მამაკაცები ძალიან ხშირად ფიქრობენ ხოლმე, რომელი ყვავილი აჩუქონ საყვარელ მანდილოსანს. იდეალური საჩუქარი ხომ უნდა შეესაბამებოდეს ადრესატის ხასიათსა და გემოვნებას და ამავე დროს საჩუქრის ავტორის გრძნობებიც უნდა გამოხატოს. ყვავილებს ძალიან კარგად შეუძლიათ ადამიანების გრძნობების ზედმოწევნით გადმოცემა.
ვიქტორიანულ ეპოქაში ყვავილების მეშვეობით შეიძლებოდა სიყვარულის ახსნა, თანაგრძნობის გამოხატვა ან თუნდაც ადამიანის მიმართ სიძულვილის გრძნობის აფიშირება.
ყვავილების ეტიკეტი დღევანდელ დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას. კონსულტანტი ფლორისტები გვირჩევენ, როგორ შეიძლება გამოვხატოთ ემოციები თაიგულის მეშვეობით.
საამისოდ არსებობს სამი ძირითადი კრიტერიუმი - რაოდენობა, ფერი და სიმბოლიკა.
რაოდენობა
ფლორისტებში მიღებულია რიცხვთა შემდეგი მაგია
- 5 - გამოტყდომა
- 7 - სიყვარული
- 9 - თაყვანისცემა
თუ ყვავილების რაოდენობა 12-ზე ნაკლებია, მაშინ უნდა იყოს კენტი, წყვილი ყვავილი სამგლოვიაროდ ითვლება. თუ 12-ზე მეტია. მაშინ სასურველია იყოს 6-ის ჯერადი, მაგალითად, 13 ყვავილის ჩუქება ცუდ ტონად ითვლება.
თუ თქვენ 1 ცალი ყვავილის ჩუქება გადაწყვიტეთ, ეს ყვავილი უნდა იყოს ექსკლუზიური, ის განსაკუთრებული გრძნობის დემონსტრაციას ახდენს - შენ ჩემო ერთადერთო!
ფერი
საყოველთაოდ გავრცელებული აზრის თანახმად, ყვითელი სულაც არ არის განშორების ფერი, ის მეგობრობის ფერია. ფერთა გამა კი შემდეგს მოგვითხრობს:
- წითელი - სიყვარული, ვნება
- ვარდისფერი - ყმაწვილკაცური გატაცება, მამობრივი, ნათესაური სიყვარული
- ნარინჯისფერი – სიხარული, დღესასწაული
- ოქროსფერი - სიმდიდრე
- ლურჯი და ცისფერი – ერთგულება, ოჯახი
- იასამნისფერი - დიდება, ღირსება
- მწვანე - იმედი
- თეთრი - სისპეტაკე, სიწმინდე
სიმბოლიკა
ფლორისტული სიმბოლიკა სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვანაირი აქვს. მაგალითად, ევროპაში ქრიზანთემები მოკრძალებულ ყვავილად ითვლება, მწუხარებას გამოხატავს, ამომავალი მზის ქვეყანაში კი მას სულ სხვა დატვირთვა აქვს, ის დიდი ხნის სიცოხლის სიმბოლოა.
ყველა თაიგულს თავისი დრო აქვს
თაიგულის შექმნის დროს პირველ რიგში უნდა გაითვალისწინით მიზეზი და იმ პიროვნების ხასიათი, ვისთვისაც არის განკუთვნილი ეს თაიგული.
რაც შეეხება მანდილოსნის ასაკსა და სტატუსს, გირჩევთ შემდეგს:
გოგონებისთვის სასურველია შეარჩიოთ ჯერ კიდევ გაუშლელი ბუტონი. ეს ხაზს გაუსვამს მის სინორჩეს. უპირატესობა მიანიჭეთ ღია ფერებს. ქალიშვილს შეგიძლიათ აჩუქოთ თეთრი ან ვარდისფერი ტიტები. უბრალოდ ნაცნობს კი - ყვითელი.
თუ თაიგულს მეორე ნახევრისთვის არჩევთ, მას საფუძვლად მისი საყვარელი ყვავილები უნდა დაუდოთ. ყველაზე კარგი არჩევანი მაინც ვარდები იქნება. მეუღლისთვის შეარჩიეთ დიდი, წითელი ვარდების თაიგული.
ზოგიერთ მანდილოსანს ვარდების თაიგული ძალიან ბანალურად მიაჩნია, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მას რამე ეგზოტიკური ყვავილი, მაგალითად სამეფო ორქიდეა აჩუქოთ.
თუ თავად ვერ ახერხებთ საყვარელი ადამიანისთვის ყვავილების მირთმევას, გაუგზავნეთ მას თაიგული, მაგრამ არ დაგავიწყდეთ შიგნით ღია ბარათის ჩადება.
დედას, ბებიას და სხვა ნეთესავებს ნუ აჩუქებთ ისეთ ყვავილებს, რომლებიც მალე ჭკნება, ამ შემთხვევაში გირჩევთ არჩევანი ქოთნის ყვავილებზე შეაჩეროთ.
საქმიანი ქალბატონის თაიგული კი ელეგანტურობით უნდა გამოირჩეოდეს. ეცადეთ თაიგულში არ ფიგურირებდეს ბრჭყვიალა ქაღალდი, ეცადეთ ყვავილები იყოს ცისფერ ფერებში. რაც შეეხება თქვენს კოლეგებს, რომლებთანაც კარგი ურთიერთობები გაქვთ, ამ შემთხვევაში უპირატესობა მიანიჭთ ტიტებს ან გიაცინტებს.
როგორ შევარჩიოთ ცოცხალი ყვავილები
იდეალური თაიგულის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შტრიხია ცოცხალი ყვავილები. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და თქვენი საჩუქარი შეუდარებელი იქნება.
ეცადეთ თაიგულის შესაფუთი ქაღალდი იყოს გამჭვირვალე, მაშინ შეძლებთ დაინახოთ, რა იმალება მის ქვეშ და თავს აარიდებთ დამპალი ფოთლებისა და ტოტების შემოპარებას.
ყურადღებით დაათვალიერეთ ბუტონი, არ იყიდოთ ისეთი ყვავილი, რომელსაც კიდეებზე შავი ზოლები დაყვება, შავი ზოლი იმის ნიშანია, რომ ყვავილი ჭკნობას იწყებს. ზოგიერთ ყვავილს, მაგალითად ვარდს, უნდა ჰქონდეს ეგრეთ წოდებული პერანგი, კიდის ფოთლები, თუ ეს ფოთლები არ აქვს, ე.ი. შემოცლილი აქვს, რათა არ ეტყობოდეს, რომ ჭკნება.
კარგად დაათვალიერეთ მოჭრის ადგილი, თუ ის ღია ფერის არის, მცენარე სულ ახალი მოჭრილია.
ყვავილები ზოგჯერ ყველაზე ძვირფას საჩუქარზე ძვირფასია.
და ბოლოს, ეცადეთ თაიგული მაღაზიაში შეიძინოთ და არა ქუჩაში, ასე თქვენი მოტყუების შანსი ნაკლები იქნება.