თითქმის ყველა ოჯახში მოიძებნება ძველებური ნივთი, ბებიის ან ბებიის ბებიის დროინდელი, რომელიც ჩვენთვის ძვირფასია, როგორც მოგონება, თუმცა აქვს კი ამ ნივთს მატერიალური ფასეულობა? ამის გარკვევა ადვილი ნამდვილად არ არის და მოდით ვნახოთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება.
ამა თუ იმ ნივთის რეალური და ჭეშმარიტი ფასის განსაზღვრა, რა თქმა უნდა, მხოლოდ პროფესიონალებს შეუძლიათ, თუმცა პირველადი ანალიზი, სურვილის შემთხვევაში, ჩვენც შეგვიძლია გავაკეთოთ, თუ გვეცოდინება რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი.
თუ ძველებური ნივთი ძვირფასი მასალით არის დამზადებული, არის მოოქროვილი, მოვერცხლილი ან შემკობილი ძვირფასი ქვებით, ეს ნივთი
ჩვენთან 50 წლის ნივთი უკვე ანტიკვარად ითვლება, თუმცა ევროპისთვის ეს ვადა საკმარისი არ არის. აქ ანტიკვარად 1830 წლამდე დამზადებული ნივთები მიიჩნევა. ნივთები კი, რომელთა ასაკიც 20-50 წელია, ვინტაჟურ ნივთთა სიაში შედის.
თუ ესა თუ ის ნივთი მცირე ტირაჟით არის გამოსული, მისი ფასი უფრო მაღალია. ხელნაკეთი ნივთის, რა თქმა უნდა, უფრო ძვირი ღირს, რადგან ის მხოლოდ ერთია, ექსკლუზიურია.
სანამ ბებიის სამკაულს შეაფასებდეთ, აუცილებლად კარად გააწმენდინეთ და გააპრიალეთ, ამის გაკეთება სახლშიც არის შესაძლებელი და სპეციალურ სალონებშიც. ეს ეხება ვერცხლის ნივთებსაც, იქნება ეს დანა-ჩანგალი, შანდლები, სამკაულები თუ სხვა აქსესუარები.
რაც შეეხება ბროლს და ფაიფურს, ჭიქებსა და ლარნაკებს შორისაც არის შესაძლებელი ნამდვილად ძვირფასი ნივთების აღმოჩენა. კარგად დააკვირდით, რა არის დაწერილი ჭურჭლის, ამ თუ იმ ნივთის მეორე მხარეს, წარწერა შესაძლოა ძალიან საინტერესო აღმოჩნდეს. თუ სერვიზი სრული შემადგენლობის არის, მიუხედავად ბზარებისა და დეფექტებისა, მისი ფასი შედარებით მაღალი იქნება.
რაც შეეხება ნუმიზმატების ინტერესის საგანს, მონეტებს, აქ საქმე შედარებით მარტივად არის, უბრალოდ უნდა წაიკითხოთ, რომელ წელს არის გამოშვებული.
ანტიკვარი შესაძლოა აღმოჩნდეს ისეთი ნივთიც, რომელსაც შესაძლოა საერთოდ არ აქცევდით ყურადღებას, ეს შესაძლოა იყოს ბებიის ნაქონი ძველი კოსტიუმი ან ლაბადა, ანაც სხვა რამ, უბრალოდ კარგად დააკვირდით იარლიყს.
ბევრ ჩვენგანს აღმოუჩენია სახლში ნაძვის ხის ძველი სათამაშოები, მათ შორის შესაძლოა აღმოჩნდეს ხელნაკეთი ნივთი, რომელსაც ფასი ნამდვილად აქვს. ასეთი ნივთი ძირითადად დამზადებულია 1970 წლამდე.
ერთი სიტყვით, სანამ ძველმან ნივთებს ნაგავსაყრელზე მიუჩენთ ადგილს, კარგად დააკვირდით ანტიკვარისთვის დამახასიათებელ ნიშნებს.