კურდღელს რომ არ აწყენინოთ - რისი დაკიდება არ შეიძლება ნაძვის ხეზე 2023 წელს

კურდღელი მშვიდი და კეთილი ცხოველია, თუ არ გააბრაზებთ...
20203 წელი შავი კურდღლის წელი რომ არის, ყველამ კარგად ვიცით, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. კურდღელი გამოირჩევა სიმშვიდით, სიკეთით, მას უყვარს ოჯახი და სიმყუდროვე. ასე რომ, ახალ წელს მისგან უნდა ველოდოთ ოჯახურ კეთილდღეობას და ასევე ფინანსურ წარმატებასაც.


საამისოდ კი მის სათანადოდ უნდა დახვდეთ, სათანადო დეკორით, რაც ეხება ასევე ნაძვის ხის გაფორმებას და მორთვას.
ახალი წლის ენერგეტიკული ცენტრი სწორედ კურდღელია. ამიტომაც ნაძვის ხის მორთვის დროს აქტუალურია შავ-ლურჯი ფერი, მწვანე, წითელი, ყავისფერი. სათამაშოები შეიძლება იყოს როგორც
ფაიფურის, ისე უბრალო. აუცილებელია, რომ გქონდეთ კურდღლის გამოსახულება, უმჯობესია - მჯდომარე.


ნაძვის ხის გაფორმებისას სასურველია ასევე გამოიყენოთ ახალი წლისთვის ტრადიციული წითელი ფერი.
რაც შეეხება სხვადასხვა სახის ცხოველების გამოსახულებებსა თუ ნახატებს,  გირჩევთ სიფრთხილით მოეკიდოთ, ზოგიერთმა ცხოველმა შესაძლოა დააფრთხოს კურდღელი. მაგალითად, ლეოპარდმა, ვეფხვმა, მგელმა და ა.შ. ამიტომ უმჯობესია მსგავსი გამოსახულებებისგან თავი შეიკავოთ.

გვინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ წელს აქტუალურია ასევე ხელოვნური ვერცხლისფერი ნაძვის ხე.
ეცადეთ, რომ ახალი წლის სუფრასა და ნაძვის ხეზე გქონდეთ ისეთი ატრიბუტი, რაც კურდღელს უყვარს, მაგალითად სტაფილო.

რომელ ფერებში მოვრთოთ ნაძვის ხე ფენ შუის მიხედვით? - 4 რჩევა, თუ როგორ მოვიზიდოთ ბარაქა და ბედნიერება 2023 წელს


როგორ მოვიზიდოთ წარმატება, როგორ შევხვდეთ და როგორი იქნება 2023, წყლის შავი კურდღლის წელი

კომენტარის დამატება