ამ ბრიტანელ მამაკაცს 5 წელი დასჭირდა საიმისოდ, რომ ძველი გამოქვაბული მშვენიერ აპარტამენტებად ექცია

ადამიანები დიდი ხანია გამოვიდნენ ეპოქიდან, როდესაც გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ. კაცობრიობა დღითი დღე ცდილობს დახვეწოს საცხოვრებელი პირობები და მაქსიმალურად კომფორტული საცხოვრებელი გარემო მოიწყოს. თუმცა არსებობენ ორიგინალური აზროვნების მქონენი, რომლებიც არ უშინდებიან ექსპერიმენტებს და ნაცვლად იმისა, რომ შეიძინონ უკვე არსებული და მოწყობილი სახლი, ან ააშენონ მაინც, ყიდულობენ გამოქვაბულს და ცდილობენ ის საცხოვრებელ ადგილად აქციონ. სწორედ ასე მოიქცა ერთ-ერთი წარმატებული ბრიტანელი, რომელმაც საკუთარი ოცნების რეალიზაციას 200 ათასი აშშ დოლარი და 5 წელი მიუძღვნა. მისი ოცნება იყო ჰქონო
და არაორდინალური საცხოვრებელი გარემო, რომელიც მინიმალურად დააზიანებდა გარემოს და ხარჯებიც მიზერული ექნებოდა.




ყველამ კარგად ვიცით, რომ დიდი და კომფორტული სახლი ადამიანის ფინანსური კეთილდღეობის ერთ-ერთი ნიშანია. თუმცა დრომ გვიჩვენა, რომ მხოლოდ დიდი სახლი და კომფორტი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანმა თავი ბედნიერად იგრძნოს. პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები ეძებენ გზებს, რომ გაექცნენ ცივილიზაციას და სიმშვიდეში დასახლდნენ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ადამიანი გახლავთ ანჯელო მასტროპიეტო, ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის მენეჯერი, რომელმაც საკუთარი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტა.





ეს გამოქვაბული ანჯელომ პირველად 1999 წელს ნახა ველოსიპედით სეირნობის დროს. წვიმის დროს თავი შეაფარა. მაშინ პირველად გაუელვა თავში აზრმა, რა კარგი იქნებოდა იქ ცხოვრება. 10 წლის შემდეგ სამსახურიდან ავსტრალიაში გაგზავნეს, სადაც მას მძიმე დიაგნოზი, გაფანტული სკლეროზი დაუდგინეს. ამ დიაგნოზმა სრულიად შეცვალა მისი წარმოდგენები და დამოკიდებულება ცხოვრებისადმი.
სახლში, დიდი ბრიტანეთში დაბრუნებული შემთხვევით განცხადებას გადააწყდა, სადაც აუქციონზე იყიდებოდა მიწა სწორედ იმ გამოქვაბულით, რომელიც მან ჯერ კიდევ 199 წელს სულ შემთხვევით მოინახულა. ანჯელომ შეისყიდა მიწა და 2015 წელს დაიწყო გამოქვაბულის რეორგანიზაციის პროცესი. მიიღო გამოქვაბულის ტრანსფორმაციის ნებართვა და შეუდგა სამუშაოებს.

გამოქვაბული საცხოვრებელ სახლად ქცევას დიდი ძალისხმევა რომ დასჭირდებოდა, ალბათ ამაზე საუბარიც ზედმეტია. ბუხრის ადგილი საკუთარი ხელით გაამზადა, ასევე საკვამლე არხი. ამოთხარა 18 მ-იანი ჭა. გამოქვაბულიდან 80 ტონამდე ქვა გაიტანეს, რომელიც შემდეგ ტერასის გაკეთებას მოხმარდა. ეს საკმაოდ რთული შრომა იყო, რომელთან გამკლავება ადამიანისთვის მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა ენთუზიაზმის წყალობით ბრიტანელმა ყველა სირთულე დაძლია და შედეგად საოცარი სახლი მიიღო.


სახლის მოწყობას და დეკორატიულ გაფორმებას 1,5 წელი დასჭირდა. გაკეთდა კარები და ფანჯრები.
ყველაზე რთული საქმე იატაკის მოპირკეთება აღმოჩნდა, უნდა დამალულიყო კომუნიკაციები და ასევე დამონტაჟებულიო გათბობა.


სულ ბოლო ეტაპი კი ავეჯის შერჩევა გახლდათ, რომელთა უმრავლესობა შეკვეთით დამზადდა.
საბოლოოდ ანჯელომ ეს ყველაფერი ოჯახურ ბიზნესად აქცია და გააკეთა მაღალი კლასის სასტუმრო, რომელსაც შენარჩუნებულ აქვს ძველი იერსახე, თუმცა სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ელემენტებით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები