უძრავი ქონება ყოველთვის ყველაზე ძვირი სიამოვნება იყო და არის კიდეც. სახლის ყიდვა ყოველთვის აცარიელებს ჯიბეს და ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ დიდ იპოთეკურ სესხებს გვაკისრებს. თუმცა, არის მსოფლიოში ადგილები, სადაც სახლის ყიდვა კაპიკებად შეიძლება, მაგრამ გარკეული პირობების დაცვით.
რუბე, საფრანგეთი
ბელგიის საზღვართან მდებარე ამ პატარა ქალაქში სახლები, შეიძლება ითქვას, სიმბოლურ თანხად იყიდება, გაგიკვირდებათ, მაგრამ მხოლოდ ერთ ევროდ ადამიანს შეუძლია გახდეს უძრავი ქონების მფლობელი საზღვარგარეთ.
ეს პროგრამა დაიწყო სახელმწიფომ, რომელმაც გადაწყვიტა ქალაქისთვის, რომელსაც ფრანგები რატომღაც არ სწყალობენ, ახალი სიცოცხლე ეჩუქებინა.
თუმცა სახლის ყიდვის
კობრიჯი, ინგლისი
სტაფორდშირის საგრაფოს ამ პატარა ქალაქში ბევრი მიტოვებული სახლია. ეს ფაქტი სახელმწიფოს არ მოსწონს. მთავრობას დიდი გეგმები აქვს ამ ადგილთან დაკავშირებით, ამიტომაც გადაწყდა მაქსიმალურად შეღავათიანი პირობები შესთავაზონ მას, ვინც აქ სახლის ყიდვას გადაწყვეტს.
ასე რომ, კობრიჯში სახლის საფასური მხოლოდ ერთი ევროა. ბოლო მონაცემებით ქალაქში 20 ასეთი ობიექტია. ხელშეკრულების ხელმოწერის დროს მსურველი ავტომატურად აცხადებს თანხმობას კრედიტზე, 30 000 ფუნტ სტერლინგზე, სახლის გასარემონტებლად და ასევე უნდა წარადგინოს საბუთი, რომ ანგარიშზე აქვს საკმარისი თანხა ახალი სახლის მოსაწყობად. ამ შემთხვევაშიც სახლის გაყიდვა იკრძალება 5 წლის განმავლობაში.
ლივერპული, ინგლისი
ენფილდის რაიონში ძალიან ბევრი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია, ამიტომაც ბევრი ასეთი ობიექტი ადამიანებმა უბრალოდ მიატოვეს. ახლა კი საქმეში სახელმწიფო ჩაერთო, თუ ზემოჩამოთვლილ ქვეყნებში სახლი ახალ მფლობელს საკუთარი ხარჯებით უნდა გაერემონტებინა, ამ შემთხვევაში ამ პრობლემას სახელმწიფო აგვარებს. სახლის ყიდვის მსურველ მხოლოდ ერთი ევროს გადახდა უწეევს, მაგრამ აქაც, რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული ვალდებულებები. ეს საოცარი აქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ მათთვის, ვინც ცხოვრობს და მუშაობს ლივერპულში.
კარეგა-ლიგურე, იტალია
კარეგა-ლიგურე ქვეყნის ყველაზე ნაკლებად დასახლებულ ადგილად ითვლება. ეს ადგილი ზღვის დონიდან 950 მ სიმაღლეზე მდებარეობს. აქ არის მდიდარი ბუნება და ძალიან კარგი ეკოლოგიური მდგომარეობა. სახელმწიფოს ძალიან უნდა ხალხს ამ ადგილში სახლის ყიდვის მოტივაცია გაუჩინოს. სახლის ფასი აქაც 1 ევროა, თუმცა ამ შემთხვევაშიც არსებობს გარკვეული პირობები.
სავალდებულოა სახლის გარემონტება ეკოლოგიურად სუფთა მასალით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს სახლის აუთენტურობა და დასახლების საერთო სტილი, ერთი სიტყვით, სახლის ახალ მფლობელს სოლიდური სამუშაოს ჩატარება დასჭირდება, თუმცა ალბათ შედეგი ამად ღირს.
ლეჩე ნეი მარსი, იტალია
ეს პატარა ქალაქი იტალიის შუაგულში, აბრუცოს რეგიონში მდებარეობს. აქაც მოქმედებს პროგრამა, უძრავი ქონება 1 ევროდ. იმისათვის რომ შეიძინო სახლი, არ არის აუცილებელი იყო ამ ქვეყნის მოქალაქე. არც რეგისტრაცია არის სავალდებულო. სახლებს კერძო მფლობელები ჰყავთ და სწორედ მათ უნდათ ძველი სახლების თავიდან მოშორება.
მყიდველმა უნდა დაფაროს ყველა ნოტარიული ხარჯი, საკადასტრო მოსაკრებელი და სხვა ნიუანსები. ასევე ერთ წელიწადში უნდა მოასწროს სახლის რეკონსტრუქციის გეგმა. გეგმის დამტკიცებიდან ორ თვეში უნდა დაიწყოს სახლის მშენებლობა.
რაპოტენშტეინი, ავსტრია
სახელმწიფო შეფიქრიანებულია იმის გამო, რომ ავსტრიის სამხრეთით მდებარე ამ დასახლებაში მოსახლეობა სულ უფრო და უფრო მცირდება. მთავრობამ გადაწყვიტა ყველა მსურველს მიწის ნაკვეთი უფასოდ გადასცეს. გარკვეული მოთხოვნები, როგორც ხვდებით, აქაც არსებობს, კერძოდ, მიწის მფლობელმა ნაკვეთზე უნდა ააშენოს სახლი და ათი წლის განმავლობაში შექმნას ოჯახი. ვინც ამ შეთანხმებას დაარღვევს, ჯარიმის სახით 12 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.
განჯი, იტალია
ამ ქალაქის ისტორიულ ცენტრში სახლები 1 ევრო ღირს, თუმცა სახლის გაფორმება მის მფლობელს აშკარად უფრო ძვირი დაუჯდება - 600 ევრო. სახლები საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია. თითქმის მთლიანად დანგრეული სახლების საფასური 1 ევროა, შედარებით უკეთესი სახლები კი 84 ევრო ღირს.
ახალი მფლობელი ვალდებულია 5 წლის განმავლობაშ გაარემონტოს სახლი და მიიყვანოს კარგ მდგომარეობამდე.
კომენტარები