუხედავად თავსხმა წვიმისა, ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა. შესანიშნავი საღამო შედგა. გავიხსენეთ გიგი, არჩილი და სამსონ პაპა. მოვისმინეთ რადიოს ოქროს ფონდში დაცული არჩილის მიერ წაკითხული ლექსები და სხვა. გამოფენას კი “ოთხივე მხრიდან” დავარქვით, არჩილის ერთ-ერთი ლექსის მიხედვით.
შვილები
რაც შეეხება გიგის, იგი მამის კვალს გაჰყვა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ცხოვრებისა და შემოქმედების ასპარეზად პოეზია და მწერლობა აირჩია. პროგრესული, არაორდინარული, ორიგინალური ხედვით, მუდამ გამორჩეული იყო თავისი თაობის მწერლებს შორის. ისევე როგორც ოდესღაც, მამასთან ერთად, ტრადიციულად, ახლა ბიჭები უზიარებდნენ ერთმანეთს თავიანთ შემოქმედებას. ზედმიწევნით განათლებულები იყვნენ. ლაშა შესანიშნავად ერკვეოდა ლიტერატურასა და პოეზიაში, გიგი კი - მხატვრობაში, ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელშიც სწავლობდა და შესანიშნავადაც ხატავდა. თუმცა თავისი ახალი წიგნის ილუსტრირებას ლაშას მიანდობდა ხოლმე. არაჩვეულებრივი ძმობა ჰქონდათ.
ლაშა 1958 წელს თბილისის ძველ უბანში, ჩუღურეთში დაიბადა - ხეთაგუროვის ქუჩაზე, მტკვრის ნაპირას, პაპისეულ სახლში. 1963 წელს მწერალთა კავშირმა არჩილს მისცა ოროთახიანი პატარა ბინა წულუკიძის ქუჩაზე, კონსერვატორიასთან. შემდეგ საბურთალოზე, კოსტავას ქ-ზე გადავიდნენ. იქვე, საბურთალოზე სწავლობდა 61-ე სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სამხატვრო აკადემიაში განაგრძო - მონუმენტური ფერწერის ფაკულტეტზე. სტუდენტობის პერიოდში, ერთხელ მამამ, რომელიც ამ დროს გამომცემლობა “ნაკადულის” დირექტორი იყო, ლაშას ნიკოლოზ ბარათაშვილის გამოსაცემად მომზადებული ლექსები მისცა და ჰკითხა, ხომ არ შეძლებდი წიგნის გაფორმებასო?! ლაშა დიდი ინტერესით ჩაერთო მუშაობაში და მართლაც, მამის გუმანმა გაჭრა. მან მასში კარგი გრაფიკოსი დაინახა, წიგნიც მშვენიერი გამოვიდა და ამის შემდეგ ხშირად აძლევდა ლაშას წიგნებს გასაფორმებლად. თუმცა გზადაგზა მისთვის კარგ რჩევებსაც არ იშურებდა... ამ პერიოდში შეიქმნა “ნიკოლოზ ბარათაშვილის ლირიკა”, “მარო მაყაშვილის დღიური”, შარლ დე კოსტერის “ლეგენდა ულენშპიგელზე”, ქართული ხალხური ზღაპრები და სხვა.
მუშაობდა საქართველოს სახ. ძეგლთა დაცვის სამმართველოში - მხატვარ რესტავრატორად, ანიმაციური ფილმების სტუდიაში - დამდგმელ მხატვრად, თბილისის სამხატვრო აკადემიაში - ფერწერისა და გრაფიკის პედაგოგად, საქართველოს პარლამენტის აპარატში მრჩევლად კულტურის საკითხებში და ა.შ. პერიოდულად თანამშრომლობდა გამომცემლობებთან, ილუსტრირებული აქვს არაერთი ჟურნალი, ლექსთა კრებული და წიგნი.
90-იან წლებში ლაშა მუშაობდა პრივოლნის წმ. სამების და წალკის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიების მოხატულობაზე. 2000 წლიდან - როგორც თავისუფალი მხატვარი, მონაწილეობას იღებდა გამოფენებში როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ: მოსკოვში, პარიზში, მექსიკაში, ჰელსინკში, სოფიაში და სხვა. მისი ნახატები კერძო კოლექციებშია და სახლში მცირე ნაწილია დაცული.
ლაშა ძალიან მრავალმხრივი ადამიანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფერწერა მისი ცხოვრების და ფიქრის მთავარი საგანი იყო მუდამ, სხვადასხვა დროს ქმნიდა ლითოგრაფიას, გრავიურას, ლინოგრავიურას, კოლაჟებს, ძველი საბრძოლო იარაღების ასლებს, გატაცებული იყო ჭედურობით, წიგნის გრაფიკით, დაზგური თუ მონუმენტური ფერწერის რესტავრაცია-კონსერვაციით და სხვა. მისი მეგობრებისთვის ამოუწურავი წიგნი იყო. მას თავის სულში გადახარშული ჰქონდა მამის, ძმისა და პაპის მთელი შემოქმედება. ამიტომაც უყვარდა ბევრი ფიქრი, ერთი და იმავე საგანს, მოვლენას, ათასი მხრიდან დაინახავდა, მხოლოდ ამის შემდეგ დახატავდა. სულ მუდამ ძიებაში იყო.
თითოეულ ნახატში მხატვრის მდიდარი და ღრმა სულიერი სამყარო იშლება. უყვარს ჟღერადი ფერი, საგანთა სიმრავლე, ფორმის თავისებური განცდა, ფარული დეკორატიულობა, რაც მის ფერწერას განუმეორებელ ხიბლის ანიჭებს. ის არასდროს მეორდება, თითქოს ერთი ნახატის მხატვარია. და არასდროს არავის არ ჰგავს, მხოლოდ თავის თავს - ლაშა სულაკაურს.
ძალიან უყვარდა მოგზაურობა და თუ ამას ხშირად ვერ ახერხებდა, სამაგიეროდ თბილისის ქუჩებში დაეხეტებოდა. შემდეგ კი შთაბეჭდილებები მის ნამუშევრებში აისახებოდა.
2014 წლის 24 სექტემბერს, შავი ზღვის სანაპიროზე, მხატვრის სიცოცხლე მოულოდნელად შეწყდა...
სახლი, თეა, ნინო და მატასი - ეს იყო მისი მთავარი სიყვარული! უჩემოდ ვერ სუნთქავდა, ტყუპისცალებივით ვიყავით. ქალიშვილები ხომ თავს ერჩივნა. სახლი ყოველთვის ლამაზი და ფერადი გვქონდა. ბედნიერი ოცდაათი წელი გავატარე მასთან ერთად, - ასრულებს საუბარს ქალბატონი თეა, თვალებზე ცრემლმომდგარი და ფიქრებით ისევ იქ, ლაშას გვერდით მყოფი.
ესაუბრა ლელა ზურებიანი

კომენტარები