აკა­კის სა­სახ­ლის ძვე­ლი და ახა­ლი ბი­ნად­რე­ბი

ცნო­ბი­ლი პო­ე­ტი­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის აკა­კი წე­რეთ­ლის მუ­ზე­უ­მი იმე­რეთ­შია, კერ­ძოდ საჩხე­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სხვი­ტორ­ში, წე­რეთ­ლე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო სა­სახ­ლე­ში. სხვი­ტო­რი ზღვის დო­ნი­დან 520 მეტ­რ­ზე, მდი­ნა­რე ჩი­ხუ­რას ნა­პირ­ზე (ყვი­რი­ლას მარ­ჯ­ვე­ნა შე­ნა­კა­დი­ა) მდე­ბა­რე­ობს. “წყლებ­ში­აც ყო­ველ­გ­ვარ მდი­ნა­რეს გიჟ­მა­ჟი ხე­ვის წყა­ლი მირ­ჩევ­ნია და მათ­ში კი უპი­რა­ტე­სო­ბას ერთს მათ­განს, ჩი­ხუ­რას ვაძ­ლევ: ეს იყო ჩე­მი სა­კუ­თა­რი ემ­ბა­ზი და ჩე­მი პირ­ვე­ლი სარ­კე.

სწო­რედ ამ ჩი­ხუ­რას პი­რად, მაღ­ლობ­ზე, სდგას ორა­სარ­თუ­ლი­ა­ნი ქვით­კი­რის სახ­ლი. ამ უშ­ნო შე­ნო­ბას სი­მაღ­ლე პა­ტა­რა კოშ­კი­სა აქვს, სიგ­რ­ძე - დარ­ბა­ზი­სა და სის­ქე - ცი­ხი­სა, მაგ­რამ არც ერთ მათ­განს

კი არა ჰგავს!.. აი, ამ სახ­ლ­ში დავ­ბა­დე­ბულ­ვარ მე 9 ივ­ნისს, გან­თი­ა­დი­სას 1840-ში, თუმ­ცა ნათ­ლო­ბის მოწ­მო­ბა­ში 1841 მი­წე­რია (“ჩე­მი თავ­გა­და­სა­ვა­ლი”, აკა­კი წე­რე­თე­ლი). სა­სახ­ლე, სა­დაც პო­ე­ტი და­ი­ბა­და და გარ­და­იც­ვა­ლა, მა­მამ, როს­ტომ წე­რეთ­ელ­მა ააშე­ნა 1834 წელს. სამ­შე­ნებ­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვი მა­სა­ლაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი: კვე­რე­თის კლდის ქვა და ასევე ქვა ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბე­რე­თი­სი­დან (ბუხ­რე­ბი­სა და აივ­ნის სვე­ტებ­ზეა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი). სახ­ლი ქარ­თ­ვე­ლებ­თან ერ­თად ბერ­ძენ მშე­ნებ­ლებს აუგი­ათ (რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ზეც აისა­ხე­ბა), რომ­ლე­ბიც თურ­მე იმ პე­რი­ოდ­ში მუ­შა­ობ­დ­ნენ საჩხე­რე­სა და მის შე­მო­გა­რენ­ში. გად­მო­ცე­მით, ბერ­ძენ­თა ჯგუფს მა­ხა­რე ბერ­ძე­ნი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და სწო­რედ მათ აუგი­ათ პა­პუ­ნა წე­რეთ­ლი­სა და სი­მონ წე­რეთ­ლის სა­სახ­ლე­ე­ბი, აკა­კი წე­რეთ­ლის ძმის­შ­ვი­ლის სახ­ლი და ა.შ. პო­ე­ტის სახ­ლი გა­ნად­გუ­რე­ბას ხალ­ხის სიყ­ვა­რულ­მა გა­და­არ­ჩი­ნა, მას არც ბოლ­შე­ვი­კე­ბი შე­ხე­ბი­ან და არც მენ­შე­ვი­კე­ბი.



1939 წელს წე­რეთ­ლე­ბის მა­მულ­ში სახლ-მუ­ზე­უ­მი გა­იხ­ს­ნა, რო­მე­ლიც 1943 წლი­დან სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უ­მად გა­და­კეთ­და. მუ­ზე­უ­მის ფონ­დ­ში და­ცუ­ლია პო­ე­ტი­სა და მი­სი წი­ნაპ­რე­ბის პი­რა­დი ნივ­თე­ბი (აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, ტან­საც­მე­ლი), XIX სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რის ფრან­გუ­ლი, იტა­ლი­უ­რი, გერ­მა­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბის ავე­ჯი, “კუზ­ნე­ცო­ვის” ჭურ­ჭე­ლი, ბიბ­ლი­ო­თე­კა (სხვა­დას­ხ­ვა პე­რი­ო­დის გა­მო­ცე­მე­ბი ქარ­თულ, რუ­სულ, ფრან­გულ ენებ­ზე), პო­ე­ტი­სა და სხვა სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბის ხელ­ნა­წე­რე­ბი - XIX სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში გა­და­წე­რი­ლი “ქარ­თ­ლის ცხოვ­რე­ბა” და სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის ლექ­სი­კო­ნი.

სა­კუ­თარ კარ-მი­და­მოს აკა­კი ასე აღ­წერს: “ჩვე­ნი სახ­ლის ზე­და სარ­თულს ოდა ერ­ქ­ვა, ქვე­დას - პა­ლა­ტი, და ორი­ვეს სა­ერ­თოდ კი სა­სახ­ლე, რო­მელ­საც ირ­გ­ვ­ლივ, სა­მი კუთხით სხვა­დას­ხ­ვა შე­ნო­ბა ერ­ტყა: სა­მო­ახ­ლო, სა­ფა­რე­შო, სა­ხა­ბა­ზო, სამ­ზა­რე­უ­ლო, ბეღ­ლე­ბი, საბ­ძ­ლე­ბი, მა­რა­ნი და სხვა­დას­ხ­ვა ხუ­ლე­ბი. იმათ­ზე ცო­ტა მო­შო­რე­ბით სა­ჯა­ლა­ბო იყო და იმ სა­ჯა­ლა­ბოს გარს ერ­ტყა სა­ჯი­ნი­ბო, სათხე­ბო, სა­ღო­რე, სა­ქათ­მე, სა­ბა­ტე, სა­ინ­დო­უ­რე და სხვა.

ჩვენს სახლს წინ დი­დი ეზო ჰქონ­და, სა­დაც უზარ­მა­ზა­რი ნიგ­ვ­ზე­ბი, ანუ, რო­გორც ზო­გან უწო­დე­ბენ, კაკ­ლის ხე­ე­ბი, საჩ­რ­დი­ლებ­ლად თავ­მომ­წო­ნედ შლიდ­ნენ შტო­ებს. სახ­ლის წინ კა­რის ეკ­ლე­სია იყო აგე­ბუ­ლი, უკან სა­ქა­ლე­ბო­თი. ძვე­ლად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არც ერ­თი ეკ­ლე­სია არ აშენ­დე­ბო­და ისე, თუ უკან სა­ქა­ლე­ბოც არ ექ­ნე­ბო­და მიდ­გ­მუ­ლი. წირ­ვა-ლოც­ვის დროს საყ­დარ­ში წინ კა­ცე­ბი იდ­გ­ნენ და უკან, სა­ქა­ლე­ბო­ში კი, ქა­ლე­ბი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არა­ვის მა­მა­კაც­თა­გან ფიქ­რა­დაც არ მო­უ­ვი­დო­და, რომ ზურ­გი მი­ექ­ცია ხა­ტე­ბი­სა­კენ და ქა­ლე­ბი­სათ­ვის და­ეწყო ცქე­რა! დღეს კი, რო­დე­საც რუ­სულ წეს­ზე აშენ­და ჩვე­ნი საყ­დ­რე­ბი და სა­ქა­ლე­ბოს აღარ აკე­თე­ბენ, ქა­ლე­ბი და კა­ცე­ბი არე­უ­ლად შე­დი­ან საყ­დარ­ში, ნა­ხევ­რად ტიტ­ვე­ლი ქა­ლე­ბი თვალს იტა­ცე­ბენ კა­ცე­ბი­სას და მლოც­ვე­ლებ­საც ზე­ცი­უ­რი სა­სო­ე­ბა ქვეყ­ნი­ურ იმე­დებ­ზე გა­და­აქვთ, სის­ხ­ლი უღე­ლავთ და გუ­ლის­თ­ქ­მა ებილ­წე­ბათ”...



სახლ-მუ­ზე­უმ­ში შეს­ვ­ლის­თა­ნა­ვე აკა­კი წე­რეთ­ლის სახ­ლ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რ­დი­ლი ქალ­ბა­ტო­ნი კლა­რა მა­ჭა­რაშ­ვი­ლი გა­მაც­ნეს - მი­სი დე­და თურ­მე პო­ე­ტის დას, ანას მი­უყ­ვა­ნია სა­სახ­ლე­ში, სა­დაც ის ბა­ლა­ხე­ბით წამ­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და. ქალ­ბა­ტო­ნი კლა­რა 1938 წელს და­ი­ბა­და, სწო­რედ იმ წელს გა­და­ა­სახ­ლეს მა­მა­მი­სი და ოჯა­ხი სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტედ შე­რაცხეს. მას შემ­დეგ, 1960 წლამ­დე მა­ჭა­რაშ­ვი­ლე­ბი წე­რეთ­ლე­ბის სა­სახ­ლე­ში ცხოვ­რობ­დ­ნენ. ამ­ჟა­მად ქალ­ბა­ტო­ნი კლა­რა სახლ-მუ­ზე­უ­მის ფონ­დის მცვე­ლია. მან დი­დი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია გუ­რამ შა­რა­ძეს აკა­კი წე­რეთ­ლი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი ხუთ­ტო­მე­უ­ლის შექ­მ­ნა­ში. ეს ცოცხა­ლი მე­მა­ტი­ა­ნე დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და რუ­დუ­ნე­ბით უვ­ლის და პატ­რო­ნობს მუ­ზე­უმს.

ქალ­ბა­ტო­ნი კლა­რა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით და­თან­ხ­მ­და:
- ყვე­ლა­ფე­რი მე­მო­რი­ა­ლუ­რად ისეა და­ცუ­ლი, რო­გორც აკა­კის დროს იყო - 5 ჰექ­ტარ­ზე მე­ტი ნაკ­რ­ძა­ლა­დაა გა­მოცხა­დე­ბუ­ლი და იმ სა­ხი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­გორც მგო­სანს და­უ­ტო­ვე­ბია. ეზო­ში აკა­კის დრო­ინ­დე­ლი ბეღ­ლე­ბი, სა­ხა­ბა­ზო, ბოს­ლე­ბი, მა­რა­ნი, კა­რის ეკ­ლე­სია, სა­ჯა­ლა­ბო - ყვე­ლა­ფე­რი ისევ ისეა და ეს ფო­ტო­მა­სა­ლით დას­ტურ­დე­ბა. ფო­ტო­ე­ბი, აკა­კის სი­ცოცხ­ლე­ში, და­ვით აბა­ში­ძის მი­ე­რაა გა­და­ღე­ბუ­ლი. ამ სახ­ლ­ში და­ი­ბა­და აკა­კი წე­რე­თე­ლი და აქ­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

მი­სი ოთა­ხიც ხე­ლუხ­ლებ­ლა­დაა და­ცუ­ლი, რო­გორც აკა­კიმ და­ტო­ვა, მხო­ლოდ ლი­ნო­ლე­უ­მია რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აკა­კის გარ­დაც­ვა­ლე­ბის წლი­დან­ვე მო­დი­ო­და ხალ­ხი ამ ოთა­ხის სა­ნა­ხა­ვად, ჩვენ გვაქვს ჩა­ნა­წე­რე­ბის წიგ­ნი, რო­მე­ლიც 1916 წლი­დან იწყე­ბა. არე­ულ 1916-17 წლებ­ში აკა­კის სახლს არა­ვინ შე­ხე­ბია მზაკ­ვ­რუ­ლად, არც ბოლ­შე­ვი­კე­ბი და არც მენ­შე­ვი­კე­ბი, სწო­რედ ეს ადას­ტუ­რებს პო­ე­ტი­სად­მი ხალ­ხის დიდ სიყ­ვა­რულ­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას. თით­ქ­მის ყვე­ლა­ფე­რი და­ცუ­ლი და შე­მო­ნა­ხუ­ლია.



აკა­კი წე­რეთ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ცოლ-შვილ­მა უარი თქვა მის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა­ზე და პა­რიზ­ში გა­ემ­გ­ზავ­რ­ნენ. სახ­ლი სა­პატ­რო­ნოდ აკა­კის საქ­მე­თა მმარ­თ­ველ კო­ტე აბ­დუ­შე­ლიშ­ვილს გა­და­ე­ცა. სწო­რედ მას უნ­და ვუ­მად­ლო­დეთ, რომ აკა­კის ოთა­ხი ხელ­შე­უ­ხებ­ლა­დაა და­ცუ­ლი. აქა­უ­რო­ბას ყუ­რადღე­ბას აქ­ცევ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ შექ­მ­ნი­ლი მწე­რალ­თა ფე­დე­რა­ცი­აც, თუმ­ცა სახ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში დი­დი წვლი­ლი აქა­ურ მაცხოვ­რებ­ლებს მი­უძღ­ვით, უბ­რა­ლო ხალ­ხი უყუ­რადღე­ბოდ არ ტო­ვებ­და და პატ­რო­ნობ­და. 1928 წელს კო­ტე აბ­დუ­შე­ლიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა და სახლს უკ­ვე მი­სი მე­უღ­ლე ანი­კო აბ­დუ­შე­ლიშ­ვი­ლი გა­ნა­გებ­და. შემ­დეგ შე­იქ­მ­ნა მწე­რალ­თა კავ­ში­რი და გა­დაწყ­ვი­ტეს, აკა­კის იუბი­ლე გა­და­ე­ხა­დათ, ამ დროს ჩა­ტარ­და პირ­ვე­ლი რეს­ტავ­რა­ცი­აც.

1939 წელს გა­იხ­ს­ნა სახლ-მუ­ზე­უ­მიც, რო­მე­ლიც 1943 წლი­დან სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უ­მად გა­და­კეთ­და. ყვე­ლა­ზე დი­დი ღვაწ­ლი კო­კი კე­ჟე­რა­ძეს მი­უძღ­ვის, რო­მე­ლიც 1944 წლი­დან 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მფარ­ვე­ლობ­და და პატ­რო­ნობ­და აქა­უ­რო­ბას. სწო­რედ მან მო­ი­ძია ამ­ჟა­მად არ­სე­ბულ ექ­ს­პო­ნატ­თა დი­დი ნა­წი­ლი, მი­სი თა­ოს­ნო­ბით მოხ­და მუ­ზე­უ­მის გა­მარ­თ­ვა და პირ­ვე­ლი გა­მო­ფე­ნის ექ­ს­პო­ნი­რე­ბაც. ყვე­ლა ექ­ს­პო­ნატს თა­ვი­სი ის­ტო­რია აქვს, მა­გა­ლი­თად, აკა­კის აკ­ვა­ნი კო­კიმ 1947 წელს ფილ­მის გა­და­ღე­ბის­თ­ვის ითხო­ვა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მუ­ზე­უ­მი­დან, რის შემ­დე­გაც ექ­ს­პო­ნა­ტი ჩვენ­თან დარ­ჩა...

რო­დე­საც აკა­კის და­ბა­დე­ბის 120 წლის იუბი­ლე აღ­ნიშ­ნეს, მა­შინ­დელ­მა რა­ი­კო­მის მდი­ვან­მა გა­ნიზ­რა­ხა “კარ­გი საქ­მის” გა­კე­თე­ბა - აჩე­ხეს აკა­კის დრო­ინ­დე­ლი ვე­ნა­ხი, გა­ა­კე­თეს კი­ბე­ე­ბი და ეზო­ში ააგეს უსა­ხუ­რი შე­ნო­ბა. ეზო და­ზი­ან­და, და­ირ­ღ­ვა მე­მო­რი­ა­ლო­ბა, მაგ­რამ რა­ი­კო­მის მდი­ვა­ნი ამას არ დას­ჯერ­და, ად­გი­ლი მოს­წონ­და და თა­ვი­სი აგე­ბუ­ლი შე­ნო­ბის მე­ო­რე სარ­თულ­ზე რეს­ტორ­ნის გახ­ს­ნა მო­ინ­დო­მა. ბა­ტონ­მა კო­კიმ დი­დი ბრძო­ლა გა­და­ი­ტა­ნა ამ გა­ნუ­კითხა­ო­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად. მშე­ნებ­ლო­ბა შე­ა­ჩე­რეს, თუმ­ცა მას მე­რე შე­ნო­ბის დან­გ­რე­ვა ვე­რა და ვერ მო­ხერ­ხ­და. დღეს­დღე­ო­ბით, სწო­რედ ამ შე­ნო­ბით მა­ხინ­ჯ­დე­ბა ეზო და ირ­ღ­ვე­ვა მე­მო­რი­ა­ლო­ბა, სხვა ყვე­ლა­ფე­რი ძვე­ლია.



უნი­კა­ლუ­რი ფონ­დი გვაქვს აკა­კის პი­რა­დი ნივ­თე­ბის სა­ხით: აკა­კის სა­მო­სი, ჰალ­ს­ტუ­ხი, იმე­რუ­ლი ფა­ფა­ნა­კი, სვა­ნუ­რი ქუ­დი, პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის საგ­ნე­ბი და ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ხალ­ხის მის­და­მი უდი­დეს სიყ­ვა­რულს გა­მო­ხა­ტავს - მა­გა­ლი­თად, აკა­კის თმა, რო­მე­ლიც სა­თუ­თად შე­აგ­რო­ვა და მო­ი­ტა­ნა და­ლაქ­მა, აკა­კის ნახ­მა­რი საპ­ნის ნა­ჭე­რი, რო­მე­ლიც მო­ი­ტა­ნა სას­ტუმ­როს დამ­ლა­გე­ბელ­მა, უბ­რა­ლო ხალ­ხის სა­ჩუქ­რე­ბი და კი­დევ უამ­რა­ვი რამ. თუმ­ცა, ალ­ბათ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო აკა­კის ბიბ­ლი­ო­თე­კა, სხვა­დას­ხ­ვა პე­რი­ო­დის გა­მო­ცე­მე­ბით ქარ­თულ, რუ­სულ, ფრან­გულ ენებ­ზე. რო­დე­საც ქუ­თა­ის­ში სტამ­ბა და­არ­ბი­ეს, ზუ­რაბ და გრი­გოლ წე­რეთ­ლე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დ­ნენ, საჩხე­რე­ში გად­მო­ე­ტა­ნათ. 1815-1822 წლებ­ში და­ი­ბეჭ­და ცხრა წიგ­ნი, მათ შო­რის უმ­თავ­რე­სი იყო ორი სა­ხა­რე­ბა და სა­მო­ცი­ქუ­ლო, სწო­რედ ეს წიგ­ნე­ბი ინა­ხე­ბა აკა­კის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში.

მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე რი­მა კა­პა­ნა­ძე­საც გა­ვე­სა­უბ­რეთ, გა­ირ­კ­ვა, რომ სა­მუ­ზე­უ­მო საქ­მი­ა­ნო­ბა საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ამ­ჟა­მად მას წე­ლი­წად­ში ათი ათა­სამ­დე მნახ­ვე­ლი ჰყავს, მეტ­წი­ლად სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი. მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­თან სა­უბ­რის დროს ხმა­უ­რი შე­მო­მეს­მა, გა­რეთ გა­მო­ვე­დი და ეზო ხალ­ხით სავ­სე დამ­ხ­ვ­და. ცო­ტა ხან­ში თეთ­რი კა­ბაც შევ­ნიშ­ნე და მივ­ხ­ვ­დი, ქორ­წი­ლი იყო. თურ­მე ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ტრა­დი­ცი­ად ქცე­ულ რი­ტუ­ალს შე­ვეს­წა­რი, ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი ჯვრის­წე­რის შემ­დეგ აუცი­ლებ­ლად სტუმ­რო­ბენ წე­რეთ­ლე­ბის მა­მულს. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა ეს ულა­მა­ზე­სი ტრა­დი­ცია და სი­ცოცხ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბად მე­ნიშ­ნა. ახალ­გაზ­რ­დებ­მა სა­მახ­სოვ­რო სუ­რა­თე­ბი გა­და­ი­ღეს, შემ­დეგ იმ­ღე­რეს და იცეკ­ვეს კი­დეც, აკა­კი წე­რეთ­ლის კარ-მი­და­მო კვლავ მხი­ა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბით აივ­სო...

თეა იაკო­ბაშ­ვი­ლი

კომენტარები

ლალუკა 2016-08-05 22:24
აკაი წერეთლის სახლ-მუზეუმი, კიდევ მინდა ვნახოოოოოოოოო

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები