იყიდება სახლი საკუთარი პარკით, ატრაქციონებით და უცნაური ინტერიერით - დაათვალიერეთ

უნიკალური ლოტის ღირებულება 3,99მლნ-ია.
აშშ-ში, კალიფორნიის შტატში გაჩნდა შესაძლებლობა, რომ კლიენტი ერთდროულად სახლის, პარკის და ატრაქციონის მფლობელი გახდეს. ამ უძრავი ქონების შეძენა შესაძლებელია 3,99 მლნ. დოლარად.

როგორც რეალტორი აცხადებს, ატრაქციონები სახლის მფლობელებმა წვეულებების მოსაწყობად შეიძინეს.
პარკში არის ორი ცალი ეშმაკის ბორბალი, მატარებელი და სხვა გასართობები.


რეალტორმა განმარტა, რომ ყველა ატრაქციონი მწყობრშია და მუშაობს.
სახლის ფართობი 789 კვ.მ.-ია. სახლში არის 7 საძინებელი, ექვსი აბაზანა, რამდენიმე მისაღები ოთახი და სამზარეულო სასადილო ზონით. არის ლიფტი, საბანკეტო დარბაზი სტუმრების მისაღებად, 12 კაცზე გათვლილი სრულფასოვანი
ბარი.

სახლი გამოირჩევა მრავალი საკოლექციო ნივთით. მაგალითად, საბანკეტო დარბაზში შეგიძლიათ ნახოთ ელვის პრესლის ფიგურა, ასევე ძველი თოჯინების ცოტა საშიში კოლექცია.

გარედან სახლს აქვს ტერასა რამდენიმე მოსასვენებელი ზონით და სასადილო ადგილით. ეზოშიც არის . ქანდაკებების კოლექცია, როგორც ჩვეულებრივი, ისე იშვიათი სახის ცხოველების, ასევე თოვლის კაცის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები