რატომ არ იხდიან ამერიკელები სახლში ფეხსაცმელს და უნდა გავახდევინოთ თუ არა სტუმარს ფეხზე


რატომ არ იხდიან ამერიკელები სახლში ფეხზე და უნდა მოსთხოვოს თუ არა მასპინძელმა სტუმარს ფეხზე გახდა. აღმოჩნდა, რომ ამ კითხვაზე მრავალფეროვანი პასუხები არსებობს.
მიზეზები, რატომ არ იხდიან ზოგ ქვეყანაში სახლში ფეხზე.

ადამიანებს ძალიან მოსწონთ და აწყობთ ხოლმე მარტივი პასუხები, მაგალითად ასეთი, იმიტომ არ იხდიან ფეხზე, რომ ბინძურები არიან. თუმცა გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ამერიკაშიც და ევროპაშიც სისუფთავესთან დაკავშირებით ყველფერი წესრიგშია, ფეხზე არგახდის მიზეზი კი შესაძლოა სხვადასხვა იყოს.

ამერიკაშიც იხდიან ფეხზე, მაგრამ უფრო ხშირად ისეთ ოჯახებში, სადაც პატარა ბავშვია ან ალერგია აწუხებთ. ასევე
ასაკოვნები, რომელთაც სახლში წესრიგის დამყარება უჭირთ.
საქმე ის გახლავთ, რომ ამერიკასა და ევროპაში ქუჩები ძალიან სუფთაა, იქ მას დიდი ხანია სპეციალური სარეცხი საშუალებებით რეცხენ. კოვიდის შემდეგ კი ამ სითხეს სადეზინფექციო საშუალებებსაც უმატებენ. ასევე კანალიზაციის იდეალური სისტემაც უწყობს ამ ყველაფერს ხელს, რისი წყალობითაც წვიმის წყალი ქუჩაში დაგროვებას უბრალოდ ვერ ასწრებს და ჭუჭყიანი გუბეებიც არ არსებობს.
გარდა ამისა ქუჩაში ხალხი უმეტესწილად მანქანებით გადაადგილდება და ფეხით მოსიარულეთა რიცხვი მინიმალურია. ამიტომ დღის განმავლობაში ისინი უბრალოდ ვერ ახერხებენ ფეხსაცმელების დასვრას.
არანკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია კლიმატი, ამერიკის და ევროპის უმეტეს ნაწილში არც ისე ხშირად თოვს, წვიმის წყალს კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, სანიაღვრე სისტემა მშვენივრად უმკლავდება.

რაც შეეხევბა ეტიკეტს, აქ აზრი ორად იყოფა. არსებობს მოსაზრება, რომ ეტიკეტის მიხედვით სტუმრად მისულმა ადამიანმა ფეხზე არ უნდა გაიხადოს, ეს განსაკუთრებით ოფიციალურ ვიზიტებს ეხება, როდესაც ადამიანი ელეგანტურად უნდა გამოიყურებოდეს.

თუმცა ყველაფერი მაინც ინდვიდუალურია და ეტიკეტი ითვალისწინებს თითოეული ადამიანის საღ აზრს და ინტუიციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ამა თუ იმ კონკრეტულ სიტუაციაში სასაცილო და უხერხულ მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდეს.

თუ მასპინძელს ერიდება სტუმრისთვის თქმა, რომ მან ფეხზე გაიხადოს, ის უბრალოდ ისე უნდა მოიქცეს, რომ სტუმარი თავად მიხვდეს, რომ ფეხზე გახდა საჭიროა.
ყველაზე მარტივი გამოსავალია, ბახილები იქონიოთ სახლში და მოსულ სტუმრებს ამოაცმევინოთ.
ასევე შეგიძლიათ, შემოსასვლელში მოაწყოთ ისეთი სივრცე, დააფინოთ დეზობარიერი ან ისეთი საფენი, რომ სრულად დეზინფიცირდეს ქუჩიდან შემოსულის ფეხსაცმელი.

და ბოლოს, თუ მაინც მოგიწევთ სტუმრისთვის ფეხზე გახდის თხოვნა, უმჯობესია, ისეთი ფორმულირება მისცეთ, რომლის მიხედვითაც თქვენ პირველ რიგში მის კომფორტზე ზრუნავთ და არა საკუთარ სისუფთავეზე.

კომენტარები

ideodub 2024-10-18 15:12
When the physician asks to interview the patient alone, the nephew refuses to leave the room priligy en france
ნანა 2023-03-16 23:49
თბილისში რაც ბუნკერები გააუქმეს, მეორე უკიდურესობაში გადავვარდით. ადრე თუსადარბაზოები ყარდა.ეხლა ქუჩები. ზაფხულში ვერ გაივლი.
ნატო 2023-03-16 23:19
მეც ბევრჯერ დავწერე მაგრამ არც ქუჩები სუფთავდება და არც არავინ ჯარიმდება,ამიტომაც სახლში სუფთა ფეხით უნდა შეხვიდეთ ან გაიხადოთ.დეზობარიერი კარგი იდეაა
ორი რამ: 2022-05-26 13:31
1. ამერიკელებიც იხდიან ფეხზე! სტუმარს , ცხადია, არ ახდევინებენ და თვითონაც არ იხდიან ასეთ დროს: ხომ უხერხული იქნება, კარგად ჩაცმულ სტუმრებთან შენ ქოშებით დაფრატუნობდე! 2. ამერიკაში არ არსებობს უპატრონო ძაღლი ქუჩაში! (ყოველ შემთხვევაში, 20 წლის განმავლობაში ასეთი რამ არც ერთ ქალაქსა და შტატში ამ მინახავს). ხოლო პატრონს რომ ძაღლი სასეირნოდ გაჰყავს, აუცილებლად(!) უჭირავს ცელოფნის პარკი: თუ მოისაქმა მისმა ძაღლმა, აიღებს იმ ცელოფნით და სანაგვეში აგდებს! - მსაგავსი რამის შემსწრე თბილისში არ ვყოფილვარ, ჩვენდა სამარცხვინოდ...
lalukas-ს 2022-05-26 10:49
" ყველა ძაღლი მძულს უკვე მათი პატრონებიანად" - ქალბატონო, თქვენ მაგ სუნით შიგნიდან ყარხართ და ძაღლის განავალში გერევათ..

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები