არასოდეს შეხვიდეთ სახლში ფეხსაცმლით! და აი, რატომ!

სამეცნიერო კვლევები ამტკიცებენ, რომ გარეთ ნაცვამი ფეხსაცმლით სახლში სიარული ძალიან მავნებელია. მიზეზები საკმაოდ მარტივად ასახსნელია. ფეხსაცმელს ქუჩიდან უამრავი ბაქტერია მიჰყვება. მართალია, ზოგიერთი ბაქტერია სასარგებლოა ჩვენთვის, მაგრამ ძალიან ბევრისგან სერიოზული ხიფათი გვემუქრება.
არიზონის უნივერსიტეტის კვლევებმა 400 ათასამდე სხვადასხვა სახის ბაქტერია აღმოაჩინეს ფეხსაცმელზე. კერძოდ, ფეხსაცმლის ძირების 96%-ზე ნაწლავური ჩხირების ბაქტერიათა ჯგუფი დაფიქსირდა.

"ჩვენ ვაბიჯებთ ისეთ სიბინძურეებს, როგორებიცაა ძაღლისა და ფრინველის განავალი, უამრავ ბაქტერიას საზოგადოებრივ ტუალეტებში - ყველაფერი ეს ნაწლავური ჩხირების წყაროა" - ამტკიცებს ფილოსოფიის დოქტორი, მიკრობიოლოგი, არიზონის უნივერსიტეტის პროფესორი კელი რეინოლდსი.

მეცნიერებმა

აღმოაჩინეს, რომ ბაქტერიები ფეხსაცმლიდან სახლის იატაკზე 90%-99%-ით გადაიცემა. საზოგადოებრივი ტუალეტების იატაკებზე კვადრატულ მეტრზე 2 მილიონი ბაქტერია ბინადრობს.

ჰიუსტონის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ ფეხსაცმლის 39%-ზე ბაქტერია C. Diff (Clostridium difficile) აღმოაჩინა, რომელიც თავისი გამძლეობით რიგი ანტიბიოტიკებისადმი ძალიან მდგრადია. ეს ბაქტერიები ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს, კერძოდ, დიარეას.

სხვა საშიშროება: ტოქსინები

ინსტიტუტის Battelle Memorial კვლევებმა აღმოაჩინა, რომ ფეხსაცმელმა სახლში ტოქსინებიც შეიძლება შეიტანოს. განაგრძეთ კითხვა

კომენტარები

123 2018-10-24 13:21
მეც მეზიზღება ფეხსაცმლით სახლში სიარული, მაგრამ სტუმრებს რას უშვებით?
Tamuna 2018-10-19 16:04
sul magas gavizaxi .kidew kargi aq yvela ixdis pexse
ლალუკა 2018-10-19 10:58
ძაღლების განავლით სავსეა თბილისის ქუჩები და პატრონი არ ყავს ამ საკითხს, ფეხსაცმელი კი არა ტანსაცმელიც გარეთ უნდა დატოვო. დაათრევენ ძროხის ხელა ძაღლებს და იმხელა ფუნებს ტოვებენ, აქოთებულია მთელი ქუჩები, ხალხს ძროხის ყოლა აუკრძალეს თხინვალაში, საცხა სოფელში და რა განსხვავებაა, ისინი სარგებელს მაინც იძლევიან.
ელისო 2016-07-20 08:42
ყოველდღე ვრეცხავ ფეხსაცმლია ძირებს, რამდენჯერაც გარეთ გავალთ.
eka 2016-05-22 18:20
rogorc gazdi ise ikneba chem saxshi eg cesi odidganvea rom fexsacmels tavisi adgili unda kondes.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები