პირველი აბაზანა ჯერ კიდევ 5 000 წლის წინ გაჩნდა ძველ ინდოეთში. მას შემდეგ აბაზანა და ჰიგიენა ტრიუმფალურად დაბრძანდებიან მთელ დედამიწაზე. წყლის პროცედურების მიღებას კაცობრიობა არც შუა საუკუნეებში უარყოფდა, თუმცა ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი და შესაძლებელი როდი იყო. ფართო მასებისთვის აბაზანა ხელმისაწვდომი მხოლოდ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან გახდა და დღეს ის უკვე ყველა ოჯახშია. თუმცა არსებობს აბაზანასთან დაკავშირებული ერთი შეკითხვა, რომელიც აბაზანის ზომას უკავშირდება.
რატომ არის ის ადამიანის სიგრძეზე მოკლე? ყველამ კარგად ვიცით, რომ თუ ადამიანს ფული აქვს, მას ნებისმიერი ახირების შესრულება
შეუძლია. დღესდღეობით ნებისმიერი ზომის აბაზანის მოძიებაა შესაძლებელი, თუ გაყიდვაში არ იქნება შესაძლებელია დამზადება, მაგრამ, როგორც წესი, ის ბევრად მოკლეა, ვიდრე ადამიანის სიგრძე.
საქმე ის გახლავთ, რომ მიუხედავად ტიპისა, აბაზანა ემორჩილება ორ ძირითად წესს: პირველი, ეს არის სიგანე, რომელიც სტანდარტული კარის სიგანეს არ უნდა აღემატებოდეს. აბაზანა არ უნდა იყოს ძალიან განიერი, ის თავისუფლად უნდა ეტეოდეს სტანდარტული ზომის კარში. გამონაკლისი მხოლოდ სპეციალური შეკვეთით დამზადებული აბაზანაა. მეორე პარამეტრი ადამიანის საშუალო სიმაღლეა, რომლადაც 165 სმ მიიჩნევა და როგორც წესი, ეს არის მაქსიმუმი, რა ზომაც სტანდარტულად იყიდება.
ანუ არსი მდგომარეობს იმაში, რომ აბაზანა არ უნდა იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ ადამიანი მასში ბოლომდე გაიმართოს. ეს ითვალისწინებს ადამიანის უსაფრთხოებას. ბანაობის დროს ზრდასრული ადამიანი ცუდად რომ გახდეს, ის აბაზანაში არ ჩაიძირება, იმ შემთხვევაშიც კი, აბაზანა ბოლომდე სავსე რომ იყოს.