ბოლო დროს თანამედროვე ბაზარზე ყოფილი საბჭოთა კავშირის დროინდელი ნივთებისადმი მოთხოვნა შეინიშნება. ბევრი ადამიანი მზადაა, საკმაოდ სოლიდური თანხები გადაიხადოს ნივთებში, რომელიც, შესაძლოა, სახლში გიყრიათ და უბრალოდ მტვერს გიგროვებთ. მოდით ვნახოთ, მაინც რომელი ნივთებია მოთხოვნადი ყველაზე მეტად ბაზარზე?
ჟეტონი
ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია ოფიცრის ჟეტონები, რომელსაც ჯარისკაცებს და ოფიცრებს ურიგებდნენ და რომელზეც მითითებული იყო საიდენტიფიკაციო ნომერი.
მედლები
სპორტული მიღწევებისთვის მედლების გაცემა 1935 წელს დაიწყეს. 50-იანი წლებიდან ასეთ მედლებს მხოლოდ სერიოზული მიღწევებისთვის გასცემდნენ. ახლა ეს მედლები, მიუხედავად იმისა, რომელ წელს არის გაცემული და რისთვის,
თემატური მარკები
მარკები ფასდება რამდენიმე ნიშნის მიხედვით. ეს გახლავთ რარიტეტი, გამოშვებული ეგზემპლარის რაოდენობა, ისტორიული ღირებულება, მაგალითად საბჭოთა ცირკის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი მარკა საკმაოდ ძვირად ფასობს, რამეთუ ის ჯერ ცირკის 40 წლისთავისთვის იყო გამოშვებული, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო ამოიღეს და 1972 წელს თავიდან გამოუშვეს უკვე 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად. ეს გაურკვეველი ფაქტები მარკის ფასს ერთიორად ზრდის.
მონეტები
თანამედროვე ბაზარზე ნებისმიერი საბჭოთა მონეტა აჟიოტაჟს იწვევს და მოთხოვნადიც არის. ყველაზე იშვიათი და 1947 და 1958 გამოშვებული მონეტებია.
კოსმოსური ატრიბუტები
თუ შემთხვევით აღმოაჩინეთ ნივთი, რომელიც ადამიანის კოსმოსში პირველ გაფრენას უკავშირდება, იღბლიანი ყოფილხართ. იმ პერიოდის ატრიბუტები საკმაოდ ძვირად ფასობს. 1957 და 1965 წელს გამოშვებულ საიუბილეო მონეტებს კი განსაკუთრებული ფასი და ინტერესი გააჩნია.
კომენტარები