მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ცენტრალურ უბნებში ცხოვრებას თავისი ხიბლი აქვს, ქართველ სელებრითებში გამოერივნენ ისეთებიც, ვინც პრესტიჟული უბნებიდან ქალაქის შემოგარენში გადასახლდა. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, მაინც დაბინძურებული გარემოა. ბუნებრივია, ქალაქთან ახლოს ცხოვრებას აქვს თავისი მინუსებიც, მაგრამ სუფთა ჰაერზე ყოფნა, როგორც ჩანს ყველაფერს წონის.
მოდელ ანა კოშაძის ოჯახმა, რამდენიმე წლის წინ თქვა უარი თბილისის პრესტიჟულ უბანში ცხოვრებაზე და სახლი ქალაქთან ახლოს აიშენა. კაკლები - ასე ჰქვია იმ უბანს, სადაც ანა მეუღლესთან, ორ შვილთან
და საყვარელ ცხოველებთან ერთად დასახლდა. ეს გახლავთ ადგილი წყნეთსა და ბაგებს შორის, სუფთა ჰაერითა და კარგი ხედით.
- დიდი ხანია, ჩემს ქმარს აქ ნაკვეთი აქვს, სულ გვინდოდა, რომ სახლი აგვეშენებინა, დავიწყეთ, ნელ-ნელა დავადგით თავი ყველაფერს და გადმოვედით კიდეც. წელიწადის ყველა სეზონი აქ განსაკუთრებულად სასიამოვნოა. მეკითხებიან ხოლმე, - შორი არაა ქალაქიდან, არ გიჭირს სიარულიო? მაგრამ როცა მანქანა გყავს, არაფერია რთული, საერთოდ არ მიჭირს და არც დისკომფორტს მიქმნის. სამსახურიდან რომ ამოვდივარ და მანქანიდან გადმოსული ამ ჰაერს ჩავისუნთქავ, ეს ღირს ყველაფრად. დიდი ეზო გვაქვს, მისი მოვლა და გალამაზება არც ისე მარტივი ყოფილა, როგორც შორიდან ჩანს. ყვავილები მზემ გაგვიხმო, ახლა ხეებზე ვნერვიულობ. სიმართლე გითხრა, აქამდე არანაირი სურვილი არ მქონია, ბოსტანი მქონოდა, მაგრამ წელს მომინდა.
ჩვენი ხეებისგან წელს მწირი, მაგრამ ნატურალური ნაყოფი რომ მივიღეთ, ძალიან გაგვიხარდა და სწორედ ამიტომ გამიჩნდა სურვილი, საკუთარ ეზოში მოვიყვანო ის, რისი შესაძლებლობაც მექნება. ეზოში დაგეგმილი გვაქვს დიდი აუზის გაკეთება, იმედია, მოვაბამთ თავს. სახლის მშენებლობისას მინდოდა, დიდი ვერანდა გვქონოდა და გავაკეთეთ კიდეც, მაგრამ რეალურად ნაკლებად ვიყენებთ, ცოტა უფუნქციოდ დაგვრჩა, ალბათ იმიტომ, რომ დიდი ეზო გვაქვს და მაინც აქ გვირჩევნია ყოფნა. 4 წელია აქ ვცხოვრობთ და ბედნიერი ვარ, როცა ყოველ დილით საშინაოდ გამოწყობილს, გაუპრანჭავ-მოუკაზმავს შემიძლია ბავშვებთან ერთად ეზოში გამოსვლა. აქვე მშვენიერი ტყეც გვაქვს, საპიკნიკოდ არაჩვეულებრივი ადგილია.
იხილეთ ვრცლად ანა კოშაძის სახლსა და მის ბინადრებზე - რატომ გაცვალა ანა კოშაძემ თბილისის პრესტიჟული უბანი ქალაქის შემოგარენზე?
მომღერალი მაკა ზამბახიძე ანა კოშაძესთან შედარებით კიდევ უფრო შორს, წყნეთში, ნაძვებში ჩარგულ სახლში გადავიდა საცხოვრებლად. ტყის პირას აშენებული სახლი საკუთარი გემოვნებით მოაწყო და ის სირთულეებიც საკუთარ თავზე გამოსცადა, რაც მშენებლობასა და რემონტს უკავშირდება.
- რატომღაც ვამჯობინე, რომ ქალაქისგან მოშორებით მეცხოვრა. დღეს ყველა მეკითხება, ხომ არ მიჭირს წყნეთიდან თბილისში სიარული. პირიქით, ძალიან მიადვილდება და დამღლელი დღის მერე აქ ძალიან მშვიდად და წყნარად ვგრძნობ ხოლმე თავს. უპირატესობა მივანიჭე გამწვანებას, ბუნებას, ჰაერს. ფაქტობრივად, ჩემი სახლი დგას ტყეში, რომელიც შემოფარგლულია ნაძვებით. ძალიან მსიამოვნებს გარემო, სადაც ახლა ვცხოვრობ. ჩემი ხშირი სტუმრები არიან ციყვები, დილით ტოროლას ხმა მაღვიძებს. გარდაუვალია ისე ჩაიაროს ზამთარმა, რომ არ მოთოვოს. ახლო მომავალში ვგეგმავ ეზოს გამწვანებას. ამ ზაფხულს რამდენიმე ჯიშის ვარდი ჩავრგეთ. მინდა, რომ ბევრი ლამაზი ვარდი იყოს ჩემს ეზოში. ჩემს მეუღლეს კარგად გამოსდის მიწასთან ურთიერთობა. ისეთი ხელი აქვს, რასაც დარგავს, ყველაფერი ხარობს.
ვრცლად მაკა ზამბახიძის წყნეთურ ცხოვრებაზე იხილეთ - მაკა ზამბახიძის სახლი ტყის პირას - „ვამჯობინე, ქალაქისგან მოშორებით მეცხოვრა“
მოდელმა ნინო ორდენიძემ და მისმა მეუღლემ ლევან გვაზავამ დაქორწინების შემდეგ ვაკეში რამდენიმე საცხოვრებელი გამოიცვალეს, თუმცა, საბოლოოდ დაფუძნება მაინც წყნეთში გადაწყვიტეს. გაარემონტეს სააგარკო სახლი და ბავშვებთან ერთად სუფთა ჰაერზე დასახლდნენ.
- მე დავიბადე და გავიზარდე საკუთარ სახლში ქიაჩელის ქუჩაზე, მთელი ჩემი ცხოვრება საკუთარ სახლში მქონდა გატარებული. გათხოვების შემდეგ კი ჯერ ქობულეთის ქუჩაზე ვცხოვრობდი, მერე ატენზე, შემდეგ ბაგებში, მაგრამ ვერაფრით ვერ შევეგუე კორპუსში ცხოვრებას. ეს სახლი გვქონდა სააგრაკაოდ, ზაფხულობით რომ ამოვდიოდით, უკან დაბრუნება აღარ მინდოდა. ჩემი მეუღლეც გიჟდება საკუთარ სახლზე, სულ უნდოდა, რომ გვქონოდა ეზო, სადაც იქნებოდა ბევრი ძაღლი და ეს სურვილიც აისრულა. შარშან დავიწყეთ სახლის რემონტი, ვიფიქრეთ ხელს შევევლებთ, რომ ზაფხულისთვის გვქონდესო, მაგრამ ისეთ აზარტში შევედით, მოდი, ბარემ ესეც გავაკეთოთ, ისიც, ისიც და საბოლოო ჯამში, გადავწყვიტეთ საფუძვლიანად გაგვკეთებინა და აქ გადმოვსულიყავით საცხოვრებლად. წელიწადში თითქმის 5 თვე, მაისიდან - ოქტომბრამდე, მაინც აქ ვიყავით, და სულ ვწელავდი თბილისში დაბრუნების დროს. მაშინ ასეთი გათბობა და პირობები არ გვქონდა და ზამთარში ვერ ვრჩებოდით, ახლა უკვე როცა ყველანაირი კომფორტი შექმნილია, ალბათ აღარასდროს დავბრუნდები საცხოვრებლად კორპუსში. თან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერია, თბილისში უკვე ფაქტობრივად შეუძლებელია სუნთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ბაგები, სადაც ბოლოს ვცხოვრობდით, ეკოლოგიურად სუფთა ადგილად ითვლებოდა, წყნეთი მაინც სულ სხვაა. სამსახურში რომ მივიდივარ, ერთი სული მაქვს სახლში დავბრუნდე, არსად აღარ მინდა წასვლა. ჩემი მეგობრები გაგიჟებულები არიან, როცა რაიმეს აღვნიშვნავთ, ან დღესასწაულია, აღარ განიხილება სხვა ადგილი, აქ ვიკრიბებით ჩემთან. მეკითხებიან ხოლმე, რთული არაა წყნეთიდან სიარული სამსახურშიო, ან თუნდაც ბავშვების მხრივო, მაგრამ მინდა, გითხრა რომ გზას საერთოდ ვერ ვგრძნობ. ჩემი მეგობარი ელენე ხოშტარია ცხოვრობს ტაბახმელაში და იქ რომ მივდიოდი ხოლმე, სულ ვეკითხებოდი, არ გიჭირს ამხელა გზაზე სიარულითქო, ვერ ვგრძნობ გზას საერთოდო, - მპასუხობდა და მეც ასე ვარ, ახლა მივხვდი რას გულისხმობდა. 7 -10 წუთში ვარ თბილისში, საბურთალოდან რუსთაველზე გასვლა შეიძლება უფრო რთული იყოს, ვიდრე აქედან ჩასვლა. ბავშვები ბაგებში სწავლობენ წმინდა გიორგის სკოლაში, ამიტომ მათთვისაც ძალიან იოლია, რამდენიმე წუთში ჩადიან და ამოდიან. მოსაწყობი და დასამთავრებელი გვაქვს ეზო, როგორც გითხარით ჩვენ ივნისში გადმოვედით აქ, მაშინ აუზი ჯერ კიდევ დასამთავრებელი იყო, მუშაობა სექტემბერში დასრულეს, ეს კი ის პერიოდი იყო, როცა დათესვა არ შეიძლებოდა და ამიტომ აქამდე დავრჩით ასე. გაზაფხულიდან კი დავაბარინებთ და მერე დავიწყებთ გამწვანებას, დიდი გეგმები მაქვს, მინდა ლამაზი ყვავილები დავრგო და გავაკეთო პატარა ბოსტანი, მყავს მეგობარი, რომელიც ერკვევა ამ ყველაფერში და მისი დახმარებით აუცილებლად მოვიყვან სისრულეში ჩანაფქირს. აქამდეც მქონდა ბოსტანი, სადაც მომყავდა წიწაკა, ქინძი, კამა, ოხრახუში, რეჰანი, პიტნა, კარგი ნიადაგია და კარგად ხარობდა ყველაფერი. 2 წელი მქონდა ბოსტანი, მაგრამ მერე სარემონტო სამუშაოები რომ დაიწყო, ეზოც დაინგრა და ბოსტანი როგორ გადარჩებოდა?!. ახლა ნახევარი ეზო ძაღლების სახლებს უჭირავს, მაგრამ მაინც გამოვნახავ ადგილს ბოსტნისთვის. ძაღლები ყველას გვიყვარს, მაგრამ ლევანი განსაკუთრებულად გიჟდება მათზე , მთელი რიტულია დილით მათი გამოკვება, მათთან თამაში.. მე სულ მინდოდა, პატარა, სახლის ძაღლი მყოლოდა, მაგრამ ვინაიდან კერძო სახლში ვცხოვრობთ და ეზოში ისედაც გვყავს ძაღლები, ნაწილობრივ მაინც დავიკმაყოფილე სურვილი.
უფრო მეტი ფოტო და ვრცლად ნინო ორდენიძის ინტერვიუ იხილეთ ჟურნალ "შინ"-ის ახალ, მე-16 ნომერში
ციცი ომანიძე

კომენტარები