მილიონერი ბოშების ქალაქი - მათი მდიდრული სახლები გაგაოცებთ!

ბოშების ხსენებაზე ბევრ თქვენგანს ქუჩებსა და მეტროებში მომრავლებული მოწყალების მთხოვნელი ბოშა ბავშვები, თუთიყუშებითა და ბანქოთი მომკითხავი ქალები ან "მოპარული დუხებით" მოვაჭრე ადამიანები გაახსენდება. საქართველოში მცხოვრები ბოშები ბოშათა დიდი არმიის მცირე ნაწილნი არიან. ეს არმია მთელი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ბინადრობს და ძირითადად, რასაკვირველია, მოხეტიალე ცხოვრებას ეწევა. თუმცა რუმინეთში, სადაც ძალიან ბევრი ბოშა ცხოვრობს, მათ მთელი ქალაქი აქვთ, თანაც, ჩვეულებრივი კი არა, სიმდიდრით გამორჩეული ქალაქი, სადაც მილიონერი ბოშები ცხოვრობენ.


 

დიახ, მილიონერი ბოშები, რომლებიც ბუზესკუს ბინადრები არიან. ეს ქალაქი ბუქარესტთან ახლოს მდებარეობს და მნახველს აოცებს.

ქუჩების გასწვრივ ნამდვილი სასახლეებია ჩამწკრივებული, ოღონდაც, უცნაური სასახლეები, ისეთები, რომლებსაც სხვაგან ვერ ნახავთ, რომლების ღირებულება 2-დან 30 მლნ დოლარამდეა და რომლებშიც ნამდვილი ბოშები ცხოვრობენ.

თითოეულ სახლთან აუცილებლად ძვირად ღირებული მანქანები დგას, სახლის პატრონების უმრავლესობა კი ან ჩვეულებრივი ბოშასავით არის გამოწყობილი, ან სრულიად ოქროშია ჩაფლული - ტანსაცმლიან-სამკაულებიან-კბილებიანად. განსაკუთრებით, თუ რაიმე ტიტული აქვს და მით უმეტეს, თუ ამ ქალაქის "მეფეა".

რუმინელ ბოშათა ”მეფის” ფლორიან ჩიოაბას (ტიტული მამისგან ერგო) წლიური შემოსავალი 50-80 მლნ.ევროა. მის კლანში 300-მდე ოჯახი შედის, თითო ოჯახს მინიმუმ 3 მილიონი დოლარის ღირებულების სახლი აქვს.”მეფის” და მისი კლანის საერთო წლიური შემოსავალი 300-400 მლნ ევროა.


 

ბოშათა ”ობშჩიაკი” სხვადასხვა, ლეგალური თუ არალეგალური ბიზნესით ივსება – ამას უზრულველყოფს ვაჭრობა, სასტუმროების ბიზნესი და სხვა. აგრეთვე, რუმინეთიდან დასავლეთ ევროპაში სიგარეტის კონტრაბანდა. კრიმინალური ბიზნესით მიღებული შემოსავლის 5-10% რიგით ბოშებს ”ობშჩიაკში” შეაქვთ.



ამგვარი კონტრაბანდული და არალეგალური გზით მოპოვებული მილიონები მათ სახლებზე სხვადასხვაგვარად აისახება. მაგალითად, მეფის სასახლის შიდა მოპირკეთებაზე 55 კილოგრამი ოქრო დაიხარჯა. ოქროსა და სხვა ძვირფასეულობის წონასა და ოდენობაში ერთმანეთს ეჯიბრებიან კიდეც და ეს მათ გარეგნობასა და სახლებზეც აისახება.



თუმცა სიმდიდრისა და ფუფუნების მიუხედავად, მათ სახლებში ბოშური სტილი, მათი საყვარელი ჭრელი ფერებია შენარჩუნებული და ხშირად დიზაინის ელემენტებზეც არანაირად არ არის ნაფიქრი. ამიტომაა, რომ შეიძლება, უძველესი და უიაფესი სერვანდის გვერდით ოქროთი მოპირკეთებული ბუხარი იწონებდეს თავს, თანამედროვე პლაზმური ტელევიზორის გვერდით კი - მოჩუქურთმებული მეფური საწოლი.



 

 

 

 


ასევე არ არის აქ გასაკვირი, თუ სააბაზანოში ხალიჩებს გაფენენ და სავარძელსაც კი დადგამენ.

დანარჩენი ფოტოებზე შეგიძლიათ თავად იხილოთ და დასკვნებიც გამოიტანოთ.


 



 

ეს კი სასაფლაო და მათებური საფლავები - მათი წესის თანახმად, დაკრძალულს ყველაფერს ატანენ თან და ნამდვილ სახლებს უკეთებენ.

 

კომენტარები

inga 2016-09-20 00:06
ისე მართლა გავს ქობულეთს
ქეთი 2016-03-24 17:35
ისე ქობულეთს მართლა გავს
ქეთი 2016-03-24 17:13
თავისუფალი სულის ხალხია, როგორც უნდათ ისე ხარჯავენ ფულს, არ აინტერესებთ მოდის ტენდენციები და რაც უხარებთ გულს და თვალს იმას აკეთებენ
ანა 2016-03-22 19:00
მომკალით და ქობულეთის სასტუმროებს მაგონებს :)))))
izi 2016-03-09 15:55
vasia taqsistis saxli neta romelia, amboben cnobili milioneriao moldovaSi

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები