დედოფლის სიკვდილმა უილიამი და კეიტი მილიარდერებად აქცია - რა ქონებას ფლობს ახლა წყვილი?

დედოფლის გარდაცვალების შემდეგ ახლად გამომცხვარმა კარლ III-მ უფროს ვაჟს და მისს მეუღლეს ტიტულები უბოძა. გარდა ამისა, წყვილმა ძვირად ღირებული აქციებიც მიიღო.

2022 წლის სექტემბერი სამწუხარო სიახლეებით დაიწყო - 8 რიცხვში 96 წლის ასაკში გარდაიცვალა ელისაბედ II. ეს დიდი დარტყმა იყო სამეფო ოჯახისთვის, ბრიტანელებისა და შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიოსთვის. არადა, ზაფხულის დასაწყისში დედოფალმა თავისი პლატინის იუბილე, მმართველობის 70 წლისთავი დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნა. თუმცა, ამის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საზოგადოებაში პრაქტიკულად აღარ ჩნდებოდა, მაგრამ არ ნებდებოდა.

მონარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გასული
წლის ოქტომბერში გაუარესდა, თუმცა დედოფალი საკუთარი მოვალეობის შესრულებას აგრძელებდა. მისი ხანმოკლე გამოჩენებიც კი საზოგადოებაში ბრიტანელებისთვის ზეიმი იყო, ეს მათ მომავლის იმედს უსახავდა. თუმცა დედოფალი გარდაიცვალა და დიდი მწუხარებაც დადგა ბრიტანეთში.
დედოფლის გარდაცვალების შემდეგ მისი შვილი ჩარლზი მეფედ - კარლ III-დ აკურთხეს. ეს უკანასკნელი სამეფო გვირგვინს მრავალი ათეული წელი ელოდა.

ტიტული ელისაბედ დედოფლის ის მხოლოდ უფროს შვილს როდი შეეცვალა. ქეით მიდლტონი და მისი მეუღლე უილიამი კემბრიჯის ჰერცოგების ნაცვლად უელსის პრინცი და პრინცესა გახდნენ. ქეთრინამდე "ხალხთა გულების დედოფლად" მხოლოდ პრინცესა დიანას მოიხსენიებდნენ და მისი გარდაცვალების შემდეგ, 1997 წელს, 25 წელზე მეტი დროის განმავლობაში, ეს ტიტული არავის უტარებია.

გარდა ამისა, წყვილის უფლებამოსილებებიც გაიზარდა და მათი ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესდა - ისინი მილიარდერები გახდნენ. სანდო წყაროზე დაყრდნობით ბრიტანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ პრინცი უილიამის ქონება 1.1 მლრდ. ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული.

წყვილის საკუთრებაში, ახალი მდგომარეობით, 128 000 აკრი მიწაა ინგლისისა და უელსის 20 საგრაფოში, ამაში დარტმურის ეროვნული პარკიც შედის.

კომენტარები

nino 2022-09-18 12:19
მთელი მსოფლიოსთვის მეფის სახელია ჩარლზი ,ჩარლზ მესამე
!
კარლ 3 მხოლოდ რუსულად არის , გეტყობათ ღრუსების ენიდან თარგმნით, ძაან სამარცხვინოა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები