ეს მოხუცები ყიდიან სახლს, რომელშიც 78 წელი იცხოვრეს - სახლში შესული მყიდველები გაოცებას ვერ მალავდნენ

1938 წელს ტომი და ჟან ჩიტანები სიდნეიში გადმოსახლდნენ და თავიანთ პირველ და უკანასკნელ სახლში დასახლდნენ. აქ გახდნენ მშობლები, ბებია და ბაბუა და დიდი ბებია და ბაბუაც. შვილიშვილის შვილებსაც კი მოესწრნენ. როდესაც მოხუცებს 103 და 100 წელი შეუსრულდათ, გადაწყვიტეს სახლი გაეყიდათ და კერძო მოხუცთა თავშესაფარში გადასულიყვნენ, რადგან მუდმივ მზრუნველობას საჭიროებდნენ.



გასაყიდ სახლში შესული მყიდველები და რეალტორები ერთნაირად გაოცებულები იყვნენ - დრო თითქოს 1938 წელს გაჩერდა. სწორედ ამ დროიდან მოყოლებული ტომს და ჟანს სახლში არაფერი შეუცვლიათ, ისინი მხოლოდ კოსმეტიკურ რემონტს აკეთებდნენ.



ავეჯი, ხალიჩები,
ფარდები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა ხელუხლებელი დარჩა. ხალხს აოცებდა საოცარი სისუფთავე და წესრიგი.


ძველი სახლის ინტერიერი

საქმე ის გახლავთ, რომ ჟანი ახალგაზრდობაშივე ძალიან ნაზი და მგრძნობიარე იყო. იგი ხშირად ავადმყოფობდა, ამიტომ სახლზე პასუხისმგებელი ტომი გახლდათ. სახლის გაყიდვის წინაც კი მან ჩვეულებრივ გაკრიჭა გაზონი და დაასუფთავა ეზო.



სწორედ ამ უჩვეულო ინტერიერის წყალობით სახლი საოცარ ფასად, 1,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამ სახლის შესახებ ყველა საუბრობდა და უამრავი ხალხი მოდიოდა მის სანახავად.


კომენტარები

ideodub 2024-10-19 00:49
All antibiotic susceptibilities are summarised in Table 1 priligy near me
ideodub 2024-10-18 16:46
chlorthalidone will increase the level or effect of acemetacin by acidic anionic drug competition for renal tubular clearance best site to buy priligy canada The task is carried out, and the apprentice is responsible here
ლიკა 2019-07-23 20:40
უსაყვარკესი ბედნიერი მოხუცები
lia 2019-05-24 16:47
შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები და მილიონნახევარ დოლარად შეფასებული სახლი... მაგრამ მუდმივ მზრუნველობას საჭიროებენ, ამიტომ მათი ბოლო მოხუცებულთა თავშესაფარია- შვილებს და შვილიშვილებს არ სჭირდებათ...
nino 2018-12-31 22:38
bedniei moxucebi, saocari sispetake da siyvaruli igrdznoba am saxlshi, bednierebaa aseti ertguleba da siyvaruli yvelafris mimart

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები