სახლი, რომელიც ყველა მეზობელს სძულს - 9 ფერში შეღებილი საცხოვრებელი


ამ მხატვარმა ქალბატონმა გადაწყვიტა ოკეანის სანაპიროზე მდებარე საკუთარი სახლი ხელოვნების ნიმუშად ექცია, თუმცა...ზოგ ადამიანს ეს შედევრი, შეიძლება ითქვას, უბრალოდ აღიზიანებს.


ეს გახლავთ სახლი სანტა ბარბარაში, კალიფორნიის შტატში, ხედით ოკეანეზე და გარშემორტყმული საოცარი სიმწვანით, ერთი სიტყვით, სახლს აქვს
ყველაფერი, რაზეც ადამიანმა შეიძლება იოცნებოს, მაგრად მისმა პატრონმა, ჯეინ გოტლიბმა გადაწყვიტა, რომ ეს მოსაწყენი ადგილია, ხორცისფერი კედლები სასწრაფოდ გადაღება. სახლის გარე ფასადი ცხრა ფერშია შეღებილი, ინტერიერი კიდევ უფრო შთამბეჭდავია. ცისარტყელას შვიდი ფერის გამოყენებას 2 თვე დასჭირდა. მხატვარს ყოველწლიურად სოლიდური თანხა სჭირდება საიმისოდ, რომ
სახლს ფერები შეუნარჩუნოს, კალიფორნიის მცხუნვარე მზე ხომ საღებავს ძალიან მალე ახუნებს.



ქალბატონი ამბობს, რომ სტუმრებს მისი სახლი ძალიან მოსწონთ, ამბობენ, რომ ასეთ სახლში ადამიანი თავს უბედურად უბრალოდ ვერ იგრძნობსო, რაც მას ახარებს და აბედნიერებს.


აი რაც შეეხება მეზობლებს, ისინი ამ შედევრით აღფრთოვანებულები სულაც არ არიან. მათი აზრით, ეს აჭრელებული თუთიყუშის სახლი საერთოდ არ ჯდება სანაპიროს საერთო არქიტექტურულ კონცეფციაში.

თუმცა ჯეინს ეს საერთოდ არ აღელვებს, ის ამბობს, რომ ამაყობს საკუთარი სახლით, ძალიან მოსწონს ის, თავს უბედნიერესად თვლის და არაფრის შეცვლას არ აპირებს.

კომენტარები

მიმოზა 2023-04-27 22:20
ეს სახლი ლგბტ-ს ფერებს მაგონებს, ამიტომ ამაზრენია. ნუთუ თქვენ ძალიანაც რომ მოგწონთ, სხვა უკეთეს ფერებს ვერ შეარჩევდით?
ლარა 2023-04-21 06:54
სახლი ძალიან ლამაზ ფერებშია, მე ძალიან მომეწონა. ნამდვილად იგრძნობა გემოვნება. ყოჩაღ ამ ორიგინალობისთვის. რა გამოდის? ყველგან ყოფილან შურიანები, თორემ ეს სახლი რატომ უნდა გაღიზიანებდეს და მითუარესი გძულდეს?/
ლია 2023-04-18 14:02
რატომაც არა,ძალიან სიხალისე და სიცოცხლე იგრძნობა
ირა 2023-04-18 12:11
ძალიანაც ლამაზია შიგნითაც.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები