ფლორისტი ზურა შევარდნაძე უცხო ადამიანის მიერ მიძღვნილ მოულოდნელ საჩუქარზე სოციალურ ქსელში წერს:
"მუყაოს დიდი ყუთი დამხვდა დილით ბაღის კარებთან.
საგულდაგულოდ შეუფუთავს და ჩაულაგებია, წერილიც ახლავს.
"ზურაბ, შვილო, 78 წლის დოდო დეიდა ვარ. დალხინებულად არასდროს მიცხოვრია მაგრამ ერთ საშუალო ოჯახს რომ ეყოფოდა, ყველაფერი მქონდა ყოველთვის.
ახლა უფროს შვილთან, რძალთან და სამ შვილიშვილთან ერთად ვცხოვრობ, თქვენს ბაღთან არც ისე შორს, ვაზისუბანში. მეუღლე აღარ მყავს, სამი წლის წინ დავკარგე.
ჭურჭელი, რომელიც თქვენთვის გადავაწყვე, ჩემს სახლში აღარავის აინტერესებს, არც შვილს, არც შვილიშვილებს, არც რძალს, ბევრი ახალი რაღაცები მოზიდეს და იმას იყენებენ. კიდევ ბევრს მოვაგროვებ,
თუ გაგიტყდებათ, არ ინაღვლოთ, ძვირფასი არცერთი არაა, მაგრამ გულით გჩუქნით.
იცოცხლე, შვილო, კეთილ, ლამაზ საქმეს აკეთებ და ბედნიერი წელი მინდა, გისურვო.
თქვენი საქმის და თქვენი პატივისმცემელი, დოდო დეიდა."
ამის წამკითხველი ბედნიერი შეიძლება, არ იყო ადამიანი?
მადლობ, ჩემთვის უცნობო, მაგრამ საყვარელო დოდო დეიდა."- წერს ზურა შევარდნაძე.
კომენტარები