მამამ პატარა ქალიშვილს ზღაპრული სახლი მოუწყო - "ადვილი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა მოტივაციისთვის ჩემი პატარა გოგონას ფოტოს ვუყურებდი და ძალა მემატებოდა"

ყველა პატარა გოგონა ოცნებობს პრინცესობაზე და პრინცესულ სახლსა თუ ნივთებზე. როდესაც მშობლებიც ასე ფიქრობენ და ცდილობენ, შვილს მართლაც ზღაპრული სამყარო მოუწყონ, ნამდვილად მისასალმებელია. ამ გოგონას გაუმართლა. მამამ ოცნება რეალობად უქცია და აჩუქა ზღაპრული სახლი.




ჯერ ხე დახატა, შემდეგ მაკეტი შექმნა და იდეის განხორციელებას შეუდგა. გააკეთა ხის კარკასი, შემოავლო ბადე და შიგნით სადენები გაიყვანა განათებისთვის. სპეციალური ბეტონის მასალით ტოტები გააკეთა, ჩიტის ბუდეზეც კი იფიქრა. ბოლოს ყველაფერი შეღება, რათა რეალური სახე მიეცა.



თითქოს რთული არაფერია, მოსასმენად ადვილია, მაგრამ ამ ყველაფრის რეალიზებას დაახლოებით
წელიწად-ნახევარი დასჭირდა. ფინანსურადაც საკმაოდ ძვირად ღირებული პროექტი აღმოჩნდა - 4 000 აშშ დოლარამდე დაჯდა.




ხე ულამაზესი გამოვიდა და რაც მთავარია, ისეთი მყარი, რომ ხის ტოტებზე სამ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია დაჯდომა.
- ამის გაკეთება ადვილი ნამდვილად არ ყოფილა, - იხსენებს მამა, - თუმცა მოტივაციისთვის ჩემი პატარა გოგონას ფოტოს ვუყურებდი ხოლმე და თითქოს ძალა მემატებოდა, იმდენად მინდოდა მისი გაოცება და გახარება. მისი ღიმილი ჩემი მთავარი იარაღი იყო, - გამოტყდა მამა და პროექტის ავტორი.


კომენტარის დამატება