თოჯინების სახლი მილიონერის შვილიშვილისთვის - როგორ ანებივრებენ მილიონერები შთამომავლებს

ალექს პაპაკრისტიდისმა ეს თოჯინების სახლი ამერიკელი მილიონერების შვილიშვილს გაუფორმა.
ბილი და ოფელია რუდინები ფორბსის ვერსიით ამერიკის უმდიდრეს ადამიანთა სიაში შედიან. "რუდინ მენეჯმენტი" კომერციულ და ურავ ქონებაზე სპეციალიზირდება. კომპანია 1924 წელს დაარსდა ლიტველთა მიერ და დღესდღეობით ნიუ-იორკის ბაზარზე უძრავი ქონების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა.

სულ ცოტა ხნის წინ მათი ქონება კიდევ ერთი ელიტური უძრავი ქონებით შეივსო. საუბარია თოჯინების სახლზე, რომელიც ოფელია რუდინმა საკუთარ შვილიშვილს აჩუქა. ექვსი წლის გოგონას საჩუქარზე თანამედროვე დიზაინის რამდენიმე ვარსკვლავი ერთდროულად მუშაობ
და.

მინიატიურულ ავეჯი სახლისათვის ანტიკვარულ ბაზარზე იყიდეს და განაახლეს, ახალი შალითები გადააკრეს. იგივე მასალა გამოიყენეს შპალერად. იატაკის გეომეტრიულ დეკორსაც თავისი ისტორია აქვს - ის გოგონას ლონდონის სახლის ინსპირაციით არის შექმნილი.

დიზაინერები, რომლებიც თოჯინების სახლის გაფორმებაზე მუშაობდნენ, ოჯახის დიდი სახლის მოწყობითაც იყვნენ დაკავებული, ეს მინიატიურული სახლი კი შეიძლება მთავარი შემოქმედების შემდეგ დესერტად ჩაითვალოს.


ელ რუდინ-ერლზი დედასთან - სამანტასთან ერთად

კომენტარები

უფ 2022-09-08 16:26
მილიონზე მეტი წელია ადამიანი არსებობსო და რატომ უნდა იყოს პრობლემა ასეთი სახლი ყველა ბავშვს ქონდეს

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები