ენ რუიზ როსვალდმა და ნიკ ჰარტლიმ თანამედროვე ლონდონური ბინა მე-18 საუკუნის მიგდებულ ფერმაში გაცვალეს. მოდერნიზაციასა და რემონტს თითქმის 10 წელი დასჭირდა. სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა შედეგი სახეზეა.
10 წლის წინ ეს წყვილი ლონდონში, ლოფტის სტილის შესანიშნავ სახლში ცხოვრობდა, თბილად და მშვიდად, სანამ... სანამ ერთხელ ოჯახი ბებია-ბაბუის მოსანახულებლად სკარბოროში არ გაემგზავრა. სწორედ იქ შემოხვდათ გაზეთში განთავსებული ერთ-ერთი განცხადება, რომელიც მე-18 საუკუნის ერთ-ერთი მიტოვებული ფერმის გაყიდვის შესახებ იუწყებოდა. ეს განცხადება მათთვის გარდამტეხი აღმოჩნდა.
ისინი გაემზავრნენ ფერმის მოსანახულებლად. ბევრი ივაჭრეს და სპონტანური
გადაწყვეტილებაც მიიღეს. აიღეს სესხი და დაიწყეს სახლის გარემონტება.
2011 წლიდან მოყოლებული ოჯახი ბედნიერად ცხოვრობს ქალაქგარეთ. ჰარტლი, რომელსაც ქალაქში საკუთარი ტიპოგრაფია ჰქონდა, სოფელში ყავის ბიზნესით დაკავდა. ბავშვები სუფთა ჰაერზე დიდ დროს ატარებენ.
რემონტი ბოლომდე დასრულებული ჯერ კიდევ არ არის, სამუშაო ძალიან ბევრი იყო. სახლი საცხოვრებლად აბსოლუტურად გამოუსადეგარი იყო. მისთვის მეორე სიცოცხლის მისანიჭებლად თითქმის მთლიანად დაშალეს და თავიდან ააწყვეს, გეგმა ბევრად ღია და თანამედროვეა, თუმცა მაქსიმალურად შეინარჩუნეს გეორგიანული არქიტექტურა და სოფლის ატმოსფერო.
ამ სახლის შემყურე ძნელია წარმოიდგინო, რომ აქ ცოტა ხნის წინ ერთი დანგრეული შენობა იდგა.