ყველაზე უცნაური და ლამაზი სასაფლაოები მთელი მსოფლიოდან

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო ტაივანის სასაფლაოდან, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.



გადავხედოთ კიდევ რამდენიმე, სხვებისგან გამორჩეულ და საინტერესო, უჩვეულო თუ ლამაზ სასაფლაოებს მთელი მსოფლიოდან. 


არლინგტონის სასაფლაო აშშ-ში.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ჯარისაკაცების სასაფლაო აშშ-ის დედაქალაქის გარეუბანში, არლინგტონში მდებარეობს. გარდა ჯარისკაცებისა და ომის მონაწილეებისა, ამ სასაფლაოზე ასაფლავებენ პრეზიდენტებს, მოსამართლეებს, ამერიკელ ასტრონავტებს. სასაფლაოს დაახლოებით 3 კვადრატული კილომეტრი უკავია. დღესდღეობით აქ 300 ათასამდე სასაფლაოა.  



ტერასებიანი სასაფლაო პოკ ფუ ლამ, ჩინეთში, ჰონგ კონგში

ეს ჩინეთის ქრისტიანული სასაფლაო ჰონგ კონგის კუნძულის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მას ამფითეატრის ფორმა აქვს. გადაჭარბებული მოსახლეობის გამო 1882 წელს შექმნილი სასაფალაოს გაფართოება ვერ მოხერდა, ამიტომაც მოსახლეობა იძულებული იყოს კლდეებში ტერასები გაეკეთებინა. დროთა განმავლობაში სასაფლაო ამფითეატრს დაემსგავსა. 


წყალქვეშა სასაფლაო აშშ-ში, ფლორიდაში


ეს მსოფლიოში ერთადერთი წყალქვეშა სასაფლაო კრემატორიუმია. მას ნეპტუნის რიფსაც უწოდებენ. სასაფლაო 125 ათას საფლავზეა გათვლილი და პატარა დასახლებას ჰგავ. მისი დათვალიერება
მხოლოდ პროფესიონალ დაივერებს შეუძლიათ, რადგან ის ოკეანის ფსკერზეა. ეს წყალქვეშა სასაფლაო ერთგვარი მავზოლეუმია კრემირებული ნეშტების. გარდაცვლილი ადამიანების ფერფლს ცემენტს ურევენ, აკეთებენ ფილებსა და ქანდაკებებს, მერე კი ოკეანის ფსკერზე ათავსებენ. შემდგომში ეს ყველაფერი ხელოვნურ რიფად იქცევა, სადაც ზღვის ბინადრებიც იმკვიდრებენ ადგილს.


მიცვალებულთა ქალაქი ჩრდილოეთ ოსეთში


უძველესი ნეკროპოლი ოსეთის სოფელ დარგავსის მახლობლადაა. აქ 97-ამდე სამარხია, ძირითადად კოშკის ფორმის. ლეგენდის თანახმად, მე-14 საუკუნეში, ჭირის ეპიდემიის დროს, ხალხი აქ მოდიოდა, სამარხებს აშენებდა  და სიკვდილს ელოდა.  


მხიარული სასაფლაო რუმინეთში, საპანტა



ეს უცნაური, მხიარული სასაფლაო 1930 წელს შეიქმნა რუმინულ სოფელ სეპინცაში, ადგილობრივი მხატვრის მიერ. სასაფალოებზე სახუმარო წარწერებია გაკეთებული მიცვალებულებზე. მხატვრის იდეა კი მოგვიანებით სხვებმა აიტაცეს და ტრადიცია გააგრძელეს.



საგადას დაკიდული კუბოები, ფილიპინები

ეს საკმაოდ ძველი ტრადიციაა, რომელიც ჩინეთისა და ინდონეზიის ტერიტორიაზეა გავრცელებული: გარდაცვლილთა კუბოებს კლდეებზე ამაგრებენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგლილი ასეთი სასაფლაოთი, სადაც დღესაც ასე კრძალავენ ადამიანებს, ექოს ველია საგადაში, ფილიპინებში.  თუმცა ასე ყველას როდი კრძალავენ, მხოლოდ ადგილობრივი უხუცესების ოჯახებს. თანაც, ხშირად ისინი სიცოცხლეში თავადვე იმზადებენ კუბოებს.



სუკრეს მთავარი სასაფლაო, ბოლივია

სუკრეს მთავარი სასაფლაო ბოლივიაში ყველაზე პრესტიჟულად არის მიჩნეული. მიცვალებულის აქ დასაკრძალად ჭირისუფალს 10 000 აშშ დილარის გადახდა უწევს. ამ ფასში მიცვალებული 7 წლის განმავლობაში პანთეონშია მოთავსებული და მხოლოდ ამის შემდეგ ასაფლავებენ სასაფლაოს ტერიტორიაზე, თუმცა არა სამუდამოდ. 20 წლის შემდეგ მიწიდან იღებენ და ნათესავებს გადასცემენ, რომლებსაც შეუძლიათ, სხვაგან დაკრძალონ ან კრემაცია გაუკეთონ. საინტერესოა ისიც, რომ აქ მამაკაცებს დროებით მარხავენ არა ნათესავებთან ახლოს, არამედ კოლეგებთან, რომლებთან ერთადაც, მათი რწმენით, უფრო მხიარულად იქნებიან ამ სასაფლაოზე ყოფნის პერიოდში.


კომენტარები

rezo 2022-08-23 01:33
როდესაც წერთ ჩრდილოეთ ოსეთს, ირიბად აღიარებთ სამხრეთ ოსეთის არსებობას. გაითვალისწინეთ, რა!
gio 2022-08-15 17:18
გრიშა კაკაჩიას აკლდამა ლოჯიხევში რატომ არაა შეყვანილი ამ სტატიაში მაგალითად?
კოკა 2022-08-15 16:04
სამეგრელო მეგონა განთქმული უცნაურობებით და რაის მეგრელები კაცო?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები