მეფუტკრე, რომელსაც შარშან სტიქიამ ფუტკრის 1014 ოჯახი გაუნადგურა, მზადაა ჭუბერში სტიქიით დაზარალებულ მეფუტკრეებს ფუტკრის ოჯახები საჩუქრად გადასცეს

სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კო­ო­პე­რა­ტი­ვის "თაფ­ლი სა­ჩი­ნო" თავ­მჯდო­მა­რე მინ­დია ქავ­თა­რა­ძე მზად არის სა­მეგ­რე­ლო-ზემო-სვა­ნე­თის რე­გი­ონ­ში სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბულ მე­ფუტკრე­ებს ფუტკრის ოჯა­ხე­ბი სა­ჩუქ­რად გა­დას­ცეს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.რო­გორც მინ­დია ქავ­თა­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მისი სურ­ვი­ლია, რომ და­ზა­რა­ლე­ბულ­თა დახ­მა­რე­ბა­ში თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს.

"მე ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის ყვე­ლა იმ ფერ­მე­რის, რო­მელ­თაც სტი­ქი­ამ ფუტკრის ოჯა­ხე­ბი გა­უ­ნად­გუ­რა. ასეთ დროს თა­ნად­გო­მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მეც აღ­მოვ­ჩნდი 2017 წელს, რო­დე­საც აბა­შა­ში სა­მომ­თა­ბა­როდ გა­დაყ­ვა­ნი­ლი 1014 ფუტკრის ოჯა­ხი ადი­დე­ბულ­მა რი­ონ­მა ერთ ღა­მე­ში გა­მი­ნად­გუ­რა. საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს
დახ­მა­რე­ბით შევ­ძე­ლი. მინ­და ჩემი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო და­ზა­რა­ლე­ბულ­თა დახ­მა­რე­ბა­ში, სა­ჩუქ­რად გა­დავ­ცე ფუტკრის ოჯა­ხე­ბი და ვა­ნუ­გე­შო“, - აღ­ნიშ­ნა მინ­დია ქავ­თა­რა­ძემ.

2017 წელს, სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბულ­მა მინ­დია ქავ­თა­რა­ძემ სა­ფუტკრე მე­ურ­ნე­ო­ბის აღ­დგე­ნა სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მებ­ში - „აგ­რო­წარ­მო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბის პროგ­რა­მა“, „შე­ღა­ვა­თი­ა­ნი აგ­როკ­რე­დი­ტი“ და „მე­ფუტკრე­ო­ბის სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კო­ო­პე­რა­ტი­ვე­ბის მხარ­და­ჭე­რის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა“ - ჩარ­თვით შეძ­ლო. ფერ­მერს დახ­მა­რე­ბა ავ­სტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­მაც (ADA) გა­უ­წია.
ინტერპრესნიუსი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები