თბილისის შემოგარენში მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა იზრდება.
უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს თბილისთან ახლოს მდებარე მთიან ადგილებსა და მცხეთის მიმდებარედ მიწის ნაკვეთების შეძენის ტენდენცია გამოიკვეთა, რაც შესაძლოა 2021 წელსაც გაგრძელდეს.
ზოგადად, მიწის ნაკვეთების კვადრატული მეტრის ფასი მისი მდებარეობის მიხედვით განისაზღვრება. ღირებულებაზე გავლენას ახდენს ისიც, თუ სად მდებარეობს, რამდენად განვითარებულია ირგვლივ ინფრასტრუქტურა და რამდენად უზრუნველყოფილია კომუნიკაციები - ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი და ა.შ.
უძრავი ქონების პორტალ ss.ge-დან გამოთხოვილი ინფორმაციით, თბილისთან მდებარე ტერიტორიებზე მიწის ნაკვეთის ფასი ასე
(აღებულია მინიმალური და მაქსიმალური კვადრატული მეტრის ფასი)
წყნეთი - 16 დოლარიდან 556 დოლარამდე
საგურამო - 7 დოლარიდან 250 დოლარამდე
წავკისი - 14 დოლარიდან 300 დოლარამდე
მცხეთა - 2 დოლარიდან 210 დოლარამდე
კოჯორი - 11 დოლარიდან 135 დოლარამდე
აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, მიწის ნაკვეთებზე ფასი სტაბილურობას ინარჩუნებს და ის კორონაპანდემიის პერიოდში არ გაძვირებულა. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა გაზრდილია და ტენდენცია წელსაც გაგრძელდება.
წაიკითხეთ: ყველაზე მოთხოვნადი და ნაკლებ მოთხოვნადი უბნები თბილისში
კომენტარები