საძინებელში არსებული რომელი ნივთები გვიშლის ხელს ძილში


ვერ იძინებთ, დაიღალეთ აქეთ-იქით ტრიალით, ათასამდე დათვლით? მიმოიხედეთ, იქნებ უძილობას თქვენს საძინებელში არსებული ნივთები იწვევს?

ყვავილების თაიგული


რაც გინდა ლამაზი იყოს ყვავილების თაიგული, მის მიერ გამოცემული მკვეთრი არომატი აღიზიანებს ნერვულ სისტემას, რაც ხელს უშლის ადამიანს ძილში, ფენ შუის სწავლების თანახმად კი ახალმოჭრილი ყვავილები ნეგატიურ ენერგიას ატარებს, რაც უარყოფითად აისახება ძილზე.

მექანიკური საათი


მექანიკური საათი შესაძლოა ძალიან უხდებოდეს თქვენი საძინებლის დიზაინს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მისი მექანიზმის ხმამ შესაძლოა ძილი დაგიფრთხოთ.

სარკე


სარკე საძინებელში არც ისე კარგი გადაწყვეტილება რომ არის, ამას ნელ-ნელა
მივხვდით. დიახ, სიბნელეში სარკის მიერ არეკლილი სივრცე ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე და რა თქმა უნდა, ძილზეც.

სამუშაო მაგიდა


სახლიდანაც რომ მუშაობდეთ და არ გქონდეთ სახლში საკმარისი ადგილი, მაქსიმალურად ეცადეთ სამუშაო ზონა სხვაგან გადაიტანოთ. ერთი შეხედვით ეს სტრესს არ იწვევს მაგრამ, გვერწმუნეთ, დასვენებას და მოდუნებას ხელს ნამდვილად უშლის.

ჟალუზი


ჟალუზი კარგად გვიცავს მზის სინათლისგან თუმცა სრულ სიბნელეს, რაც ასე აუცილებელია სრულყოფილი ძილისთვის, ვერ უზრუნველყოფს.

ვიზუალური ქაოსი


ნებისმიერი ზედმეტი ნივთი, მით უმეტეს საწოლთან ახლოს, აუცილებლად გამოიწვევს თქვენს გაღიზიანებას და ხელს შეგიშლით დაძინებაში.

ტელევიზორი


ტელევიზორს, ისევე როგორც სარკეს, არაფერი ესაქმება საძინებელში და ის აუცილებლად შეგიშლით ხელს სრულყოფილად გამოძინებაში.

ცივი განათება


თუ საძინებელში თავს მყუდროდ ვერ გრძნობთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება განათებას, ცივი განათება ნეგატიურად აისახება ადამიანის ნერვულ სისტემაზე.

შინაური ცხოველები


ძილის დროს შინაურ ცხოველებს, იქნება ეს ძაღლი, კატა ჩიტი, თევზი, ზაზუნა თუ სხვა რამ, საძინებელში არაფერი ესაქმება, გახსოვდეთ, რამე ამ სივრცეში მხოლოდ თქვენი ენერგეტიკა უნდა ტრიალებდეს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები